მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 14 » გაიგეთ თქვენი პრობლემების მთავარი მიზეზი
რეკლამა
9:09 PM
გაიგეთ თქვენი პრობლემების მთავარი მიზეზი

როცა ადამიანს პრობლემა უჩნდება, ხშირად სჭირდება თუნდაც ზოგადი რჩევა და მიმართულების მიცემა, სწორედ ამას ემსახურება დღევანდელი ტესტი. 

 

1. გველი
ეს ძალიან გონიერი ცხოველია, რომელიც გაბედული ნაბიჯებისკენ გიბიძგებთ. ეს ცხოვრების ყველა სფეროს ეხება: როგორც სასიყვარულო ურთიერთობებს, ისე სამსახურსა და ინტერესებს. გაიჩინეთ ახალი ნაცნობები, ძველ ურთიერთობებს კი გადახედეთ. ნუ შეშინდებით და თქვენი მიზანსწრაფულობა შედეგს მოგიტანთ.

 

2. ბიჭი სალამურით
ნუ ხართ მიჯაჭვული ერთ ადგილას. ცხოვრებაში მალე დიდი ცვლილებები გელით. შესაძლოა, კარგი სამუშაო შემოგთავაზონ და აუცილებლად უნდა დასთანხმდეთ. თუკი რაიმე ეჭვები გღრღნით, მაშინ ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ. თუკი უპირატესობები მეტია, ცალსახად დასთანხმდით. გაბედეთ და ყველაფერი გამოგივათ!

 

3. საგზაო ნიშანი
შესაძლოა, საკუთარ ძალებში დარწმუნებული არ ხართ. ეს მიზნის მიღწევას მხოლოდ ხელს უშლის. უფრო დაჟინებული და მიზანმიმართული იყავით. წადით სადმე სასწავლებლად ან მეგობრებთან ერთად სამოგზაუროდ, გაერთეთ და ახალი დადებითი ემოციებით აღივსეთ. მაშინ ყველაფერი გამოგივათ.

 

4. გზა
ეს იმაზე მიუთითებს, რომ საკუთარი ცხოვრებით არ ცხოვრობთ. თქვენ ცდილობთ, სხვების მიერ შემოთავაზებული პირობები მიიღოთ და შეეგუოთ, მაგრამ რატომ იქცევით ასე? იყავით ის, ვინც ხართ, თუნდაც ამისთვის ცხოვრების ჩვეული წესის შეცვლა, ახალი ნაცნობების გაჩენა ანდა სამუშაოს გამოცვლა მოგიწიოთ. მოიკრიბეთ ძალა და წარმატებაც მოვა.

წყარო: slovofraza.com

ნანახია: 791 | დაამატა: Admin | ტეგები: გაიგეთ თქვენი პრობლემების მთავარი მ | რეიტინგი: 3.5/2 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close