მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 2 » გარეგნობის რა დეტალებით გამოირჩევიან სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნები
რეკლამა
10:17 AM
გარეგნობის რა დეტალებით გამოირჩევიან სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნები

გაითვალისწინეთ – გარეგნობაზე მოქმედებს: ასცედენტი, ასცედენტის ასპექტები პლანეტებთან, პირველ სახლში მყოფი პლანეტები, ან მეთორმეტე სახლში ასცედენტიდან 3-4 გრადუსის მოშორებით მდებარე პლანეტები, ასცედენტის მმართველის ნიშანი. ნორმიდან გადახვევები ხდება როცა ასცედენტის მმართველი შეერთებულია ან ასპექტი აქვს სხვა ელემენტის პლანეტასთან. როცა სხვა ელემენტის პლანეტებია პირველ სახლში (მაგალითად, კურო ასცედენტი, ტყუპი მზით პირველ სახლში), როცა სხვა ელემენტის, განსაკუთრებით ანგულარულ სახლში ხდება პლანეტების კონცენტრაცია. მზის ნიშანი, ვენერის და მარსის მდებარეობა და მდგომარეობა, დომინანტი პლანეტა, ურანი და ზოგადად ყველა პლანეტას თავისი პატარა წვლილი შეაქვს იმ ურთულეს კომბინაციაში თითოეულ ინდივიდს რომ ქმნის. ამ კომბინაციის უკეთ რომ გავერკვეთ, პირველ რიგში უნდა გავეცნოთ რომელი პლანეტა და რომელი ნიშანი რა გარეგნობით აჯილდოებს ადამიანს.

ვერძი
ვერძებს ძვლოვანი, გამოქანდაკებული, ოვალური (ხშირად სამკუთხედი)თავი აქვთ, რაც მამაკაცებში სიგამხდრეზე გადაუკრავს სიტყვას. ყბები შეიძლება ვიწრო იყოს, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ძლიერი და სრული სხვა კარდინალებთან შედარებით. კისერი ჩვეულებრივზე თხელი. თვალები შორი შორს ჩასმული, მოძრავი, ბასრი, პრიალა, იმპულსების შესაბამისი. ის კი არ გიყურებთ, მზერას გესვრით. შუბლი მაღალი. წარბები ხშირი, მორკალული, წინ წამოწეული, თვალებთან ახლოს, ბუჩქისებური ან პირიქით ჩვეულებრივზე თხელი, რაღაცით არასტანდართული. თმები ახალგაზრდობაში ხშირი და ასაკში სიმელოტისკენ მიდრეკილი. ხმა მაღალი ან მკვეთრი. ნიკაპი წინწამოწეული და უსწორმასწორო, ძვლიანი, რომელიც სხვა კონტურებზე მეტად ახდენს მათ იდენტიფიკაციას. ორივე სქესი პირდაპირი და უხეშია, მოძრაობენ სწრაფად და ხშირად თავწახრილი. განიერი მხრები აქვთ, ლამაზი ხელფეხი, კანი კი – გამონაყარისადმი მიდრეკილი.

კურო
კუროებს უფრო რბილად მომართკუთხედებული სახე აქვთ და თვალებიც შესაბამისი ; უმეტეს შემთხვევაში ყავისფერი, მრგვალი, სავსე, გრძელი და ხშირი წამწამების ჩარჩოში ჩასმული და ვერძული ტიპის თვალებზე უფრო დაჟინებული მზერით. ენერგეტიკა – მშვიდი, გრძნობისმიერი, მიწიერი, დინჯი (თუ ცეცხლის ან ჰაერის გავლენა არ არის). ხმა რბილი და სასიამოვნო, მეტყველება – თანმიმდევრული. ცხვირი სიფართოვისკენ მიდრეკილი, ან წვერში მომრგვალებული, ბევრს პატარა ,,კნოპკა“ ცხვირებიც აქვთ. ნიკაპი და ლოყები მომრგვალებული. კისერი/ ყელი ჩვეულებრივ უფრო მსხვილი აქვთ. მხრები უფრო ჩამოყრილი/მომრგვალებული, სხვა ფიქსირებული ნიშნებისგან განსხვავებით. სიმაღლე – საშუალოზე დაბალი. სხეული ოთკუთხედის ფორმის. მშვენიერები თუ არ არიან, სასიამოვნო შესახედაობა მაინც აქვთ, ცოტა ჯიუტები და ზარმაცებიც არიან. კრიზისული სიტუაციებისას სიმშვიდეს ინარჩუნებენ. გულღიები არ არიან, მაგრამ თუ საჭიროა ემოციების გამომჟღავნებაც შეუძლიათ. იცვამენ კომფორტულად.



