მთავარი » 2018 » ივლისი » 16 » კაცის 6 მოთხოვნილება, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს
რეკლამა
10:54 PM
კაცის 6 მოთხოვნილება, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

იდეალური ქალი და „ყველა კაცის ოცნება“ სინამდვილეში ძალიან ჩვეულებრივი და მარტივი ადამიანია, რომელმაც, უბრალოდ, კარგად იცის ის, რაზეც ქვემოთ მოგიყვებით...

 

ქალი-პარტნიორი

 

 

მან იცის მოსმენა. თანაც ისე, რომ არ გეწინააღმდეგებათ. მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რაზე ფიქრობს და რა სურს მის პარტნიორს. ეს ცოდნა კი მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ მის მხარეს ხართ, რომ თქვენ მისი მთავარი მხარდამჭერი ხართ.

 

ქალი-მუზა

 

გახსოვთ გამოთქმა - „ყველა დიდებული კაცის უკან დიდებული ქალი დგას?“ ისტორიამ ბევრი ასეთი ფაქტი იცის. გავიხსენოთ, თუნდაც სალვადორ დალის საყვარელი ქალი გალა და გაბრიელ გარსია მარკესის მერსედეს ბარჩუ. ეს ქალები შთააგონებდნენ საყვარელ მამაკაცებს და სჯეროდათ მათი.

 

 

ქალი, რომელიც კომფორტს ქმნის

 

ეს არის ქალი, რომელიც ისეთ გარემოს ქმნის, რომელშიც დაბრუნება კაცს ყოველთვის სურს, რადგან ის კომფორტულად და მოხერხებულად გრძნობს თავს, რადგან იქ მას ელოდებიან და იქ ის უყვართ.

 

ქალი-საყვარელი

 

ქალი, რომელიც აფასებს და უყვარს არა მხოლოდ კაცი, არამედ საკუთარი თავიც. სწორედ მის გამო კაცი, უბრალოდ, უარს ამბობს სხვა ცდუნებებზე. მან იცის, როგორ აჩუქოს საყვარელ მამაკაცს ის შეგრძნებები, რომლებიც მისთვის მნიშვნელოვანია და ამ ყველაფერს აკეთებს როგორც ინტიმურ ურთიერთობებში, ისე ცხოვრების სხვა სფეროებში. დასაწყისისთვის გამორთეთ საკუთარ თავში ღილაკი „დედა“ და ჩართეთ „ქალი, რომელსაც სურს სიყვარული და მზად არის, აჩუქოს სიყვარული“. ქალი-მეგობარი - ეს არის ქალი, რომელიც თავის კაცს ისეთს იღებს, როგორიც არის. მიეცით საყვარელ მამაკაცს თქვენ გვერდით მოდუნებისა და დასვენების შესაძლებლობა. გაითვალისწინეთ მისი ინტერესები, თუნდაც ნაწილობრივ და ისწავლეთ, პატივი სცეთ მის უფლებას „ზოგჯერ განმარტოვდეს".

 

 

ქალი-სავიზიტო ბარათი

 

ეს ის ქალია, რომლითაც კაცი ამაყობს. ის მუდმივად მოვლილი, მიმზიდველი და საინტერესოა. კაცი ამაყობს, რომ მისი საყვარელი ქალი არა მხოლოდ მას, არამედ გარშემომყოფებსაც მოსწონთ. და სწორედ ასეთი, ყველასთვის სასურველი ქალი მისია. ისწავლეთ, იყოთ საყვარელი მამაკაცისთვის სექსუალური, მომღიმარი და ლაღი.

 

წყარო

ნანახია: 282 | დაამატა: Admin | ტეგები: რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს, კაცის 6 მოთხოვნილება | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close