მთავარი » 2018 » მარტი » 30 » „ხლებცის“ უკუჩვენებები
რეკლამა
6:07 PM
„ხლებცის“ უკუჩვენებები

ვისთვის და რა შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს უკუჩვენებები ხრაშუნა პურს, რომელიც დღეს ჩვენში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

 

დღეს ბაზარზე „ხლებცის“ ფართო არჩევანია - ისინი არსებობს სხვადასხვა შემადგენლობისა და სხვადასხვა ფორმის. 

შემადგენლობა
ხრაშუნა პური გაჯერებულია ნახშირწყლებით, უჯრედისით, საკვები ბოჭკოებით, უჯერი და ნახევრად უჯერი ამინმჟავებით. მისი განსაკუთრებული კვებითი ღირებულება განპირობებულია E და A ვიტამინების, ბეტა-კაროტინის, B1, B2 და PP ვიტამინების სიუხვით. მიკროელემენტებიდან აღსანიშნავია რკინის, კალიუმის, კალციუმის, ნატრიუმის, მაგნიუმისა და ფოსფორის შემცველობა. 

თუმცა, სასარგებლოა მხოლოდ სუფთა მარცვლეულისგან დამზადებული „ნამდვილი“ ხრაშუნა პური და არა მასთან მიმსგავსებული ნაწარმი, რომელიც, ფაქტობრივად, ორცხობილას მსგავსი ტექნოლოგიით დამზადებული ჩვეულებრივი პურია. 

დამზადების ტექნოლოგია
ხრაშუნა პური ექსტრუზიით მზადდება. ექსტრუზიის არსი კი ასეთია: 
თავდაპირველად ამზადებენ ნედლეულს, რომელსაც რამდენიმე საათით ალბობენ წყალში, რათა მარცვალი გაჯირჯვდეს და მისი მაგარი გარსი დალბეს. გაჯირჯვებულ მასას ათავსებენ სპეციალურ მოწყობილობაში, რომელსაც ექსტრუდერი ეწოდება. ექსტრუდერში ის მაღალი წნევისა და ტემპერატურის (3000ც) პირობებში დაახლოებით 8 წამს ყოვნდება. მარცვლებში დაგროვილი წყალი უმალ გარდაიქმნება ორთქლად, ხეთქავს მარცვლებს და მათ გაფურჩქვნა-გადმობრუნებას იწვევს. 
ექსტრუდერში შექმნილი მაღალი წნევის გამო დახეთქილი მარცვლები ერთმანეთს ეწებება და ერთგვარ დაპრესილ ბრიკეტს წარმოქმნის. ბრიკეტი აუცილებლად მყიფე და მსუბუქი უნდა იყოს.


რომელი სახეობა რისთვის არის სასარგებლო?
ხორბლის ხრაშუნა პური სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის;
წიწიბურას ნაწარმი ამაღლებს ჰემოგლობინის დონეს სისხლში, შესაბამისად, მეტად ეფექტურია ანემიის (სისხლნაკლებობის) დროს. ასევე, დიაბეტიკებისთვის და ჭარბი წონისას;
ქერისგან დამზადებული ხრაშუნა პური ღვიძლისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს არის სასარგებლო;
შვრიის ხრაშუნა პური დერმატიტებსა და თირკმლის პათოლოგიებს უხდება. კარგია გაციების დროსაც იმუნიტეტის ასამაღლებლად;
ბრინჯის ნაწარმი რეკომენდებულია ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიებით დაავადებულთათვის, ასევე, მათთვის, ვისაც უძილობა აწუხებს.

 



უკუჩვენებები
დაუშვებელია „ხლებცების“ უზომო რაოდენობით მირთმევა. გახსოვდეთ - მიუხედავად იმისა, რომ საფუარს არ შეიცავს, მისი კალორიულობა პურისას არ ჩამოუვარდება, ამიტომ დღიური ნორმა 2-3 ბრეკეტია.

იწვევს შეკრულობას და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს იმ შემთხვევაში, თუკი პარალელურად დღეში, მინიმუმ, 2 ლიტრ წყალს არ დალევთ.

ხრაშუნა პურის ზოგიერთი სახეობა დამზადებულია პურის ტექნოლოგიით - მოზელენ ჩვეულებრივ ცომს, საფუარით, ამატებენ რძეს, ცხიმს, კონსერვანტებს, გემოს გამაძლიერებლებს. შემდეგ თხლად აბრტყელებენ და აცხობენ. ასეთ „ხლებცებს“, რა თქმა უნდა, ვერც დიეტური და ვერც სასარგებლო თვისებები ვერ ექნება.
პირიქით - ისინი ჯანმრთელობისთვის საზიანოა!

 

დაბოლოს:
არ შეიძლება ბავშვებისთვის 4 წლის ასაკამდე. ზოგადად, ხრაშუნა პური კუჭისთვის ძნელად მოსანელებელია და ბავშვის საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის დიდი დატვირთვა იქნება.

 

FunTime.Ge

ნანახია: 348 | დაამატა: Admin | ტეგები: „ხლებცის“ უკუჩვენებები | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close