მთავარი » 2017 » სექტემბერი » 16 » ჰოროსკოპი - სად და როგორ უნდა მოაწყონ იდეალური პაემანი ზოდიაქოს ნიშნებმა
რეკლამა
9:33 PM
ჰოროსკოპი - სად და როგორ უნდა მოაწყონ იდეალური პაემანი ზოდიაქოს ნიშნებმა

ვერძი

ვერძებს ყველაფერი მარტივად აქვთ: არ იყო სექსი - არ იყო პაემანი. მაშასადამე, იდეალური პაემანი იქ აქვთ, სადაც ის შეიძლება დასრულდეს მგზნებარე ვნების ერთი საათით მაინც.

კურო

კუროსთვის იდეალური პაემანია, როცა სიტუაცია კარგადაა. ამდაგვარად, ადგილსაც, სასაუბრო თემასაც,  და გართობების არჩევასაც მთლიანად განსაზღვრავს პარტნიორი.

ტყუპი

ტყუპები ეძებენ სიმსუბუქესა და ახალ შთაბეჭდილებებს. თუ გინდათ, რომ თქვენი პაემანი მათ დიდხანს დაამახსოვრდეთ, როგორც იდეალური, - გააოცეთ და არავითარ შემთხვევაში არ წამოგცდეთ მომავლის შესახებ.

კირჩხიბი

კირჩხიბებს უყვართ ორი რამ: რომანტიკა და ყველაფერი იყოს ისე, როგორც საჭიროა. ამიტომ იდეალური პაემანი კირჩხიბებისთვის არის, როგორც კინოში: ზღვის სანაპირო, რესტორანი, სანთლები, სასიამოვნო მუსიკა და ა.შ.

ლომი

ლომი პაემნებზე არ არის ამაყი. შეიძლება გაიხაროს რანდევუთი ტროპიკულ კუნძულზე, და შეუძლია ფინჯან ჩაიზეც იყოს აბსოლუტურად ბედნიერი. ყველაფერი, რაც ლომს შენგან სჭირდება  - ეს არის კომპლიმენტები, პირფერობა, შექება.

ქალწული

ქალწულს ძალიან არ უყვარს ზედმეტი თვალი, ამიტომ იდეალური პაემანის პირველი და მთავარი პირობაა - განმარტოებულობა. არა, არის კიდევ ორი პირველი და მთავარი პირობა - შეყვარებულის პუნქტუალურობა და კარგად დაუთოვებული ტანსაცმელი.

სასწორი

სასწორებმა არასოდეს არ იციან დანამდვილებით რა უნდათ, ამიტომ იდეალური პაემანის მოწყობა მათთვის თითქმის შეუძლებელია. მაგრამ გამოსავალი არსებობს! იჭორავეთ. სასწორები ძალიან ცნობისმოყვარეები არიან.

მორიელი

მორიელს ორი ვარიანტი მოწონს: ან თქვენთან სახლში, ან ტყეში. გასაგებია, რომ პაემანზე უნდა იყოს სექსი. და არა ტყუილად, არამედ თქვენი შესაძლებლობების გამოკვლევით.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი რომანტიკულია. მაგრამ უფრო სხვა მნიშვნელობით, ვიდრე კირჩხიბი. ამდაგვარად, არავითარი ყვავილის ფურცლები და ხიდები, მხოლოდ გიტარა, ტყე, კოცონი, კარავი.

თხის რქა

თხის რქა დაღვრემილია. მას სჭირდება ლექცია. მაგრამ არა იმისათვის, რომ დაესწროს, არამედ თვითონ წაიკითხოს. მას უნდა პაემანზე თავი იგრძნოს ვიღაცის გურუდ.

მერწყული

მერწყულებს უყვართ პარკები და ინტელექტუალური საუბრები. პარკი შეიძლება შეცვალოთ სხვა რაღაცით, მაგალითად, წაიყვანოთ მერწყული ქალაქგარეთ და აჩვენოთ ვარსკვლავური წვიმა.

თევზები

თევზებს უნდათ უყვარდეთ ვნებიანად, მაგრამ გამოსდით - ისტერიკულად. თევზებს დაუთმეთ სცენა და კარგი დეკორაციები. შეგიძლიათ არაფერი არ თქვათ. ისინი წარმოთქვამენ ვნებიან დიალოგს  ორივეს მაგივრად. ამ დიალოგში იქნება აღიარებაც, ორჭოფობაც, ჩხუბიც და შერიგებაც.

 

Pomada.Ge

ნანახია: 283 | დაამატა: Admin | ტეგები: ჰოროსკოპი - სად და როგორ უნდა მოაწყ | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close