მთავარი » 2018 » ივლისი » 13 » ჰოროსკოპის ყველაზე საღად მოაზროვნე ნიშნები
რეკლამა
11:44 PM
ჰოროსკოპის ყველაზე საღად მოაზროვნე ნიშნები

ისინი ვითარებას მუდამ რეალურად აფასებენ; ემოციებს და წუთიერ განცდებს არ ჰყვებიან. უმნიშვნელო საკითხსაც კი სერიოზულად და სიფრთხილით უდგებიან.

 

თხის რქა

 

თხის რქა ყოველთვის სერიოზულია და სამყაროს რეალურად უყურებს. ის ზოდიაქოს ძალიან პრაქტიკული და პასუხისმგებლიანი ნიშანია, რომელიც ცხოვრების წესებში კარგად ერკვევა და მორალის ნორმებს არასდროს არღვევს. თხის რქები ყველაზე ფრთხილი ადამიანები არიან. ისინი ემოციებს ნაკლებად უწევენ ანგარიშს და წუთიერ სურვილებს არ აჰყვებიან.

 

კურო

 

კურო ძალიან რეალისტური, მიწიერი და პრაქტიკულია, რომელიც ცხოვრების მატერიალურ შემადგენელში კარგად ერკვევა. კურომ საზოგადოებაში ქცევა იცის, უყვარს სტაბილურობა და შეხედულებებს ფრთხილად აყალიბებს. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები საკუთარ გრძნობებს ხშირად მალავენ, ყველაფერს წინასწარ გეგმავენ, მუდამ ორგანიზებულნი და დისციპლინირებულნი არიან.

 

ქალწული

 

თავისი ლოგიკური და ანალიტიკური ნიჭის წყალობით ქალწული მუდამ გაწონასწორებული და რეალისტურია, ის ძლიერ პრაქტიკული და ფრთხილია. მას ყველაფრის ორგანიზება და მოწესრიგება უყვარს. ქალწულები მიჩვეულები არიან ყველაფრის წინასწარ დაგეგმვას, მატერიალისტები და ნელები არიან, ვინაიდან ანალიზსა და აწონ-დაწონას დრო სჭირდება.

 

სასწორი

 

სასწორი, მიუხედავად თავისი გაუბედაობისა, მუდამ საღად მოაზროვნედ და რეალისტად რჩება. ზოდიაქოს ეს ნიშანი ყველაფრის ანალიზსა და სწორი დასკვნების გამოტანას მიეჩვია. ის ძალიან ობიექტურია, რომელიც არსს მუდამ ჩასწვდება და ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას პოულობს. მათ ყველა არგუმენტის აწონა უწევთ, ამიტომაც გადაწყვეტილების მიღება უჭიანურდებათ.

 

მორიელი

 

მორიელები ძალიან პრაქტიკულები და გონიერები არიან. მიუხედავად თავიანთი ემოციურობისა და მგრძნობიარობისა, ისინი მუდამ რეალურად აფასებენ ვითარებას და საღად აზროვნებენ. ისინი ძლიერ დაკვირვებულები არიან და ბევრ წვრილმან დეტალს ამჩნევენ. თავის ემოციებს მორიელი თავშეკავებულობითა და თავდაჯერებულობის მიღმა მალავს. ზოდიაქოს ეს ნიშანი ადვილად უმკლავდება სტრესს.

 

წყარო

ნანახია: 428 | დაამატა: Admin | ტეგები: ჰოროსკოპის ყველაზე საღად მოაზროვნე | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close