მთავარი » 2018 » მარტი » 15 » გაოგნდებით, როცა გაიგებთ, რა ჩვევა ჰქონდა სტალინს. აი, მოულოდნელობა!
რეკლამა
11:08 PM
გაოგნდებით, როცა გაიგებთ, რა ჩვევა ჰქონდა სტალინს. აი, მოულოდნელობა!

ერთ-ერთი გამონათქვამის თანახმად, მოქმედებას დათესავ - ჩვევას მოიმკი, ჩვევას დათესავ - ხასიათს მოიმკი... რთულია არ დაეთანხმო ამ გამონათქვამს, რადგან ჩვევები ყველა ჩვენგანს აქვს და ხშირ შემთხვევაში მათზეა დამოკიდებული ის, თუ როგორ აღგვიქვამენ გარშემომყოფები. არც გამოჩენილი მეცნიერები, ხელოვანები და მმართველები არიან გამონაკლისი. ყველა მათგანს ჰქონდა და აქვს ისეთი ჩვევები, რომლებიც ჩვენ უცნაურად შეიძლება მოგვეჩვენოს. სწორედ ამაზე გვინდა გესაუბროთ დღეს. ჩვენ მოგიმზადეთ სტატია ცნობილი პიროვნებების ჩვევების შესახებ. შეიძლება, ზოგიერთი მათგანის შესახებ უკვე გსმენიათ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს მასალა მაინც დაგაინტერესებთ.
 

სალვადორ დალი


სადილის შემდეგ დალი, ჩვეულებრივ, სავარძელში ჯდებოდა, რომლის გვერდითაც დებდა ამოტრიალებულ მეტალის ჯამს. ხელოვანს ხელში დიდი რკინის გასაღები ეჭირა. როდესაც დალის ჩაეძინებოდა, მისი ხელი მოდუნდებოდა და გასაღები უვარდებოდა. ჯამზე დაცემის ხმისგან მას ეღვიძებოდა... ხელოვანს სწამდა, რომ ასეთი ხანმოკლე ძილის შემდეგ, ის შთაგონებას იღებდა. სხვათაშორის, თანამედროვე მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ჰიპოთეზა არაა აზრს მოკლებული...

გაოგნდებით, როცა გაიგებთ, რა ჩვევა ჰქონდა სტალინს. აი, მოულოდნელობა!

 

ფრიდრიხ შილერი


ერთხელ შილერთან სტუმრად მისი მეგობარი იოჰან გოეთე მივიდა. მოხდა ისე, რომ გოეთე კაბინეტში მარტო დარჩა. სამუშაო მაგიდასთან დაჯდომისთანავე, გულისამრევი სუნი ეცა. სუნის წყაროს ძიების მიზნით გოეთემ მაგიდის უჯრების გაღება დაიწყო. იქ კი უამრავი დამპალი ვაშლი აღმოაჩინა. მოგვიანებით შილერმა უამბო მეგობარს, რომ ვაშლები უჯრაში შემთხვევით არ გაჩენილა, მიზეზი - შთაგონების ძიებაა. შილერი ბევრად მარტივად წერდა, როცა დამპალი ვაშლების სუნი სცემდა. 

გაოგნდებით, როცა გაიგებთ, რა ჩვევა ჰქონდა სტალინს. აი, მოულოდნელობა!

 

ალბერტ აინშტაინი


დიდ ფიზიკოს სჯეროდა, რომ ადამიანის გარდერობის ყველაზე სულელური დეტალი წინდები იყო. მას გულწრფელად არ ესმოდა, რისთვის იყო ისინი საჭირო, მითუმეტეს, რომ წინდები მალე იხევა. ერთ მშვენიერ დღესაც აინშტაინმა უბრალოდ შეწყვიტა წინდების ჩაცმა. თუმცა, შეხვედრების დროს, ის მაღალყელიან ფეხსაცმელს იცვამდა, რომ უცნაურად არ გამოჩენილიყო.

გაოგნდებით, როცა გაიგებთ, რა ჩვევა ჰქონდა სტალინს. აი, მოულოდნელობა!

 

ონორე დე ბალზაკი


ეს მწერალი დღის რეჟიმისადმი დიდი სიყვარულით არ გამოირჩეოდა. დასაძინებლად გვიან წვებოდა და გვიანაც დგებოდა. იმისთვის, რომ დიდი ხანი დარჩენილიყო ფხიზლად, ბალზაკი დიდი რაოდენობით ყავას სვამდა. ამასთან, პერიოდულად მას სპირტის ხსნარზე ამზადებდა. ისეც ხდებოდა, რომ კოფეინის სიჭარბის გამო, ბალზაკი 48 საათი მუშაობდა მაგიდიდან თავის აუღებლად. ამ ჩვევამ დაღუპა კიდეც დიდი მწერალი. მისმა გულმა უბრალოდ ვერ გაუძლო მსგავს დატვირთვას.

გაოგნდებით, როცა გაიგებთ, რა ჩვევა ჰქონდა სტალინს. აი, მოულოდნელობა!

