მთავარი » 2018 » ივლისი » 3 » ქაღალდისგან შექმნილი შედევრები
რეკლამა
8:11 AM
ქაღალდისგან შექმნილი შედევრები

ქაღალდიდან ჭრა ტრადიციული ჩინური ხელოვნებაა. მის შესახებ პირველი ინფორმაცია ჩვენი წელთაღრიცხვით VI საუკუნეს განეკუთვნება. მაგრამ არტის ეს სახეობა დღესაც დიდი პოპულარულობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში.

 

კირი კენი (Kiri Ken)

 

 

 

 

ამ იაპონელი მხატვრის ფსევდონიმი ითარგმნება, როგორც „ბასრი ხმალი“. ზოგი მისი ნამუშევარი იმდენად დაწვრილებითია, რომ მოფარფატე ცოცხალ არსებებს მიაგავს. იაპონელი მხატვარი სამუშაოდ სპეციალურ დანა X-ACTO-ს და განსაკუთრებულ ქაღალდ Ehime Paper-ს იყენებს.

 

როგან ბრაუნი (Rogan Brown)

 

 

 

 

ეს ირლანდიელი მხატვარი თავისი ფილიგრანული ნამუშევრებით არის ცნობილი. მისი ნამუშევრები რაიმე ჩახლართული ორნამენტები კი არაა, არამედ გარე სამყაროს მისეული ინტერპრეტაცია. ის ძირითადად ხელით მუშაობს და იშვიათად იყენებს ლაზერს.

 

სიუზი ტეილორი (Suzy Taylor)

 

 

 

 

ნიჭიერი ინგლისელი მხატვარი სიუზი ტეილორი დეტალიზებული ნამუშევრებითაა ცნობილი. მას ერთ ნამუშევარზე საათობით შეუძლია დაკავდეს და ნახოს, როგორ იქცევა ქაღალდის ფურცელი ნელ-ნელა უჩვეულო სილამაზედ.

 

პატრიკ კაბრალი (Patrick Cabral)

 

 

 

 

ფილიპინელი ოსტატი იშვიათი ცხოველების მინიმალისტურ 3D-პორტრეტებს ქმნის. ამასთანავე, ქაღალდის ქანდაკებები მისი მხოლოდ ჰობია. ის პროფესიით პროგრამისტი და ვებანიმატორია.

 

პიპა დირლაგა (Pippa Dyrlaga)

 

 

 

 

იორკშირელი მხატვარი ქაღალდის ფურცელს იუველირის სიზუსტით აქცევს ხელოვნების ნიმუშად. ის ტრადიციული ტექნიკით მუშაობს და სკალპელსა და ფანქარს იყენებს.

 

ჰინა აოიამა (Hina Aoyama)

 

 

 

 

ის იოკოგამაში დაიბადა, მაგრამ ახლა საფრანგეთში ცხოვრობს. „ულტრაწვრილი ქაღალდის მაქმანებით“ ის 200 წელს დაინტერესდა. ჰინა სამუშაოდ მხოლოდ მაკრატელს იყენებს. სიხისტის გამო ნამუშევრები ქსოვილზე გადააქვთ, ანდა ორ მინას შორის ათავსებენ.

 

პართ კოტეკარი (Parth Kothekar)

 

 

 

 

ინდოელი მხატვარი აჰმადაბადიდანაა. ის ქაღალდისგან სასწაულებს აკეთებს. იდეა გრაფიტის ტრაფარეტების კეთებისას მოუვიდა. ის, რაც ჰობივით დაიწყო, პროფესიაში გადაიზარდა.

 

იო ჰუნი (Yoo Hyun)

 

 

 

 

კორეელი მხატვარი იო ჰუნი ქაღალდისგან ცნობილი პირების ფოტოებს ჭრის: პაბლო პიკასო, ოდრი ჰეპბერნი, მაიკლ ჯეკსონი და სხვები. ჰუნის ყველა ნამუშევარი ხელითაა გამოჭრილი. ამისთვის ის ქაღალდის სპეციალურ საჭრელს იყენებს. პორტრეტები „ნაძვის ხის“ ტექნიკით სრულდება, რის გამოც მუქი ფონის გარეშე ისინი თითქმის უხილავია.

 

რიუ (Riu)

 

 

 

 

იაპონელმა მხატვარმა ქაღალდიდან ჭრის ხელოვნება სრულყოფილებამდე აიყვანა. თავის ნამუშევრებს იაპონელი საკანცელარიო დანით ქმნის. ამასთანავე, ის წინასწარი ესკიზების გარეშე მუშაობს და ქაღალდზე დანით იმას ჭრის, რასაც ფანტაზია უკარნახებს.

 

ბოვი ლი (Bovey Lee)

 

 

 

 

მხატვარი ბოვი ლი ჰონკონგში დაიბადა, ახლა კი პიტსბურგში (აშშ) ცხოვრობს და მოღვაწეობს. ის საოცარ ილუსტრაციებს ჩინური ბრინჯის ქაღალდისა და აბრეშუმისგან ქმნის. მხატვარს ხელით შესრულებული ესკიზი ჯერ ელექტრონულ ფორმატში გადაჰყავს, შემდეგ ბეჭდავს და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს დანითა და სამართებლით ჭრას.

 

წყარო

ნანახია: 202 | დაამატა: Admin | ტეგები: ქაღალდისგან შექმნილი შედევრები | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close