მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 6 » კასტრაცია, როგორც წარმატების საწინდარი?!
რეკლამა
9:36 AM
კასტრაცია, როგორც წარმატების საწინდარი?!

მიიჩნევა, რომ მამაკაცების დასაჭურისების წესს სპარსეთის მეფის კიროს მეორის დროს ჩაეყარა საფუძველი, თუმცა ჩინეთში ეს პრაქტიკა დიდი ხნით ადრე არსებობდა და ეს მტკივნეული პროცედურა უზრუნველი ცხოვრების პირობად მიაჩნდათ...

 

ისტორიკოსებს მიაჩნიათ, რომ სპარსეთში მამაკაცების კასტრაციის წესი უძველესი დროიდან არსებობდა. ქსენოფონტეს ისტორიული ქრონიკები იუწყება, თითქოს კიროს მეორემ თავად შენიშნა, რომ საჭურისები ქალების მიმართ ინტერესს არ იჩენდნენ. შესაბამისად, ოჯახს არ ქმნიდნენ და საკუთარ პატრონზე იყვნენ მიჯაჭვულები. 

სპარსეთის მმართველებს, რომლებიც სამეფო ოჯახის სიწმინდეზე ზრუნავდნენ, საჭურისები ჰარამხანის მცველებად აყავდათ. 
ბიჭებს ან მამაკაცებს სხვადასხვა მეთოდით ასაჭურისებდნენ. ზოგჯერ, სასქესო ორგანოს აჭრიდნენ და სათესლე ჯირკვლებს უტოვებდნენ, ზოგჯერ კი - ყველაფერს ერთად... 

 

 

 

 

 


მე-19 საუკუნეში ინგლისელმა კარტერ სტენდმა დეტალურად აღწერა ჩინეთში ნანახი კასტრაციის პროცედურა: „ოპერაციის დაწყებამდე მამაკაცს მუცლის ქვედა ნაწილსა და თეძოებზე მჭიდრო სახვევს ადებენ, რათა ზედმეტი სისხლისდენა თავიდან აიცილონ. ამის შემდეგ, საოპერაციო ზონას წიწაკიანი წყლით სამჯერ ბანენ და პატარა, მოღუნული დანით, რომელიც ნამგალს წააგავს, სასქესო ორგანოს ძირში აჭრიან. ოპერაციის დასრულების შემდეგ, ჭრილობას ცივ წყალში დასველებულ ქაღალდს აფენენ და მჭიდროდ ახვევენ“.

სტენდის მონაყოლიდან ირკვევა, რომ ოპერაციის დასრულების შემდეგ, ტკივილებისგან გაწამებულ პაციენტს ორი დამხმარე იჭერს და აიძულებს, ოთახში 2-3 საათის განმავლობაში იაროს. შემდეგ დაწოლის უფლებას აძლევენ, თუმცა სამი დღის განმავლობაში სითხის დალევას უკრძალავენ. მეოთხე დღეს პაციენტს სახვევებს ხსნიან და მას, ბოლოს და ბოლოს, შეუძლია მოშარდოს. თუ ეს მოახერხა, გადარჩენილია, თუ ვერა - მტანჯველი სიკვდილისთვისაა განწირული, რადგან შარდსადენი მილების შეშუპებას ვეღარაფრით უშველიან. 

როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, უამრავი მამაკაცი, განსაკუთრებით - ჩინეთში, საჭურისობას ნებაყოფლობით თანხმდებოდა. 
მშობლებს შვილები იმპერატორის სასახლეში იმ იმედით მიჰყავდათ, რომ დასაჭურისების შემდეგ უზრუნველი ცხოვრება ექნებოდათ და ასეც იყო... 

განსაკუთრებით ჭკვიანი საჭურისები კარიერულ წინსვლასაც ახერხებდნენ. მაგალითად, საჭურისმა, სახელად ტაიცზიანმა, ჩინეთის სარწყავი სისტემა შექმნა, ხოლოდ ლიუ ჩინმა ნორჩი იმპერატორის ვი ცუს პერიოდში (1505-1510 წ) ქვეყნის მმართველობა საკუთარ ხელში აიღო. 

საჭურისები ახერხებდნენ, სამხედრო თუ ადმინისტრაციულ აპარატში გავლენა მოეპოვებინათ. ისინი ერთგვარ კლანებს ქმნიდნენ და სხვებსაც აიძულებდნენ, მათთვის ანგარიში გაეწიათ, თუმცა ძალაუფლების მიუხედავად, შელახული თავმოყვარეობა უაღრესად სასტიკ ხასიათს უყალიბებდა.  

სიუან ცზუნეს მმართველობის პერიოდში საჭურისმა გაო ლიშმა მოახერხა იმპერატორის პირადი მცველი და სახელმწიფო უშიშროების საქმეებში მთავარი მრჩეველი გამხდარიყო. ერთხელ, იმპერატორმა მას ბუდისტი ბერების დასჯა უბრძანა, თუმცა სისასტიკეს, რომლითაც საჭურისმა ბრძანება შეასრულა, ვერაფრით წარმოიდგენდა. გაო ლიშმა ბრძანა ბერებისთვის გენიტალიები მოეჭრათ, მოეხარშათ და მონაზვნებისთვის მათი ჭამა ეიძულებინათ. მონაზონ ქალებს კი ძუძუები მოაჭრეს და მათი ჭამა მამაკაცებს აიძულეს. 
ზოგადად, ჰარამხანებისა და მათი მცველი საჭურისების შესახებ ბევრი მითია გავრცელებული. ამბობენ, რომ ჰარამხანაში მხოლოდ მონა ქალები არ ჰყავდათ და იქ ბევრი თავისუფალი ქალი ოცნებობდა მოხვედრას.

ნანახია: 502 | დაამატა: Admin | ტეგები: კასტრაცია, როგორც წარმატების საწინდარი?! | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close