მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 6 » კბილის პასტა ჯანმრთელობისთვის საშიშია?
რეკლამა
9:52 AM
კბილის პასტა ჯანმრთელობისთვის საშიშია?

ფრანგი მეცნიერების განმარტებით, მათეთრებელი ეფექტის მქონე კბილის პასტა ადამიანის ორგანიზმისთვის საშიშ ნივთიერებას შეიცავს...

მეცნიერების მტკიცებით, კბილის პასტაში შემავალი კვებითი საღებავი ტიტანი დიოქსიდი, რომელიც ცნობილია ინდექსით E-171, ხელს უწყობს კიბოს უჯრედების განვითარებას და იმუნიტეტის დაქვეითებას. მისი უარყოფითი მოქმედება თირკმელებზეც აისახება.

ტიტანი დიოქსიდი, ძირითადად, იმ კბილის პასტებშია, რომლებსაც მათეთრებელი ეფექტი აქვს და რომლებიც კბილს ნადებისგან ათავისუფლებს. ეს საღებავი, ასევე, სხვადასხვა პოპულარული პროდუქტის შემადგენელი კომპონენტია. მაგალითად, მას იპოვით საღეჭ რეზინში, შაქრის პუდრში და ფქვილშიც კი.

რაც უფრო ხშირად ხვდება ტიტანი დიოქსიდი ორგანიზმში, მით უფრო ცუდად გამომუშავდება იმუნიტეტისთვის საჭირო ელემენტები. E171-თან ერთჯერადი კონტაქტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე უარყოფითად არ მოქმედებს, თუმცა, მეცნიერების მტკიცებით, მისი თუნდაც სამჯერადი მიღება ნაწლავის მიკროფლორას აზიანებს.

წყარო: inmyway.org

ნანახია: 333 | დაამატა: Admin | ტეგები: კბილის პასტა ჯანმრთელობისთვის საშიშ | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close