მთავარი » 2017 » სექტემბერი » 18 » კომპანია „Philip Morris“-მა მარიხუანის შემცველი სიგარეტის გაყიდვა დაიწყო
რეკლამა
10:51 PM
კომპანია „Philip Morris“-მა მარიხუანის შემცველი სიგარეტის გაყიდვა დაიწყო

პირი, ვისაც სიგარეტის შეძენა სურს, სულ მცირე, 21 წლის უნდა იყოს და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა ჰქონდეს. მარიხუანის შემცველი სიგარეტის ერთი კოლოფის ფასი $89-დან იწყება.

 

 

2015 წლის 1-ლი ნოემბრიდან ამერიკის ოთხ შტატში - ვაშინგტონი, ორეგონა, კოლორადო და ალასკა - შესაძლებელია მარიხუანის შემცველი სიგარეტის შეძენა, რომელსაც კომპანია „Philip Morris“ სამკურნალო მიზნებით აწარმოებს.

ახალი პროდუქცია Marlboro „M“ სახელით იყიდება და ხელმისაწვდომია მარიხუანის გაყიდვაზე ლიცენზიის მქონე სპეციალურ ადგილებში. 

„ჩვენი კომპანია დიდი ხანია, აწარმოებს ბაზრის კვლევასა და მონიტორინგს. საბოლოოდ, მივიღეთ გადაწყვეტილება, მხარი დაგვეჭირა ოთხი შტატის სურვილისთვის, სამკურნალო მიზნებით მარიხუანის ლეგალურად გამოყენებაზე“, - ამბობს კორპორაცია „ფილიპ მორისის“ ვიცე-პრეზიდენტი მარკეტინგის ხაზით სერაფინ ნორჩიკი.

ამ შტატებში მოქმედი კანონმდებლობით, დღე-ღამეში მარიხუანის შემცველი სიგარეტის ერთ კოლოფზე მეტის ყიდვა აკრძალულია. ამასთანავე, პირი, ვისაც სიგარეტის შეძენას სურს, სულ მცირე, 21 წლის უნდა იყოს და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა ჰქონდეს. 

მარიხუანის შემცველი სიგარეტის ერთი კოლოფის ფასი $89-დან იწყება. 

Philip Morris Marlboro „М“-ის სპეკულაციურად გადაყიდვის ნებისმიერი მცდელობა პატიმრობით ისჯება.

 

წყარო: vlasti.net

ნანახია: 390 | დაამატა: Admin | ტეგები: კომპანია „Philip Morris“-მა მარიხუა | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close