მთავარი » 2018 » ივლისი » 16 » კარმული ბუმერანგის კანონები ვერძისთვის, ქალწულისთვის და თხის რქისთვის
რეკლამა
11:07 PM
კარმული ბუმერანგის კანონები ვერძისთვის, ქალწულისთვის და თხის რქისთვის

მიწის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნები მიწაზე მყარად დგანან. მათ ხვალინდელი დღის რწმენაც აქვთ და არც თავდაჯერებულობა აკლიათ, მაგრამ ყველაზე ზუსტ გათვლებშიც კი შეიძლება, შეცდომა გაიპაროს. ამის გამო მიწის ნიშნებს თავიანთ შეცდომებსა და სისუსტეებზე პასუხისგება უწევთ.

 

მიწა თავის პროტეჟეებს საღად აზროვნებისა და ანალიზის უნარს ანიჭებს. ამას გარდა, შიშის დაძლევასაც ასწავლის. თუმცა, თუ შეცდომას დაუშვებენ, თავის მართლება იმით, რომ სხვაგვარად მოქცევა შეუძლებელი იყო, არასწორია, ვინაიდან კარმული ბუმერანგით მალე ყველაფერი უკან დაუბრუნდებათ.

 

ვერძი
ადრეული ასაკიდან მან კარგად იცის, რა სურს ცხოვრებაში. ვერძს გეგმები აქვს და ის არჩეული გზით მიდის. ეს ნიშანი აზარტული არაა და არასდროს უაზროდ არ რისკავს.

 

ახალ გზაზე გაუგებარ პერსპექტივებს შემოწმებული გზა ჯობს. ის ცხოვრობს პრინციპით: „ჯობს, ნელა იარო და შორს წახვიდე, ვიდრე იჩქარო და წინააღმდეგობას შეეჯახო“.

 

ვერძი ძალიან მომჭირნეა და საკუთარ სიმართლეში ყოველთვის დაჯერებულია. ის წლობით დააგროვებს ფულს და ბევრის ხარჯვა არ უყვარს, მაგრამ იღბალი ზოგჯერ ქისაში ხელის ჩაყოფასა და დაზოგილის ხარჯვას აიძულებს.

 

ოჯახში ვერძს კომპრომისებზე წასვლა არ მოსწონს - ის ხომ დარწმუნებულია საკუთარ თავში. ამიტომ, როცა მისი არ ესმით, მაშინ ოჯახში გაუგებრობების კედელი წამოიმართება, რომლის დანგრევაც ძალიან ძნელია.

 

ქალწული
ძალიან ფრთხილი ნიშანია, რომელსაც ბედთან თამაში არ უყვარს. თავის ყოველ ნაბიჯს ქალწული დაწვრილებით განიხილავს, კარგად აწონის და ყველა შესაძლო რისკს გამოთვლის. ამასთანავე, ის ყოველთვის ემზადება უარყოფითისთვის.

 

ზოდიაქოს ამ ნიშანს პესიმიზმისკენ აქვს მიდრეკილება. ნებისმიერ წარუმატებლობას ქალწული მსოფლიო მასშტაბის ტრაგედიად აღიქვამს.

 

მისი ცხოვრებისეული პრინციპია: „მზად იყავი ცუდისთვის და თუ გაგიმართლა, მაშინ ორმაგად სასიხარულო იქნება“. ამ აზრებით ის თავად ემწყვდევა კარმულ ხაფანგში.

 

საქმე ისაა, რომ ჩვენი უარყოფითი ფიქრები წარუმატებლობებს შობს. თუკი მუდმივად ცუდზე ვიფიქრებთ, მაშინ ის, დიდი ალბათობით, მოხდება. პოზიტივზე აწყობით კი საკუთარი თავისთვის წარმატება მოგვაქვს.

 

თხის რქა
შემართულ და ნებისყოფიან თხის რქას არ უყვარს ემოციების აყოლა. ის ყოველთვის თავშეკავებულია და საკუთარ გრძნობებს აკონტროლებს.

 

ის მიიჩნევს, რომ ზედმეტი სენტიმენტალურობა მხოლოდ ხელს უშლის. გრძნობები აბრმავებს გონებას და საღად აზროვნების უნარს გვართმევენ. სამუშაოზე ეს თვისებები თხის რქას წინსვლაში ეხმარება და პერსპექტივებს უხსნის.

 

აი, ყოველდღიურ ცხოვრებაში კი ბევრ სიამოვნებას ართმევს, სიცოცხლის სრულად აღქმის საშუალებას არ აძლევს. ზედმეტი სერიოზულობა თხის რქას მოდუნებისა და გახსნის საშუალებას არ აძლევს, რის გამოც მის გულში სიყვარული გვიანობამდე ვერ აღწევს.

 

ამიტომაც აიღეთ ბედისგან ყველაფერი, სანამ გაძლევთ. ბედნიერების მიღწევის საკუთარ შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ.

 

 

წყარო

ნანახია: 200 | დაამატა: Admin | ტეგები: კარმული ბუმერანგის კანონები ვერძისთ, ქალწულისთვის და თხის რქისთვის | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close