ტყუპები 
ტყუპებს წვრილი და ჩვეულებრივზე მოგრძო თავები აქვთ. შესაძლოა ჩვეულებრივი სიგრძისაც იყოს, მაგრამ მაშინ ბოლოში კონუსისებურად დავიწროვდება წვრილი ნიკაპით. მაღალი შუბლი აქვთ და ცოტა შორი შორს ჩასმული თვალები. ერთერთია იმ ნიშანთაგან რომლებიც ასაკზე უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან. ენერგეტიკა – გაფანტული, ცვალებადი, სწრაფი, კონტაქტური, რეცეპტული (თუ მიწა ან წყალი არ ამშვიდებს). ხმაც ასეთივე მერყევი ძალიან დაბლიდან მაღლამდე, ტონიც ცვალებადი , ადვილად უწევს ხმას(ზევითაც და ქვევითაც)

ხშირად აცეცებენ თვალებს, ლაპარაკისას აქტიურად იყენებენ ჟესტიკულაციას, იქნევენ ხელებს. მეტყველებენ სწრაფად. ცოცხალი და მოძრავი ხალხია, გრძელი კიდურებით, ხელებით და ფეხებით. თითებიც ჩვეულებრივზე გრძელი აქვთ. მოლაპარაკეები და კომუნიკაბელურები არიან თუ კარგად გრძნობენ თავს აუდიტორიაში. წყნარად მხოლოდ მაშინ არიან თუ ხელები და თავი დაკავებული აქვთ -წერენ, ბეჭდავენ ან ძერწავენ, აქანდაკებენ… მოკლედ ჩაფლულები არიან რაიმე შემოქმედებით პროცესში. აქვთ ინტელექტუალური ინტერესები, მაგრამ ზედმეტი ენერგია იმისთვის რომ ფიზიკურად აქტიურები არ იყვნენ, არ იმოძრაონ და სულ მცირე ხელები მაინც არ იქნიონ აქეთ იქეთ


კირჩხიბი
ტიპურ კირჩხიბებს მრგვალი ან ოვალური სახე აქვთ. პირი ფართო და მგრძნობიარე, სიმპატიური გამოხედვით.

ენერგეტიკა – მტკიცე, ცენტრისკენ მიმართული (გარედან შიგნით), ინტროვერტი, მგრძნობიარე , თავდაჭერილი, მორცხვი ან კონსერვატორი, მზრუნველი და მფარველი. მომართულები არიან სხვების საჭიროებაზე და საზოგადოებრივ აზრზე, თუმცა ცოტა უხასიათო და ცვალებადები გრძნობებში (თუ მიწა არ ასტაბილურებს). ხმა – დაბალი და მეტყველება თავდაჭერილი.

კანი – ნაზი, და თვალებიც ამ სინაზეს ირეკლავენ _ ღრმა და წლიანი აქვთ. მხრები ხშირ შემთხვევაში მომრგვალებული, ბევრი ბეჭებში მოხრილი დადის. მკერდი – ფართო. კბილები – მეჩხერი. წარბები ხშირი და გადაბმული. ბავშვურები არიან, გულუბრყვილო და ანგელოზურად მიამიტი სახით. როგორც წესი, კონფლიქტებს ერიდებიან და სცენის მიღმა ცდილობენ თავიანთი გავლენის გავრცელებას. მალულად ეხმარებიან სხვებს. არ აქვს მნიშვნელობა რუკა რამდენად უწყობს ხელს საკუთარ ოჯახზე მიჯაჭვულობაში, კირჩხიბობა საკმარისია იმისთვის რომ ოჯახმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინოს მასზე. ნუ ეცდებით ლოგიკის სიძლიერე დაინახოთ მათი მოქმედებებს მიღმა. სოლიდარობა უკეთესია.



