მთავარი » 2017 » სექტემბერი » 4 » ხასიათი სისხლის ჯგუფის მიხედვით (ტესტი)
რეკლამა
10:00 PM
ხასიათი სისხლის ჯგუფის მიხედვით (ტესტი)

ადამიანის სისხლის ჯგუფი არ არის დამოკიდებული რასაზე, სქესზე ან ასაკზე. ის გადაეცემა გენეტიკურად და არ იცვლება. როგორც ფსიქოგენეტიკოსები ამტკიცებენ, სისხლის ჯგუფი დიდი დოზით განაპირობებს ჩვენს მიდრეკილებებს, ხასიათსა და ჩვევებს. კვლევები ჩატარებულია იაპონიის კუნძულების მილიონზე  მეტ მაცხოვრებელზე.

 

I ჯგუფი - ამ ჯგუფის სისხლის ადამიანები არიან ენერგიულები, კომუნიკაბელურები, აქვთ კარგი ჯანმრთელობა, მტკიცე ნებისყოფა. საკმაოდ მდგრადები არიან ნევროზების მიმართ, ადვილად აღიდგენენ ძალებს ძლიერი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის შემდეგ. აქვთ ჯანსაღი ფსიქიკა. როგორც წესი, ლიდერები არიან. ამასთანავე, საკმაოდ ეჭვიანები და ამბიციურები. ეს ყველაფერი ხელს არ უშლით მათ, იყვნენ კარგი მეგობრები და კოლეგები. დიდ წარმატებებს აღწევენ ხელმძღვანელ პოსტებზე, წვრილმანებზე თავს არ იწუხებენ. ამ ჯგუფის სისხლის ადამიანებისთვის სასარგებლოა ადეკვატური ფიზიკური შრომა და მათ თითქმის არ ვნებთ ალკოჰოლი.

 

II ჯგუფი - ეს ადამიანები მონდომებული და პასუხისმგებლობის დიდი გრძნობით არიან დაჯილდოებული. კეთილსინდისიერად მუშაობენ ძლიერი სტრესის პირობებშიც. თუმცა, ასეთი „გმირობები“ ცუდად აისახება მათ ჯანმრთელობაზე - ქვეითდება იმუნიტეტი და იმატებს გადაღლილობა. კარგი მეგობრები  და როგორც წესი, ხელოვნების ადამიანები, კარგად განვითარებულები, კარგი გემოვნება აქვთ და ღირსების გრძნობა. უპირატესობას ანიჭებენ ჰარმონიას, სიმშვიდესა და წესრიგს. ძალიან მგრძნობიარე, მომთმენი და კეთილგანწყობილები არიან. ძირითადი პრობლემა, რომელიც მათ და მათ ახლობლებს აწუხებთ - არ აქვთ მოდუნების უნარი. მეორე სისხლის ჯგუფის ადამიანებმა ხშირად უნდა მიიღონ ვიტამინები - მუდმივად დაქვეითებული აქვთ იმუნიტეტი.

 

III ჯგუფი - ესენი არიან დელიკატური და ტაქტიანი, მგრძნობიარე, მშვიდი ადამიანები, მაგრამ მათ დიდი მოთხოვნები აქვთ საკუთარი თავისა და ირგვლივმყოფთა მიმართ. ისინი ინდივიდუალისტები არიან - აშკარა, შეუნიღბავი, ძირითადად იქცევიან ისე, როგორც თვითონ მოსწონთ. აქვთ ადაპტაციის კარგი უნარი, არიან მოქნილები და არ უჩივიან წარმოსახვის უნარს. ხანდახან სიმკაცრეს იჩენენ. თუმცა, მათი დამოუკიდებლობის სურვილი ხანდახან მათ სისუსტედაც შეიძლება გადაიქცეს.

 

IV ჯგუფი - ყველაზე ხშირად ამ ჯგუფის სისხლის ადამიანები ცხოვრებაში ხელმძღვანელობენ ბობოქარი ემოციებით, გრძნობებით და ყურადღებას არ აქცევენ საღ აზრს. ისინი უყვართ მეგობრებსა და ნაცნობებს. როგორც წესი, ტაქტიანები და სამართლიანები არიან, თუმცა, ხანდახან უხეშობენ. ამასთანავე, გადაწყვეტილებებს რთულად იღებენ. მიზეზი ისაა, რომ მაშინ, როცა სწრაფი მოქმედებაა საჭირო, ისინი 100% ინფორმაციის შეგროვებას იწყებენ. მოაზროვნეები არიან. ყველაზე დიდი კონფლიქტი საკუთარ თავთან აქვთ.

 

წყარო: FunTime.Ge

ნანახია: 333 | დაამატა: Admin | ტეგები: ხასიათი სისხლის ჯგუფის მიხედვით (ტე | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close