 

ბარაკ ობამა


აშშ-ს ამჟამინდელ პრეზიდენტს საკმაოდ ადვილად გადააქვს ჰაერის მაღალი ტემპერატურა. პრინციპში, ამაში გასაკვირი არაფერია. აი მისი გარემოცვა, კი ამის გამო ძალიან იტანჯება. ნამდვილად მაღალი ტემპერატურის პირობებშიც კი, ობამა კრძალავს მანქანაში კონდიციონერის ჩართვას. 

გაოგნდებით, როცა გაიგებთ, რა ჩვევა ჰქონდა სტალინს. აი, მოულოდნელობა!

 

იოსებ სტალინი


სტალინის დაცვის ერთ-ერთი წევრი ყვებოდა, რომ სტალინს უბრალო ტანსაცმლის ჩაცმა უყვარდა და იქამდე ეცვა, სანამ არ გაცვეთდა. გარდა ამისა, მას ჰქონდა ფეხსაცმელი, რომელსაც, პრაქტიკულად, მთელი ცხოვრება ხმარობდა. ერთხელ დაცვის წევრებმა სტალინს ძველის ნაცვლად ახალი ფეხსაცმელი მიუტანეს და მალევე ინანეს კიდეც. მართალია, დანამდვილებით არ ვიცით, რა მოუვიდათ ამ დაცვის წევრებს, თუმცა ვარაუდის დონეზე წარმოდგენა არ უნდა გაგვიჭირდეს...

გაოგნდებით, როცა გაიგებთ, რა ჩვევა ჰქონდა სტალინს. აი, მოულოდნელობა!

 

ისააკ ნიუტონი


ნიუტონი რეგულარულად ჩიოდა ქრონიკული უძილობის გამო. საქმე იმაშია, რომ გამოჩენილი მეცნიერი რეგულარულად იძინებდა ბუხრის წინ მდგომ სავარძელში. შუაღამისას ხანგრძლივი ძილის შემდეგ მოუხერხებელი მდგომარეობის გამო იღვიძებდა და შეწუხებული მიდიოდა საძინებელში. გზაში ნიუტონი ძილს კარგავდა...

გაოგნდებით, როცა გაიგებთ, რა ჩვევა ჰქონდა სტალინს. აი, მოულოდნელობა!

 

ალექსანდრე სუვოროვი


სუვოროვს ძალიან ორიგინალური დღის რეჟიმი ჰქონდა. იღვიძებდა ღამის 2-3 საათზე. ადგომისთანავე ზედ ისხავდა ცივი წყლით სავსე ვედროს. დილის 6 საათზე ის უკვე სადილობდა. თუ ჯარისკაცებთან ერთად იმყოფებოდა, ძალიან უყვარდა მათი გაღვიძება მამლის ყივილის იმიტირებით. საღამოს 6 საათზე სუვოროვი იძინებდა. 

გაოგნდებით, როცა გაიგებთ, რა ჩვევა ჰქონდა სტალინს. აი, მოულოდნელობა!

 

ბენჟამინ ფრანკლინი


ფრანკლინს ძალიან უყვარდა ცხელი აბაზანების მიღება. ასე უფო კარგად ფიქრობდა. ამბობენ, რომ აშშ-ს დამოუკიდებლობის დეკლარაციაც აბაზანაში დაიბადა. ხოლო, როდესაც ფრანკლინს ცხელი აბაზანები ბეზრდებოდა, ის "ჰაერის აბაზანებს" იღებდა. მას შეეძლო ოთახში საათობით ევლო შიშველს, რომ არაფერს დაებრკოლებინა მისი უდიდესი აზრები. 

გაოგნდებით, როცა გაიგებთ, რა ჩვევა ჰქონდა სტალინს. აი, მოულოდნელობა!

 

უინსტონ ჩერჩილი


ჩერჩილი ნამდვილად არ იყო ადამიანი, ვინც ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევდა. ამავდროულად, ის ძალიან ზარმაცი იყო. დილიდანვე მოწეული სიგარის და დალეული ვისკის შემდეგ, ჩერჩილი მსუყედ საუზმობდა საწოლშივე. გარეთ კი მხოლოდ სადილის შემდეგ გადიოდა. მეორე მსოფლიო ომის დროს, მას განრიგის შეცვლა მოუწია და უფრო ადრე დგებოდა, თუმცა პარლამენტის შენობაში მაინც ჰქონდა საწოლი, სადაც სადილის შემდეგ ძილს ეძლეოდა. 

გაოგნდებით, როცა გაიგებთ, რა ჩვევა ჰქონდა სტალინს. აი, მოულოდნელობა!


როგორც ხედავთ, ყველა ადამიანს აქვს განსაკუთრებული ჩვევები და მათ ვერაფერს მოვუხერხებთ. თუ ეს მასალა მოგეწონათ, მაშინ აუცილებლად გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებსაც. 
წყარო 

ნანახია: 591 | დაამატა: Admin | ტეგები: გაოგნდებით, რა ჩვევა ჰქონდა სტალინს. აი, როცა გაიგებთ, მოულოდნელობა! | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close