მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 4 » ჯდომის 13 პოზა - რომელს ირჩევთ?
რეკლამა
1:07 PM
ჯდომის 13 პოზა - რომელს ირჩევთ?

პოზა #1: გადაჯვარედინებული ფეხები

 


თუკი თქვენ იატაკზე გადაჯვარედინებული ფეხებით ზიხართ, ეს თქვენი უდარდელობისა და გახსნილობის ნიშანია. გვერდზე გაწეული მუხლები იმაზე მიუთითებს, რომ თქვენ ფიზიკურად მზად ხართ სიახლისთვის. ამ პოზისთვის აუცილებელი მოქნილობა იმაზე მიუთითებს, რომ თქვენ ემოციურადაც მოქნილი ხართ.

პოზა#2: სწორი ზურგით

 


ალბათ, მიხვდით, რომ სწორი ზურგი იმედიანობის ნიშანია. თუკი თქვენ, როგორც წესი, ამ პოზაში ზიხართ, მაშინ ძლიერი და საიმედო ადამიანი ხართ, რომელსაც შეიძლება დახმარებისა და თანაგრძნობისთვის მიმართონ. მიუხედავად ორგანიზებულობისა, თქვენ მაინც მხიარული ხართ და ცხოვრებიდან სიამოვნებას იღებთ.

პოზა#3: ხელებზე დაყრდნობილი

 


თუკი ზურგს უკან ხელებს ეყრდნობით, ეს ანალიტიკური ნიჭის ნიშანია. ამგვარი პოზა მიმდინარე მოვლენებზე ჩაურევლად დაკვირვების უნარს განიჭებთ. ეს ნიშნავს, რომ მიმდინარე საკითხების კურსში ხართ, მაგრამ იმავდროულად სიფრთხილეს იჩენთ. ამას გარდა, ეს გახასიათებთ, როგორც დაკვირვებულ ადამიანს, რომელიც სხვების ემოციებსა და გრძნობებს ყოველთვის ამჩნევს.

პოზა #4: კოჭებგადაჯვარედინებული

 


გადაჯვარედინებული კოჭები იმაზე მიუთითებს, რომ თქვენ ელეგანტური და დახვეწილი ადამიანი ხართ და ამასთანავე, ღია და პრაგმატული. ოდნავ გადახსნილი ფეხები გადაჯვარედინებული კოჭებით - ეს შედარებით მოშვებული პოზაა, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ თავს კომფორტულად გრძნობთ. ეს სამეფო პოზაა, რომელიც ყველას საიმედოობის გრძნობით ავსებს.

 

პოზა #5: საიდაყვეებს ბღუჯავთ

 


თუკი დაძაბული ზიხართ და საიდაყვეები გაქვთ ჩაბღუჯული, ეს ნიშნავს, რომ გარემოს მიმართ ძალიან მგრძნობიარე ხართ. საიდაყვეები წონასწორობის შენარჩუნებაში გიწყობთ ხელს, როგორც ფიზიკურის, ისე ემოციურის. ამასთანავე, ის კომფორტსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. რახან საიდაყვეებს იყენებთ, ესე იგი სტაბილური და გაწონასწორებული ადამიანი ხართ, თქვენი მეგობრები და ახლობლები ხშირად თქვენს იმედზე არიან.

 

პოზა#6: გულხელდაკრეფილი

 


გულზე ხელების დაკრეფა - ეს ძალის, თავდაჯერებულობისა და თავდაცვითი ქცევის გამოხატულებაა. თქვენ ხომ ამ პოზით საკუთარ სხეულს მთელი მსოფლიოსგან იცავთ. ადამიანები, რომლებიც ხშირად არიან გულხელდაკრეფილები, ჩვეულებრივ, ჩაფიქრებულები, სერიოზულები და ანალიზისადმი მიდრეკილნი არიან.

