მთავარი » 2018 » ივლისი » 14 » იაკუტიელი გოგონა, რომელმაც ზამთრის ფოტოთი სახელი გაითქვა, ზაფხულის ფოტოს აქვეყნებს
რეკლამა
6:40 PM
იაკუტიელი გოგონა, რომელმაც ზამთრის ფოტოთი სახელი გაითქვა, ზაფხულის ფოტოს აქვეყნებს

იცით, რით არის ეს გოგონა განსაკუთრებული? იმით, რომ შეძლო, იაკუტიის მძიმე ცხოვრება ორ ფოტოში გადმოეცა.

 

ანასტასია გრუზდევა 25 წლის იაკუტიელი გოგონაა, რომელიც საქორწინო და საღამოს კაბების სალონში მუშაობს და კატები უყვარს. 

მის მიერ გამოქვეყნებული პირველი ფოტო, რომელშიც გოგონა დათოვლილი წამწამებით გვიყურებს, ზამთარში, -50-გრადუსიან ყინვაშია გადაღებული. ეს ფოტო გამოქვეყნებისთანავე პოპულარული გახდა და დათოვლილი წამწამების მოდას ჩაუყარა საფუძველი. 

ანასტასია თავადაც არ ელოდა, რომ ფოტო სოციალურ ქსელში ასეთ ფურორს მოახდენდა. გოგონამ გაოცებული უცხოელებისგან ასობით წერილი მიიღო და 50 000-მდე გამომწერი შეიძინა. 

ამჯერად კი, საზაფხულო ფოტოსესიის დრო დადგა. ანასტასიამ ფეისბუკში ზაფხულის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც ადამიანს იაკუტიის ცხოვრებაზე სრულყოფილ წარმოდგენას შეუქმნის. 

„გინდა, რომ შეჩერდე, ყვავილები დაკრიფო და ფოტო გადაიღო? მაშინ მზად იყავი იმისთვის, რომ კოღოები გამოკვებო. ეს ნამდვილი საშინელებაა“, - წერს გოგონა.

 

წყარო

ნანახია: 562 | დაამატა: Admin | ტეგები: ზაფხულის ფოტოს აქვეყნებს, რომელმაც ზამთრის ფოტოთი სახელი გაით, იაკუტიელი გოგონა | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close