მთავარი » 2017 » სექტემბერი » 8 » ხართ თუ არა მებრძოლი? (ტესტი)
რეკლამა
8:34 AM
ხართ თუ არა მებრძოლი? (ტესტი)

გაიარეთ მარტივი ტესტი და გაიგეთ, გაქვთ თუ არა მებრძოლი ადამიანის თვისებები.

 

1. თქვენი მეგობარი ახალი ჯიპით მობრძანდა და გახარებულმა გითხრაეს ჩემი დაბადებისდღის საჩუქარია“.

 

ა. თქვენ ძველ მანქანას უყურებთ და გული გწყდებათ, რომ არაფრის შეცვლა არ შეგიძლიათ;
ბ. იმედი გაქვთ, რომ მომავალი წლისთვის მაინც ახალი მანქანის ფულს დააგროვებთ;
გ. სასწრაფოდ ახალი მანქანის შესაძენად ფულის დაგროვებას დაიწყებთ. რით ხართ ვინმეზე ნაკლები?!

 

2. ჯოკერს თამაშობთ და სამჯერ ზედიზედ წააგე.

 

ა. ბოლომდე ეცდებით მდგომარეობის გამოსწორებას;
ბ. აღიარებთ, რომ უიღბლო მოთამაშე ხართ;
გ. კიდევ ერთ ხელს ცდით და თქვენს შანსებს შემდეგ შეაფასებთ.

3. თქვენი უფროსი ახალი და მნიშვნელოვანი პროექტისთვის მოხალისეებს აგროვებსთქვენ:

 

ა. სასწრაფოდ ჩაეწერებით;
ბ. იფიქრებთ, რომ ყველა ადგილი უკვე დაკავებული იქნება;
გ. გაარკვევთ, რომელ საათზე იკრიბებიან და ნახევარი საათით ადრე მიხვალთ.

4. სიმპათიურ მამაკაცთან ფლირტი გაქვთქვენს საუბარს უცნობი ქალი უერთდებათქვენ:

 

ა. ფიქრობთ, რომ ზედმეტი ხართ და უკან იხევთ;
ბ. განაგრძობთ მის მოხიბვლას;
გ. ურჩევთ მეტოქეს, სადმე სხვაგან ინადიროს.

5. წაგება თქვენთვის:

 

ა. მძიმე ასატანი, მაგრამ თამაშის შემადგენელი ნაწილია;
ბ. არ არის მოულოდნელობა;
გ. საერთოდ არ განიხილება!

6. სადილზე თქვენი და თქვენი შეყვარებულის მეგობარი წყვილი ახალშეძენილ ორადგილიანსაწოლზე საუბრობენთქვენ ამბობ:

 

ა. ჩვენ, ალბათ, თავს ასეთი ფუფუნების უფლებას ვერასდროს მივცემთ;
ბ. ჩვენ უკვე ორი საძინებლისთვის ვეძებთ საწოლებს;
გ. გილოცავთ! მიგვასწავლეთ მაღაზია!

7. თქვენმა მეგობარმა ძალიან ლამაზი და სექსუალური კაბა ჩაიცვათქვენ:

 

ა. მისი შემხედვარე გამოპრანჭვის ხასიათზე დგებით;
ბ. ცდილობთ, დაარწმუნოთ, შარვალი ჩაიცვას, რომელიც ბევრად უფრო მსუქანს აჩენს;
გ. ჯინსებსა და მაისურს იცვამთ.

8. თქვენი რამდენიმე თანამშრომელი ერთდროულად დააწინაურესთქვენ:

 

ა. კმაყოფილი ხართ, რომ სამსახური გაქვთ;
ბ. მდგომარეობას შეაფასებთ და სამოქმედო გეგმას დასახავთ;
გ. სხვა ორგანიზაციებში რეზიუმეს გაგზავნით და უფროსს ულტიმატუმს წაუყენებთ.

9. თქვენ ბუგერი და კარტოფილი ფრი“ შეუკვეთეთქვენზე ბევრად გამხდარმა მეგობარმა – სალათათქვენ:

 

ა. შეცვლით შეკვეთას და იმავეს შეჭამთ, რასაც თქვენი მეგობარი;
ბ. შეუკვეთთ სალათის ფურცლებს;
გ. არაფერს შეცვლით და გემრიელად მიირთმევთ ამორჩეულ საკვებს.

10. მეგობარმა გითხრა, რომ იმავე რეალითი-შოუში აპირებს მონაწილეობასრომლისთვისაც თავად ემზადები

 

ა. წარმატებას უსურვებთ და შემდეგ სტრატეგიულ გეგმას მოიფიქრებთ;
ბ. სიამოვნებით შესთავაზებთ დახმარებას ან კონსულტაციას;
გ. გააფრთხილებთ ნაცნობებს, რომ მას ნარკოტიკებთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა.

