მთავარი » 2017 » სექტემბერი » 7 » ქმრისთვის რომ არ გაეყო, ცოლმა 9 000 დოლარი შეჭამა
რეკლამა
9:27 PM
ქმრისთვის რომ არ გაეყო, ცოლმა 9 000 დოლარი შეჭამა

შვებულებისთვის მოგროვილი ფული ქმრისთვის რომ არ გაეყო, 28 წლის კოლუმბიელმა ქალმა 90 ცალი ასდოლარიანი კუპიურა შეჭამა. როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზმმა ასეთი უჩვეულო „კერძის“ გადამუშავება ვერ შეძლო და ქალს გადასარჩენად ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

 

როგორც „დეილი მეილი“ წერს, ინციდენტამდე ქალაქ პიერეკუესტაში მცხოვრები წყვილი ჩვეულებრივი, მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობდა. ქალი საყოფაცხოვრებო ტექნიკით ვაჭრობდა და შვებულების პანამაში გასატარებლად ფულს აგროვებდა. 
საბოლოოდ, მან 9 000 დოლარის მოგროვება შეძლო, თუმცა, პანამაში გამგზავრებამდე გაიგო, რომ ქმარი ღალატობდა და დაუყოვნებლივ განქორწინება მოსთხოვა. პასუხად მიიღო, რომ განქორწინების შემთხვევაში, თანაცხოვრების მანძილზე დაგროვილი ფული, მათ შორის, პანამაში დასვენებისთვის შეგროვილი 9 000 დოლარი შუაზე უნდა გაიყოს. 
როგორც ჩანს, ქალი თავისი შრომით მოპოვებული ფულის მოღალატე ქმართან გაყოფას არ აპირებდა, ამიტომ სიბრაზის მორიგი შეტევისას ფული მთლიანად შეჭამა. რამდენიმე საათის შემდეგ მას მუცლის არეში მწვავე ტკივილები დაეწყო და სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა. 
ექიმებმა ქალის სიცოცხლესთან ერთად, 5700 დოლარის გადარჩენა შეძლეს, გარეცხეს, გააშრეს და პატრონს დაუბრუნეს. დანარჩენი ფული კი, როგორც გაირკვა, აღდგენას აღარ ექვემდებარებოდა.

 

წყარო: FunTime.Ge

ნანახია: 317 | დაამატა: Admin | ტეგები: ცოლმა 9 000 დოლარი შეჭამა, ქმრისთვის რომ არ გაეყო | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close