მთავარი » 2018 » ივნისი » 16 » კაცმა, რომელიც 18 წელი ლატარიაში ჯიუტად ერთსა და იმავე ციფრებს წერდა, ჯეკპოტი მოიგო
რეკლამა
11:00 PM
კაცმა, რომელიც 18 წელი ლატარიაში ჯიუტად ერთსა და იმავე ციფრებს წერდა, ჯეკპოტი მოიგო

მართლაც შესაშურია ამ ადამიანის ნებისყოფა და მიზანსწრაფულობა!!!

 

აიდაჰოს შტატის (აშშ) მცხოვრები მაიკლ ტრენი (Michael Tran) ორი მილიონი დოლარის მფლობელი გახდა. მამაკაცი 18 წლის მანძილზე ლატარიის ბილეთზე ერთსა და იმავე ციფრებს (6, 10, 15, 25, 36) წერდა და საბოლოოდ, ჯეკ-პოტი მოიგო.

ტრენმა Powerball-ის ლატარია გათამაშებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეიძინა და ჯიუტად არჩეული ციფრები ჩაწერა. ამის შემდეგ ლატარიის ბილეთი მობილური ტელეფონის დახმარებით დაასკანერა და გათამაშების შედეგებს დაელოდა. 

მალე ტრენს ლატარიის ორგანიზატორები დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ ის ორი მილიონი დოლარის მფლობელი გახდა. 
ამერიკელი მოგებული თანხით, პირველ რიგში, იპოთეკური დავალიანების დაფარვას აპირებს. დარჩენილ თანხას კი უზრუნველყოფილი სიბერისთვის შეინახავს. 

ჯერჯერობით უცნობია, გააგრძელებს თუ არა ტრენი იღბლიანი ციფრებით ლატარიის თამაშს.

 

წყარო

ნანახია: 228 | დაამატა: Admin | ტეგები: კაცმა, რომელიც 18 წელი ლატარიაში ჯიუტად ერ, ჯეკპოტი მოიგო | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close