მთავარი » 2017 » სექტემბერი » 17 » ქვეყნები, სადაც კოცნა არ იციან!
რეკლამა
8:05 PM
ქვეყნები, სადაც კოცნა არ იციან!

უკანასკნელმა კვლევებმა დაადასტურა, რომ კოცნა სულაც არ არის რეფლექსი და მას დროთა განმავლობაში სწავლობენ. სწორედ ამიტომ არ იციან ჩვილებმა კოცნა.

 

მსოფლიოში უამრავი ქვეყანაა, სადაც, ბავშვების მსგავსად, კოცნა არც ზრდასრულმა ადამიანებმა იციან ან იციან, მაგრამ ამის გაკეთება არ სურთ. 

მაგალითად, ბანგლადეშის აღმოსავლეთით მცხოვრებ ხალხში სიტყვა „მაკოცე“ საერთოდ არ არსებობს და ამის ნაცვლად, ადამიანები ერთმანეთს „მისუნეს“ ეუბნებიან.  

ინგლისელი მოგზაურისა და მკვლევარი ჯეიმს კუკი, როგორც ის ჩანაწერებში აღნიშნავდა, ძალიან გააკვირვა ახალი ზელანდიის აბორიგენების მისალმების ფორმამ. ისინი შეხვედრისას ერთმანეთს ცხვირებით ეხებოდნენ, ამ დროს ჰაერს ძლიერად ისუნთქავდნენ და რაღაც ღრუტუნის მაგვარ ხმებს გამოსცემდნენ. 

მათ მსგავსად, კუნძულ სანტა-მარიას აბორიგენებიც ერთმანეთს ცხვირების გახახუნებითა და დაყნოსვით ესალმებიან. 

პაპუასებს, ტასმანდიელებსა და ფილიპინების კუნძულ ფუგას მკვიდრთ მისალმებისას ცხვირთან ან თავსზემოთ კარგი სურნელის მქონე საგანი უჭირავთ. 

ინდოეთის ოკეანეში, სომალის ნაპირებთან მდებარე კუნძულ სოკოტრაზე ერთმანეთის დაყნოსვას მხარზე კოცნა ურჩევნიათ. 

ტოგას კუნძულის მცხოვრებნი, მისალმების ნიშნად, ერთმანეთის ხელებს საკუთარ ცხვირსა და პირზე იხახუნებენ. 

ტაილანდში მდებარე სამეფო კუნძულებზე მისალმება ერთმანეთისთვის ცხვირების ძლიერად მიჭერით და ენერგიული ხახუნით გამოიხატება. 

ბირმელებთან მისალმებას ჰქვია nomtschi, რაც სუნის შესუნთქვას ნიშნავს (nom - სუნი,  tschi - შესუნთქვა).

ჩინელები მისალმებისას ერთმანეთს ცხვირებით ეხებიან და მერე ლოყაზე ნაზად უსვამენ ხელს. 

თანამედროვე იაპონიაში საჯარო კოცნა უხამსობად მიიჩნევა. ამის გამო, იაპონურ ფილმებში თითქმის ვერსად შეხვდებით კოცნას. ის, რასაც მთელ მსოფლიოში იაპონურ ამბორს ეძახიან, ასე გამოიყურება: ორი ადამიანი ერთმანეთისგან ერთი ნაბიჯის დაშორებით დგება, წინ იხრება და გამოწეული ტუჩებით პარტნიორის ტუჩებს ეხება. ამ დროს პირის გაღება სასტიკად აკრძალულია. 

დაბოლოს, სანამ რომელიმე ეგზოტიკურ ქვეყანაში გაემგზავრებით, კარგად გაარკვიეთ, მისალმების როგორ ფორმას არჩევენ ადგილობრივები, რათა უნებლიეთ ვინმე არ გაანაწყენოთ.

 

FunTime.Ge

ნანახია: 363 | დაამატა: Admin | ტეგები: ქვეყნები, სადაც კოცნა არ იციან! | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close