მთავარი » 2018 » ივნისი » 17 » იტალიური სიმეტრია - საოცარი ქალაქი პალმანოვა!
რეკლამა
9:16 AM
იტალიური სიმეტრია - საოცარი ქალაქი პალმანოვა!

პალმანოვა ქალაქი-სიმაგრეა, რომლის მოსახლეობაც 5400 ადამიანს აღწევს და იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, უდინედან დაახლოებით 25 კილომეტრზე მდებარეობს.

 

ის XVI საუკუნის ბოლოს ვენეციის რესპუბლიკის უშუალო მხარდაჭერით დაარსდა. პალმანოვა ქალაქ-სიმაგრის ნიმუში უნდა გამხდარიყო.

მოგვიანებით თავად ქალაქის მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს ამ უტოპიური იდეის განვითარება, რომლის თანახმადაც სიმეტრია ადამიანებს ცხოვრებასა და განვითარებაში ეხმარება. 
ცხრაწვერა ვარსკვლავის ფორმა იმგვარად არის აგებული, რომ თავდასხმის შემთხვევაში ცხრა „კუთხიდან“ ნებისმიერს შეეძლო მეზობელი „კუთხეებიდან“ დახმარება მიეღო. 
ქალაქ-სიმაგრის პროექტის ავტორი იტალიელი არქიტექტორი ვინჩენცო სკამოცი გახლდათ.

  • 1593 წლის 7 ოქტომბერს ქალაქ-სიმაგრის საძირკველში პირველი ქვა დაიდო. მას ფორმის გამო "ქალაქ-ვარსკვლავსაც" უწოდებდნენ

  • პალმანოვა ჩაფიქრებული იყო, როგორც თურქების შესაძლო შემოტევისას საზღვრის დამცავი სიმაგრე: ბასტიონებისა და გალავნის ზომები მაშინდელი არტილერიის სასროლი მანძილის მიხედვით განისაზღვრა.

  • ვენეციის ბატონობისას ქალაქ ორი დამცავი ზღუდე გააჩნდა. მას სამი ჭიშკარი აქვს: უდინეს, ჩივიდალეს და აკვილეის მხარეს.

  • 1797 წელს ავსტრიის არმიამ სიმაგრე მოტყუებით ჩაიგდო ხელში. მაგრამ გამარჯვების ზეიმიც ვერ მოასწრეს, რომ იგი ფრანგების ხელში აღმოჩნდა. კამპო-ფორმიოს ზავის შემდეგ პალმანოვა ისევ ავსტრიელების ხელშიაღმოჩნდა.

  • 1805 წელს სიმაგრე ისევ ფრანგებისხელშიგადავიდა. სწორედ ამ დროს გაჩნდა სიმაგრეთა მესამე წრე. 1814 წელს ქალაქი-ვარსკვლავი ისევ ავსტირელების ხელშია.

  • 1848 წელს, რისორჯიმენტოს დროს ქალაქის მოსახლეობა გენერალ ცუკის მეთაურობით აჯანყდა. 1866 წელს კი ქალაქი იტალიის სამეფოს შეუერთდა.

  • პირველი მსოფლიო ომის დროს ქალაქი იტალიის არმიის მომარაგების ცენტრს წარმოადგენდა. კაპორეტოს ბრძოლის შემდეგ ქალაქი უკანდახეულმ აიტალიის არმიამ გადაწვა.

  • 1960 წელს იტალიის პრეზიდენტის ბრძანებულებით პალმანოვა ეროვნულ ძეგლად გამოაცხადდა.

წყარო

ნანახია: 168 | დაამატა: Admin | ტეგები: simetriulad daculi, palmanova italiuri qalaqi, იტალიური სიმეტრია - საოცარი ქალაქი , ulamazesi qalaqi | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close