მთავარი » 2017 » სექტემბერი » 13 » გონების სავარჯიშო: რა ფერის ქუდი ახურავს პატიმარს?
რეკლამა
8:59 AM
გონების სავარჯიშო: რა ფერის ქუდი ახურავს პატიმარს?

ეს გონების სავარჯიშო ციხესა და ციხის ტანსაცმელს ეხება. თუმცა, ნუ შეგეშინდებათ, ეს მხოლოდ წარმოსახვითი სიტუაციაა.


თქვენ იმყოფებით ციხეში, ბარისთან და ალბერტთან ერთად. სამივე რიგში დგახართ და წინ იყურებით, თქვენ წინ დგახართ, შემდგ არის ბარი, მის შემდეგ კი ალბერტი.

დაცვას სამი შავი და ორი თეთრი ქუდი აქვს. ის შემთხვევით გახურავთ თითოეულ თქვენგანს.

ალბერტი ხედავს თქვენსა და ბარის ქუდს, ბარი ხედავს თქვენს ქუდს, თქვენ კი ვერც ერთს ვერ ხედავთ.

არც ერთმა თქვენგანმა არ იცის , თუ რა ფერის ქუდი ახურავს.

ბადრაგი ამბობს: თუკი, რომელიმე თქვენგანს შეუძლია ზუსტად მითხრას, რა ფერის ქუდი ახურავს, ისე რომ სხვა ფერები არ ახსენოს, სამივეს გაგათავისუფლებთ.“

პირველად ის ალბერტს ეკითხება. ალბერტი ძალიან წესიერი და ჭკვიანი ადამიანია. ის ამბობს: „არ ვიცი, შეუძლებელია ზუსტად ვიცოდე.“

შემდეგ ბადრაგი ბარის მიმართავს. ბარიც ჭკვიანი და რაციონალური ადმაიანია, მაგრამ მასაც არ აქვს პასუხი.

შემდეგ ბადრაგი თქვენთან მოდის და თქვენ მას 100%-იანი დარწმუნებით ეუბნებით თქვენი ქუდის ფერს.

დაცვას სხვა გზა არ აქვს და სამივეს გათავისუფლებთ.

რა ფერის იყო თქვენი ქუდი და როგორ მიხვდით?




პასუხი:თქვენ შავი ქუდი გეხურათ.

იმისთვის, რომ თავსატეხი ამოხსნათ, უნდა იფიქროთ იმაზე, რასაც სხვები ვერ ხედავენ. ალბერტს არ შეუძლია ორი თეთრი ქუდის დანახვა, სხვა შემთხვევაში მას ზუსტად ეცოდინებოდა, რომ მას შავი ფერის ქუდი ჰქონდა. ალბერტმა ან დაინახა თეთრი და შავი ქუდი, ან ორივე შავი, ამიტომაც მას ზუსტად არ შეეძლო ეთქვა თავისი ქუდის ფერი.

ალბერტის მოსმენის შემდეგ, ბარის უნდა ეფიქრა, რომ ალბერტმა ორი თეთრი ქუდი ვერ დაინახა და შესაბამისად საკუთარი ქუდის ფერსაც მიხვდებოდა, იმ შემთხვევაში, თუკი მის წინ თეთრი ქუდი იყო(შესაბამისად, მისი ქუდი შავი იყო.) თუმცა, ფიქრი ბარისაც დაეზარა და ამიტომაც გამოიცანით, რომ შავი ფერის ქუდი გქონდათ,

 

Dainteresdit.Ge

ნანახია: 422 | დაამატა: Admin | ტეგები: გონების სავარჯიშო: რა ფერის ქუდი ახ | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close