ლომი
ლომებს მართკუთხა, კვადრატული სახე აქვთ. ენერგეტიკა – პრეზენტაციული, რომელიც თითქოს იწვევს ადამიანებს რომ ყურადღება მიაქციონ, ურთიერთობა იქონიონ მასთან. უყვართ გაზვიადება და კარგად ეხერხებათ პრომოუშენი. ადვილია მათი გაბრაზება, ვერ იტანენ ხალხში შენიშვნის მიცემას და ცხელ გულზე ვერ აკონტროლებენ, რას ამბობენ.

კეთილშობილება, გაბედულება, პირდაპირობა და პატიოსნება აი, გაწონასწორებული ლომის ღირებულებები. უხეში, მყვირალა, ცოტა ამპარტავნულიც შეიძლება მოგეჩვენოთ ურთიერთობებში (თუკი წყლის თავდაჭერილობა არ ფარავს ამას), თუმცა იგნორირებას ვერ შეძლებთ. თუკი რბილად ლაპარაკობენ ხმა ძალიან სანდომიანი აქვთ, მაგრამ თუ ხმას უწევენ მაშინ მბრძანებლური ტონი გაერევათ ხოლმე. ბევრ მათგანს მკერდისმიერი მჟღერი და ძლიერი ხმა აქვს, რის გამოც ბევრია მათში მსახიობი თუ მომღერალი.

როგორც წესი, კარგი თმები აქვთ და ძალიან ზრუნავენ ხოლმე თმებზე, თუმცა კაცებს სიმელოტისკენ აქვთ მიდრეკილება. თვალები დიდი და ცოტათი გადმოკარკლული, მაგრამ მომხიბვლელი და მიმზიდველი. შუბლი – მაღალი. თვალებს შორის ფართო ადგილი ხშირ შემთხვევაში. ცხვირი ფართო და რაღაცით გამორჩეული. მიუხედავად იმისა, გამხდარია თუ მსუქანი – კარგი აღნაგობა, მტკიცე ნაბიჯი ,გრძელი ფეხები, კარგად გამოკვეთილი მუხლები, განიერი მკერდი და ძლიერი წარმოსადეგობა აქვთ. უმეტესობა მაღალია და ათლეტურიც კი. ტანი – პროპორციული, თუმცა ზედა ნაწილი უფრო ხაზგასმულია და განვითარებული – ჩაზნექილი ზურგით, თითქოს მკერდი ამაყად აქვთ წამოწეული წინო.

ქალწული
ქალწულებს დიდი თავის ქალა აქვთ, გამობურცული კეფა, მაღალი შუბლი და სამკუთხა სახე, კონუსისებური, V ტიპის, ქვევითკენ რომ ვიწროვდება და პატარა პირითა და თხელი ტუჩებით რომ მთავრდება. ხანდახან იმდენად პატარა პირი აქვთ, რომ მოზრდილ ასაკში ყველა კბილს წესიერად ამოსვლა უჭირს.

გაპობილი ნიკაპი, ვიწრო ნესტოები აქვთ, სწორი და ქვევითკენ მიმართული ცხვირი. თვალები ახლო ახლოს ჩასმული და პატარა. მზერა – გაურკვეველი. დაბლებიც გვხვდებიან მათში და მაღლებიც, გამხდრები და მოხდენილები არიან ხოლმე, ახალგაზრდობაში მაინც.