პოზა #7: მუხლები გვერდზე

 


თუკი ჯდომისას მუხლები გვერდზე გაქვთ, მაშინ თქვენ დახვეწილი, მზრუნველი და კეთილი პიროვნება ხართ. ამას გარდა, ეს პოზა ფლირტის სურვილსაც გამოხატავს. თუკი მუხლები და მკერდი პოტენციური პარტნიორისკენ არის მიმართული, მაშინ ეს გულღიაობისა და ადვილად წვდომის ნიშანია.

 

პოზა #8: ხელები მუხლებს შორის

 


თუკი ხელები მუხლებს შორის გაქვთ მოქცეული, ეს სიმორცხვისა და ჩაფიქრებულობის ნიშანია. ამას გარდა, უძრავი ხელები სიდინჯესა და მზაობას ნიშნავს. თქვენ მორიდებული და ნაკლებად მომთხოვნი ხართ. ამას გარდა, კარგად გრძნობთ სხვა ადამიანებს. თქვენ უჩვეულოდ რბილი და მზრუნველი ადამიანი ხართ.

პოზა #9: მუხლებზე

 


იმის გამო, რომ მუხლებზე ჯდომა ადვილი არაა, ამიტომ ეს პოზა დახმარების სურვილსა და ბეჯითობაზე მიუთითებს. მუხლებზე ხშირად ბავშვებთან მოთამაშე მშობლები (ანდა ბებიები და ბაბუები) სხდებიან. ეს დაბადებით ლიდერზე მიანიშნებს, რომელიც ადვილად ერკინება და ძლევს პრობლემებს. 

პოზა #10: ზუსტად ცენტრში

 


თუკი თქვენ ზუსტად სკამის, ტახტის ანდა მაგიდის ცენტრში ზიხართ, ეს სრულ თავდაჯერებულობაზე მიუთითებს. მერყევი ადამიანები მუდმივად იმაზე ფიქრობენ, სად დაჯდნენ, თავდაჯერებულები კი ჯდებიან იქ, სადაც სურთ და არც კი ფიქრობენ ამაზე. თქვენ მამაცი და მეგობრული ადამიანი ხართ, რომელიც მეგობრებს ადვილად იძენს.

 

პოზა #11 ფეხი ფეხზე გადადებული

 


თუკი ფეხი ფეხზე გაქვთ გადადებული და ამასთანავე, ზედა ფეხს აქანავებთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ორგანიზებული და პუნქტუალური ადამიანი ხართ. თქვენ ყოველთვის ასრულებთ დაპირებას და არასდროს კარგავთ თავს - ქაოსის დროსაც კი. ასევე, თქვენ დიდ ყურადღებას აქცევთ დეტალებს. ამის გამო, კარგად გესმით ადამიანების, მეგობრები ყოველთვის თქვენს იმედზე არიან.

 


პოზა#12: ხელები მუხლებზე

 


მუხლებზე დაწყობილი ხელებით წყნარი, კეთილი და მშვიდი ადამიანები ზიან. სავარაუდოდ, თქვენ მაღალი წრის ადამიანი არ ხართ, მაგრამ საუკეთესო თანამოსაუბრე და საიმედო მეგობარი ხართ. იშვიათად იმაღლებთ ხმას. როცა ლაპარაკობთ, პატივისცემით გისმენენ.

 

პოზა #13: მუხლებზე გადაჭდობილი ხელები

 


თუკი თქვენ მუხლებზე გადაჭდობილი ხელებით ზიხართ, როგორც წესი, თქვენ გატაცებული და ემოციური ადამიანი ხართ. სიცოცხლის წყურვილის დამალვა არ ძალგიძთ, რითაც მრავალ ადამიანს იზიდავთ. თქვენ თბილი და კეთილი ხასიათი გაქვთ. საზოგადოების გამხიარულება და გახარება გიყვართ.

წყარო: prelestno24.ru

ნანახია: 803 | დაამატა: Admin | ტეგები: ჯდომის 13 პოზა - რომელს ირჩევთ? | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close