მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 30 » მამაკაცების 4 თვისება, რომელიც ყველა ქალს გამოადგება
რეკლამა
11:55 AM
მამაკაცების 4 თვისება, რომელიც ყველა ქალს გამოადგება

გადაიღეთ მამაკაცებისგან ეს თვისებები და გაცილებით კომფორტული იქნება თქვენთვის ურთიერთობა... 

 

1. საკუთარი გარეგნობის სიყვარული 
მამაკაცთა უმეტესობა ვერ ხედავს ნაკლს საკუთარ გარეგნობაში. არანაირი გარეგნული დეფექტი არ მოქმედებს მათ თვითშეფასებაზე. ზოგადად, ძლიერი სქესის წარმომადგენლებს, ყოველ შემთხვევაში - უმეტესობას, საკუთარი თავი სუპერმაჩოდ მიაჩნია. გსმენიათ, რომ კაცები იტანჯებიან ღიპის გამო, რომელიც მუცელზე, კუნთების ნაცვლად, აქვთ წამოზრდილი ან დაგრეხილი ფეხები აწუხებთ? ვერც მოისმენთ. 
დასკვნა: დაიმახსოვრეთ ერთხელ და სამუდამოდ - თქვენ ნორმალური ქალი ხართ, არაფრით ნაკლები სხვებზე. ეს ხშირად გაიმეორეთ ხოლმე სარკის წინ - აუტოტრენინგი სუპერეფექტური ინსტრუმენტია პიროვნული განვითარებისთვის. 


2. სოლიდარულობა თქვენი სქესის ადამიანების მიმართ
ალბათ, ბევრი გსმენიათ ძმაკაცობის დიდი ძალის შესახებ. აი, ქალებზე კი ამბობენ, რომ დაქალობა საპნის ბუშტივითაა და მალევე ქრება. ქალური სოლიდარობაც ფანტასტიკის სფეროდანაა. არ გჯერათ? აი, მაგალითად, როდესაც ქალი თავის ახალ პარტნიორთან ძველ შეყვარებულს ლანძღავს, რომელსაც ცოტა ხნის წინ დაშორდა, მამაკაცი უსმენს, აწყნარებს, მაგრამ, ფსიქოლოგებს თუ დავიჯერებთ, ის თავის გონებაში აუცილებლად გოგოს დაადანაშაულებს და გაუჩნდება კითხვა: ნეტა რატომ მიატოვა იმ ბიჭმა? მაგრამ, მაინც ისარგებლებს მომენტით და თქვენგან მიიღებს იმას, რაც სურს.
აი, როცა მამაკაცი ეწუწუნება ძველი გელფრენდის შესახებ თავის ახალ გოგოს, ეს უკანასკნელი აუცილებლად გოგოს დაადანაშაულებს: შტერი, ისტერიული და რაღაც ამ სტილში, თანაც გულწრფელად სჯერა, რომ მამაკაცი ანგელოზია. თუმცა, როცა შემდეგ თავადაც შეამჩნევს კაცის ნაკლოვანებებს, მხოლოდ მაშინ ხვდება, რა არასწორი წარმოდგენა ჰქონდა.
დასკვნა: თუ ახალგაცნობილი მამაკაცი თქვენ წინაშე უარყოფითად ახასიათებს თავის ყოფილ შეყვარებულს ან ცოლს, რომელმაც მიატოვა, დაფიქრდით - მართლაც, ისეთი კარგია, როგორც თქვენ ფიქრობთ? ისე კი, კარგ მამაკაცებს ქალები არ ტოვებენ.
 

 

3. საკუთარი დადებითი თვისებების გაზვიადებულად წარმოჩენა 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: ისწავლეთ ლამაზად ტრაბახი და საკუთარი თავის მომგებიანად წარმოჩენა. ვის ვის და მამაკაცებს ძალიან უყვართ საკუთარი ღირსებების გაზვიადება; შეუძლიათ, დაპირებებით გაგაძღონ; მიზნის მისაღწევად ბლეფზეც თამამად მიდიან. და როცა მათი ტყუილი მჟღავნდება, ხომ არ გგონიათ, რომ დაიბნევიან? უცბად მოძებნიან თავის გასამართლებელ „რკინის არგუმენტებს“: თითქოს მოულოდნელად შეიქმნა არახელსაყრელი გარემოება, ვიღაც ინტრიგანმა შეცვალა გეგმები ან მსგავს ათას უბედურებას... თანაც გახსოვდეთ - ის არასდროს გამოტყდება, რომ მოგატყუათ და არასდროს მიიჩნევს თავს მატყუარად.
დასკვნა: გამოიყენეთ ასეთი უნარი, მაგალითად, სამსახურში ან პოტენციურ დამსაქმებელთან გასაუბრებაზე, მაგრამ იცოდეთ ზღვარი და ისეთი რამ არ დაიტრაბახოთ, რასთანაც „ახლოსაც არ გაგივლიათ“.


4. უსიამოვნო სიტუაციებში მანევრირება 
მაგალითად, თქვენს ბოიფრენდს აშკარად ატყობთ, რომ პათოლოგიურად ძუნწია. ამის გამო აძლევთ შენიშვნებს, წუწუნებთ, ის კი ყოველთვის ერთსა და იმავეს გპასუხობთ: „საიდან მოიტანე, ძვირფასო? მე, უბრალოდ, ოჯახის კაცი ვარ, ეკონომიური და, რომ იცოდე, ძალიან გაგიმართლა“. და ხომ არ გგონიათ, სინდისის ქენჯნა ექნება ან თვითგვემას მიეცემა იმის გამო, რომ თქვენ შენიშვნა მიეცით?! მამაკაცები გაცილებით მარტივად უყურებენ ფაქტებს, ვიდრე ჩვენ, ქალები, რომლებიც საკუთარ თავს გაცილებით მკაცრ მოთხოვნებს ვუყენებთ.
დასკვნა: შეგიძლიათ, მსგავსი მანერა ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციაში გამოიყენოთ. ნერვებს გაუფრთხილდით და ისწავლეთ, ცუდში პლუსებიც დაინახოთ და სათქვენოდ გამოიყენოთ.

 

FunTime.Ge

ნანახია: 574 | დაამატა: Admin | ტეგები: qalebs gamoadgebat, რომელიც ყველა ქალს გამოადგება, მამაკაცების 4 თვისება, mamakacis otxi tviseba | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close