ენერგეტიკა – ინტროვერტი, განსაკუთრებით ცხოვრების ადრეულ ეტაპზე, მაგრამ ცვალებადი, როგორც დანარჩენი მუტაბელური ნიშნები, ამიტომ ხმაც უფრო რბილი აქვთ, ვიდრე ბოხი ან მკივანა(თუკი ცეცხლი ან ჰაერი არ არის გარეული) და ნაზალური (ცხვირისმიერი). მეწვრილმენეები არიან, სერიოზულები, კრიტიკულები (აუცილებლად გისწორებენ შეცდომებს), მოწესრიგებულები და პუნქტუალურები, პრაქტიკულები და საკუთარ სხეულსა და ჯანმრთელობაზე მზრუნველები. ბევრი მათგანი ვარჯიშობს, დიეტას იცავს და ა.შ.

სასწორი
სასწორის გავლენა მრგვალ/ ოვალურ და პატარა(თუ სხვა პლანეტები ან ფაქტორები არ ცვლიან) თავს იძლევა. ნიკაპიც კი სიმრგვალისკენ არის მიდრეკილი, რომელზედაც ხშირად ფოსოები/ღრმულებიც აქვთ. თვალები და პირი კარგი მოყვანილობის და მიმზიდველი, თუნდაც სილამაზის ეტალონები არ იყვნენ. თვალები როგორც წესი ღია, ან ჭრელი აქვთ(მომწვანო-მოლურჯო). კანი გლუვი, რბილი და კარგი ხარისხის. წელი შეზნექილი, თითქოს ტვირთის ტარებისგან გაიღუნაო და მხრები ჩამოყრილი და მორიელისგან განსხვავებით მომრგვალებული. კაცებს ქალური სილამაზე აქვთ ხოლმე. უმეტესობა ძვალწვრილია, მაგრამ გამხდარს მათზე ვერ იტყვით. ხმა რბილი და მშვიდი. სასიამოვნო ხალხია, წყნარი და კარგი სამეგობრო. ქალებს ძალიან უყვართ საკუთარი თავი და ტანისამოსითა თუ სამკაულებით შეუძლიათ თავის მაქსიმალურად წარმოჩენა. მამაკაცები (ხშირად ქალებიც) კარგად ერკვევიან მექანიზმებში, კომპიუტერებსა და ტექნიკაში.

მორიელი
მორიელებს კვადრატული/ მართკუთხა ფორმის სახეები აქვთ. თვალები მუქი და ღრმა, ცოტათი საშიში მზერით და ჩაშავებული უპეებით ( ღია ფერის თვალებითაც გვხვდებიან იშვიათად, მაგრამ საბედისწერო გამომეტყველება აქაც გვრჩება.). ხშირად შეხვდები სახეზე თმებჩამოყრილი ვარცხნილობით, სათვალეებით თითქოს თავს ინიღბავსო. პროფილი მტაცებელ ფრინველს მიუგავთ, ძირითადად დაბლები არიან, მაგრამ აღნაგობა ძლიერი და შთამბეჭდავი აქვთ. მამაკაცები უმეტეს შემთხვევაში ჩაფსკვნილი, განსაკუთრებით როცა ზრდასრულობას მიაღწევენ, ქალები კი სასიამოვნოდ მრგვალი ფორმებით გვხვდებიან. ენერგეტიკა – შეუღწევადი , მაგრამ გამჭოლი, ჩამწვდომი, ღრმა, იდუმალებით მოცული, შთამბეჭდავი. ხმა – უემოციო, ცივი, მიუხედავად იმისა რომ ბევრს შესაძლოა ძლიერი მჟღერი ხმა ჰქონდეს. ხშირად კრიჭაშეკრული საუბრობენ (განსაკუთრებით მამაკაცები), ან კბილებში ცრიან ( გაიხსენეთ კლინტ ისტვუდის შექმნილი ტიპაჟები). მეტყველება სიტყვას გადაგიკრავს იმაზე რომ არც ისე კომუნიკაბელურ პერსონასთან გვაქვს საქმე. ადვილად არ მიგიშვებენ ახლოს და არც არის იოლი მათი გაცნობა. არიან კრეატიულები და დიდი პოტენციალი აქვთ სხვებზე მაღლა იდგნენ. ძალიან მიმზიდველები და ეროტიულები არიან. ძალიან იოლად გამოარჩევთ მშვილდისა თუ სასწორისგან ჩაკეტილი ბუნებით.