 

კითხვა 1: ა – 0 ქულა; ბ -1 ქულა; გ – 2 ქულა.
კითხვა 2: ა – 2 ქულა; ბ – 0 ქულა; გ – 1 ქულა.
კითხვა 3: ა – 1 ქულა; ბ – 0 ქულა; გ – 2 ქულა.
კითხვა 4: ა – 0 ქულა; ბ – 1 ქულა; გ – 2 ქულა.
კითხვა 5: ა – 1 ქულა; ბ – 0 ქულა; გ – 2 ქულა.
კითხვა 6: ა – 0 ქულა; ბ – 2 ქულა; გ – 1 ქულა.
კითხვა 7: ა – 1 ქულა; ბ – 2 ქულა; გ – 0 ქულა.
კითხვა 8: ა – 0 ქულა; ბ -1 ქულა; გ – 2 ქულა.
კითხვა 9: ა – 2 ქულა; ბ -1 ქულა; გ – 0 ქულა.
კითხვა 10: ა – 1 ქულა; ბ – 0 ქულა; გ – 2 ქულა.

 

                                                       პასხები:

 

15 და მეტი ქულა – გამარჯვებისთვის დაბადებულიგამარჯვების „სპორტული ინტერესი” გაქვთ. არ მალავთ, რომ ყველგან და ყველაფერში პირველობა გსურთ და მიზნების მისაღწევად ყველას და ყველაფერს გაწირავთ – მეგობრებსაც კი. ასეთი ბრძოლისუნარიანობა კარგია, მაგრამ, როცა გამარჯვება იდეაფიქსად გექცევათ, წარმატებით ტკბობის უნარს კარგავთ. მიღწეულით არასდროს კმაყოფილდებით, ყველაფერი გეცოტავებათ. ყველა, ვინც წარმატებას აღწევს, მოსისხლე მტერი გგონიათ. ასეთი დამოკიდებულებით მეგობრებს დაკარგავთ და ფსიქიკაც შეგერყევათ. წარმატების მიღწევა სხვების დაზიანების გარეშეც შეგიძლიათ, ამიტომ დამშვიდდით. ებრძოლეთ შურს. ბედნიერი მხოლოდ ასე გახდებით და წარმატებით ტკბობასაც გაუგებთ გემოს.

 

7-14 ქულა – წარმატებული მოთამაშე: კონკურენციის არსი სწორად გესმით. იცით, როგორ მიაღწიოთ სასურველ მიზანს ისე, რომ არც სხვას ავნოთ და არც საკუთარ თავს. როდესაც თანამშრომლებს აწინაურებენ, იმას კი არ ფიქრობთ, როგორ დაიკავოთ მათი ადგილი, არამედ ერთი ნაბიჯით უკან იხევთ, რათა დაფიქრდეთ: რისი გაკეთება გჭირდებათ წინსვლისთვის. შეიმუშავებთ შესაბამის გეგმას. ეს სიტუაციის გაანალიზებისა და სწორი ნაბიჯების გადადგმის საშუალებას გაძლევთ. წყნარად, სკანდალისა და ინტრიგის გარეშე მიიწევთ წინ. თანაც სიამოვნების მიღების უნარიც არ დაგიკარგავთ. ბოღმა არ გახრჩობთ, თუკი თქვენი კოლეგა ახალი მანქანით ან კაბით გამოჩნდება. სხვისი წარმატება გახარებთ. დადებითად იმუხტებით და იმავეს მისაღწევად გეგმას აწყობთ. გარშემომყოფებისთვის თქვენთან ურთიერთობა სასიამოვნოა, რადგან შუბლზე გაწერიათ, რომ ყველაფერი გაქვთ, რაც გინდათ. ხშირ შემთხვევაში, ეს მართლაც ასეა.

 

და ნაკლები ქულა – უბრძოლველად დანებებულიკონკურენციის ცნება თქვენთვის სურსათის მაღაზიის რიგში დგომით შემოიფარგლება. შეჯიბრისა და წაგების იმდენად გეშინიათ, რომ ამჯობინებთ, საერთოდ არ ითამაშოთ. შეჯიბრში მონაწილეობა სამარცხვინოდ და შეურაცხმყოფლადაც მიგაჩნიათ. არადა, კონკურენციის გაწევა არ ნიშნავს, რომ ვინმეზე ნაკლები ხართ. ეს საკუთარი მიზნების მიღწევის საშუალებაა. დააკვირდით ადამიანს, რომლითაც აღფრთოვანებული ხართ. გადახედეთ თქვენს შესაძლებლობებსა და სურვილებს. დაისახეთ მიზანი და დაიწყეთ მისკენ სვლა. თქვენი ადგილის დაკავებისა და თქვენი დაჩრდილვის უფლება არავის მისცეთ. ნუ შეგაშინებთ შეცდომების დაშვება, ან საკუთარი ნაკლოვანებების გამოვლენა. შეცდომას ის არ უშვებს, ვინც არაფერს აკეთებს. ასე რომ, უკეთესი მომავლისთვის იბრძოლეთ და არასდროს შეგრცხვეთ საკუთარი ამბიციის.

 

წყარო: FunTime.Ge

ნანახია: 412 | დაამატა: Admin | ტეგები: ხართ თუ არა მებრძოლი? (ტესტი) | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close