მთავარი » 2017 » სექტემბერი » 5 » ხართ თუ არა იღბლიანი? გაარკვიეთ მარტივი ტესტით
რეკლამა
8:04 AM
ხართ თუ არა იღბლიანი? გაარკვიეთ მარტივი ტესტით

1. ლატარეაში თუ მოგიგიათ რაიმე?
ა) დიახ, საკმაოდ ხშირად;
ბ) კი, რამდენჯერმე;
გ) არა, არასოდეს.

 

2. მანქანების საცობში ხშირად ხვდებით?
ა) არა, რადგან შემოვლა მეხერხება;
ბ) რა ვიცი, ხდება ხოლმე;
გ) კი და ეს ნამდვილი კატასტროფაა.

 

3. ხშირად გვიანდება თუ არა ჩარტერული რეისები, რომლებითაც თქვენ დაფრინავთ?
ა) რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მსგავსი რამ არასოდეს დამმართნია:
ბ) როგორც ყველა ჩარტერი;
გ) კი, მუდმივად ასეა.

 

4. რაიმეს სარფიანად შეძენას ხშირად ახერხებთ?
ა) კი, ძალიან ხშირად;
ბ) ხანდახან ვახერხებ;
გ) ვერასოდეს ვერ ვახერხებ.

 

5. საგზურით ხშირად ისვენებთ?
ა) ყოველთვის ასე ვისვენებ;
ბ) იშვიათად;
გ) არა, ასე დასვენება არ გამომდის.

 

6. თქვენი შვებულების დროს როგორი ამინდია ხოლმე?
ა) ყოველთვის კარგი ამინდია;
ბ) გააჩნია, როდის როგორი;
გ) უჰ, არა, ხშირად საზიზღარი ამინდია ხოლმე.

 

7. თეატრში „ზედმეტი ბილეთით“ თუ შესულხართ?
ა) რა თქმა უნდა, შევსულვარ;
ბ) კი, სტუდენტობისას;
გ) არა, ამის გაკეთება ვერც კი წარმომიდგენია.

 

8. მანქანას კარგად ატარებთ?
ა) ნორმალურად;
ბ) რა ვიცი, როგორც ყველა;
გ) ვფიქრობ, სადაზღვევო კომპანია მალე ჩემზე ხელს აიღებს.

 

9. ხშირად ახერხებთ ამოცნობას მოცემულ მომენტში თქვებს შეფს რა მოეწონებოდა?
ა) რა თქმა უნდა, მე ხომ შესანიშნავად ვიცი ჩემი შეფი რასაც წარმოადგენს;
ბ) როდის როგორ;
გ) კაცმა არ იცის ჩემს შეფს როდის რა მოთხოვნა ექნება.

 

10. ბევრი ნაცნობი გყავთ?
ა) საკმაოდ ბევრი;
ბ) არც ისე ბევრი;
გ) მხოლოდ კოლეგები.

 

11. შინაური ცხოველები თუ გყავთ?
ა) რა თქმა უნდა;
ბ) არა, მაგრამ აუცილებლად უნდა გავიჩინო;
გ) ისინი ჩემთან რატომღაც ვერ ძლებენ.

 

12. „დღეს რა ჩავიცვა?“ – ამ პრობლემის გადაჭრა ხშირად გიწევთ?
ა) არა, რადგან ყველაფერს ინტუიცია მკარნახობს;
ბ) ზოგჯერ ამაზე მართლაც დიდხანს ვფიქრობ.
გ) ეს ჩემი მარადიული პრობლემაა.

 

13. სამსახურში დაშვებული შეცდომების დაფარვას თუ ახერხებთ?
ა) ვცდილობ, შეცდომები საერთოდ არ დავუშვა;
ბ) შეცდომებს სწრაფად ვასწორებ;
გ) სამწუხაეროდ ვერ ვახერხებ.

 

14. სამსახურში სხვა საქმით ხშირად ხართ დაკავებული?
ა) არა, ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა;
ბ) ვცდილობ მსგავსი რამ არ მოხდეს;
გ) ამის გამო ხელმძღვანელობამ გუშინაც დამტუქსა;

 

შედეგები

 

მეტი „ა“ პასუხი: ისეთი იღბლიანი ხართ, რომ შეიძლება სხვებს თქვენი შეშურდეთ კიდეც. ისე, ალბათ, საცობებშიც ხშირად ხვდებით და თქვენი ჩარტერული რეისებიც აგვიანებს, მაგრამ თავად ამას არაფერად აგდებთ.

 

მეტი „ბ“ პასუხი: იღბლიანი ადამიანი ხართ. მართალია საწუწუნო ბევრი არაფერი გაქვთ, მაგრამ რაღაც–რაღაცეების შეცვლა მაინც არ გაწყენდათ.

 

მეტი „გ“ პასუხი: მართალია მიგაჩნიათ, რომ იღბალს თქვენთან არაფერი ესაქმება, მაგრამ ეს მხოლოდ გეჩვენებათ და ყველაფერი რიგზეა…

 

წყარო: FunTime.Ge

ნანახია: 548 | დაამატა: Admin | ტეგები: ხართ თუ არა იღბლიანი? გაარკვიეთ მარ | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close