მშვილდოსანი
მშვილდოსნებს ჩვეულებრივზე გრძელი სახეები აქვთ, მაღალი, დამრეცი შუბლით და შესამჩნევი თხემით წარბებზე. ხშირ შემთხვევაში სახე კონუსისებურად ვიწროვდება ფართო შუბლიდან ვიწრო ნიკაპამდე და V -ს ფორმას იღებს, ქალწულის სახესავით (თუმცა უფრო მასიურია). ყურები და ყურის ბიბილოებიც გრძელი აქვთ ხშირად, რითაც ადვილად განასხვავებთ თხის რქისგან, რომლებიც პატარა ბიბილოებით გამოირჩევიან. პირიდან ნიკაპამდე მანძილი წაგრძელებულია. თვალები – უელავთ, უციმციმებთ, უბრწყინავთ… თითქოს მთელ ენერგიას ნაპერწკლებივით ისვრიან თვალებიდან… თუ მოხდა სასწაული და არც ისე ათლეტურები არიან, მათი ცოცხალი, მეგობრული და ღია დამოკიდებულებით შეგიძლიათ იცნოთ. ენერგეტიკა – ექსპანსიური, ოპტიმისტი, ღია, მეგობრული, სოციალური, მაგრამ თავი – პეპლებით სავსე, იუპიტერის წყალობით. ხმაც ამავე ხასიათს ატარებს და განსაკუთრებით სიცილი – ეგზალტირებული, გადამდები, ყურადღების მიმქცევი … ის კი არ იცინის ხარხარებს… მეტყველებისას შეიძლება ენა დაებათ, იმიტომ რომ ისე სწრაფად და ენთუზიაზმით ფიქრობენ, აზრების სიტყვებად გადათარგმნა ვერ მოასწრონ. მათი ექსპანსიურობის ჩასაქრობად ბევრი მიწა, წყალი ან ფიქსირებული ნიშნის გავლენაა საჭირო. უყვართ თავისუფლება და სიმართლე, თავგადასავლები და მუდმივად სწავლობენ ხალხს, ბუნებას, მიწას და ფილოსოფიას. ოპტიმისტები და იპოხონდრიკები აქტიურად ღია არიან სამყაროსთვის, მაგრამ ცოტას ,,აფრენენ“. დაუღალავები მუდმივად მზად არიან თავგადასავლებისთვის. გოგოები ცოტა ქალა-ბიჭები არიან ადრეულ ასაკში, ყველგან რომ დადიან ბიჭებთან ერთად, ტოლს რომ არ უდებენ არაფერში და მხოლოდ დაქალებისას ამჟღავნებენ ქალურობას.

თხის რქა
თხის რქა მრგვალ ან ოვალურ თავს გვაძლევს, კომპაქტური სახით და პატარა მკვეთრ ნაკვთებს. ყურები ელფივით დაცქვეტილი და პატარა ბიბილოებით. კისერი წვრილი და გრძელი. აღნაგობა – თხელი, მაგრამ ძლიერების და ამტანობის გამომხატველი. მიწაზე მყარად დგანან როგორც პირდაპირი ისე გადატანითი მნიშვნელობით და ხშირად კარგი მოცეკვავეები არიან მათ შორის. კანი – მოყვითალო. ძვალმსხვილი. ბავშვობაში – ასაკით უფროს ჰგავს, ასაკში – ახალგაზრდას. ენერგეტიკა – თავდაჭერილი, ოფიციალური, ავტორიტეტული, მიწიერი. საუბრის მანერა – თითქოს ხელქვეითებს დავალებებს აძლევს. მეტყველება – თავშეკავებული, რითიც აშკარად განასხვავებთ მშვილდისგან. მასთან საუბრისას გეგონებათ რომ უფროსს (თუნდაც ასაკით) ელაპარაკებით. მაღლებიც არიან დაბლებიც, საშუალო სიმაღლისებიც, მაგრამ სერიოზულობით , თავდაჭერით და პატივისცემის მოპოვების დაუძლეველი სურვილით აშკარად გამოარჩევთ სხვებისგან. უყვართ მუშაობა და გამოწვევის, პატივისცემის, ავტორიტეტის გარეშე დეპრესიაში ვარდებიან. პატივისცემის მოპოვებაში ვერავინ შეედრებათ. ხანდახან უტაქტოები არიან, მაგრამ ტრადიციებს, წესებს და იერარქიას პატივს სცემენ და ცდილობენ თავაზიანები იყვნენ. ეს ერთერთი ყველაზე სერიოზული ნიშანია ზოდიაქოსი, თუმცა მიუხედავად ამისა პანის როლშიც შეიძლება იხილოთ, როგორც პროვოკატორები და დროსტარებისას თავზე ყველაფრის დამმხობები.

