მთავარი » 2018 » მარტი » 23 » იტალიაში ცხოვრობს ოჯახი, რომლის პატივსაცემადაც ერთ–ერთ უიშვიათეს გენეტიკურ დაავადებას მათი სახელი დაარქვეს (4 ფოტო)
რეკლამა
6:43 PM
იტალიაში ცხოვრობს ოჯახი, რომლის პატივსაცემადაც ერთ–ერთ უიშვიათეს გენეტიკურ დაავადებას მათი სახელი დაარქვეს (4 ფოტო)

52 წლის ლეტიცია მარსილი (Letizia Marsili) ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა გააცნობიერა, რომ ტკივილის შეგრძნება არ გააჩნდა. ლეტიცია, უბრალოდ, ვერ ამჩნევდა საკუთარ სხეულზე ძლიერ დამწვრობას ან მოტეხილობას. ამ სინდრომის სიმპტომები, რომელსაც უცნაური ოჯახის პატივსაცემად, „მარსილის ტკივილის სინდრომი“ ეწოდა, ლეტიციას დედას, ორ ვაჟსა და რამდენიმე ნათესავსაც აქვს.

„ჩვენ ჩვეულებრივად ვცხოვრობთ და შესაძლოა, დანარჩენ ადამიანებზე უკეთესადაც, რადგან ცუდად იშვიათად ვართ და ტკივილს თითქმის ვერ ვგრძნობთ“, - ამბობს ლეტიცია. 

...

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ასეთი მდგომარეობის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ ზოგიერთი ნერვული დაბოლოება სათანადოდ არ რეაგირებს. ექიმები, რომლებიც მარსელის ოჯახს აკვირდებიან, იმედოვნებენ, რომ ამ უცნაური ოჯახის წევრთა გენების მუტაცია ქრონიკული ტკივილით დაავადებულ ადამიანებს დაეხმარება. 

„ამ ოჯახზე დაკვირვების შედეგად, ჩვენ ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების შექმნის ახალი გზა ვიპოვეთ“, - განაცხადა სიენას უნივერსიტეტის პროფესორმა ანა მარია ალოიზიმ. მეცნიერის თქმით, ტკივილი მნიშვნელოვანი სიგნალია, რომელიც გვამცნობს, რომ ორგანიზმს პრობლემები აქვს. ვინაიდან მარსილის ოჯახის წევრები ტკივილს საერთოდ ვერ გრძნობენ, მათი ტრავმები ანთებითი პროცესების დაწყებამდე შეუმჩნეველი რჩება. 



ლეტიციას მონაყოლიდან ირკვევა, რომ მისი 24 წლის ვაჟს ლუდოვიკოს, რომელიც ფეხბურთელია, ამ სინდრომის გამო პრობლემები შეექმნა. 
„ის იშვიათად ჩერდება. მაშინაც კი, როცა ტრავმას იღებს. ახლახან კიდურებზე რენტგენი გადაუღეს და წვივისა და ტერფის ძვლებზე უამრავი ბზარი აღმოუჩინეს“, - ამბობს უცნაური ოჯახის დედა.

მსგავსი პრობლემები ლეტიციას უმცროსს შვილს, 21 წლის ბერნანდოსაც აქვს. ველოსიპედით სეირნობის დროს მან იდაყვის ძვალი გაიტეხა, მაგრამ ვერ შენიშნა და კიდევ 14 კილომეტრი გაიარა. დაზიანება მხოლოდ მაშინ აღმოაჩინეს, როცა ძვალმა შეხორცება დაიწყო. 



თავად ლეტიციამ რამდენიმე წლის წინათ თხილამურებით სრიალის დროს, მხრის ძვალი გაიტეხა, თუმცა, რა თქმა უნდა, ვერაფერი შენიშნა. ქალმა კლინიკას მხოლოდ მეორე დღეს მიაკითხა, როცა თითებში ჩხვლეტა იგრძნო. 

ლეტიციას დედას, 78 წლის დომენიკასაც რამდენიმე მოტეხილობა ჰქონდა, რომლებიც დროულად ვერ აღმოაჩინეს, ამიტომ ძვლები არასწორად შეხორცდა. 
ყველა პრობლემის მიუხედავად, ლეტიცია მიიჩნევს, რომ ეს სინდრომი მას და მის ოჯახს ნორმალურად ცხოვრებაში ხელს არ უშლის.

ნანახია: 714 | დაამატა: Admin | ტეგები: რომლის პატივსაცემადაც ერთ–ერთ უიშვი, იტალიაში ცხოვრობს ოჯახი | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close