მერწყული
მერწყული ყველაზე კვადრატულ სახეებს ქმნის, მაგრამ უფრო გრძელს, მომართკუთხედოს.

აღნაგობა – მტკიცე, ჩაფსკვნილი თუ არა ფართო კუთხოვანი მხრებით. უმეტეს შემთხვევაში ქვედა ტანი უფრო განვითარებულია. მერწყულის ორი ტიპაჟია: ერთი მაღალი, გამხდარი, მოქნილი და ქერა, მეორე ცოტა უფრო მუქი, საშუალო სიმაღლის და სავსე. ისინი რაღაცით გამორჩეული ხალხია გარეგნულადაც. მამაკაცებს აქვთ რაღაც ქალური და პირიქით. ფერმკრთალები არიან, დახვეწილი ნაკვთებით, მაღალი შუბლით, მორკალული წარბებით, მომღიმარი პირით, უჩვეულო ვარცხნილობით, თმები ტალღოვანი, პრიალა და ჯანსაღი, თვალები კი – ღია აქვთ და მეოცნებე.

ინტელექტუალები არიან, რაციონალურები, ხალხს მოსწონს მათ საზოგადოებაში ყოფნა. მოსწონთ, როდესაც განსხვავებულები არიან მასისგან. მოსწონთ ინდივიდუალიზმი. ენერგეტიკა ექსტორვერტი, მაგრამ ხანდახან ინტროვერტული ფორმით- უხარიათ ხალხში ყოფნა მაშინაც, თუკი წყნარად სხედან, ანუ სოციალურები არიან, მაგრამ ინდივიდუალისტები. ეს აისახება მათ ხმის ტემბრზე. ლომივით არ ბუხუნებენ, მაგრამ ეფექტს ახდენენ.

თევზები
თევზებს წვრილი და წაგრძელებული სახე აქვთ. წინ წამოწეული ცხვირ-პირით, ფართო, მრგვალი და გადმოკარკლული თვალებით. ხშირად მუქები ან შერეული ტიპები გვხვდებიან, მაგრამ ღიებიც შეიძლება გამოერიოთ. დაბლები არიან, პატარა ხელის მტევნები და ფეხის ტერფები აქვთ. არიან ცნობისმოყვარეები და საუკეთესო მსმენელები. აქვთ რაღაც მისტიკა, რომელიც საოცრად მაცდუნებელს აქცევთ. ენერგეტიკა – თანამგრძნობი, სხვისი დახმარებისკენ, დაცვისკენ მიმართული, განსაკუთრებით სუსტების დაცვისკენ. ტალანტი მუსიკაში, პოეზიაში, ცეკვაში, როლის თამაშში სახის ნაკვთებთან ერთად ყიდის მათ. კაცების უმრავლესობას კარგად ესმით კომპიუტერი და აქვთ შესანიშნავი ინტუიციაზე დაყრდნობილი ნავიგაცია.

 

Dainteresdit.Ge

ნანახია: 1072 | დაამატა: Admin | ტეგები: გარეგნობის რა დეტალებით გამოირჩევია | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close