მთავარი » 2018 » ივლისი » 14 » მერწყულის ბნელი მხარე - 4 თვისება, რომელიც დანარჩენებს თქვენში აშინებს
რეკლამა
10:52 AM
მერწყულის ბნელი მხარე - 4 თვისება, რომელიც დანარჩენებს თქვენში აშინებს

ყველა ზოდიაქოს ნიშანს აქვს ბნელი მხარე და გამონაკლისი არც მერწყულები არ არიან. მოდით გავიგოთ უფრო მეტი ზოდიაქოს ამ ნიშნის უარყოფითი თვისებების შესახებ.

4 რამ რაც დანარჩენებს თქვენში აშინებთ.

...
1. მერწყული ზოგჯერ შეიძლება რობოტს დაემსგავსოს და აბსოლუტურად უემოციო იყოს -ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს სჩვევიათ პრობლემების მოგვარება რაციონალურად, მათ არ სჩვევიათ ემოციებს აყოლა. ეს, რა თქმა უნდა, ცუდი არ არის, მაგრამ ზოგჯერ იმდენად უემოციოები არიან, რომ რობოტებს ემსგავსებიან. ფიქრობენ, რომ სხვებიც მათ მსგავსად უნდა იქცეოდნენ და ავიწყდებათ, რომ ჩვენ ადამიანები ვართ და არა რობოტები.


2. შეუძლებელია, რომ მას გადააფიქრებინოთ ის, რაც ჩაიფიქრა - შესაძლოა წარმოუდგენლად დიდ შეცდომას უშვებდეს, თქვენ ხედავდეთ ამას, გარკვეულწილად შესაძლოა მანაც გააცნობიეროს რომ მცდარ ნაბიჯს დგამს, მაგრამ აზრს არავითარ შემთხვევაში არ შეიცვლის.

ზოდიაქოს ამ ნიშანზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენთ, ერთი მხრივ, ეს კარგი თვისებაა, მაგრამ ამავდროულად, ძალიან ართულებს მასთან ურიერთობას. მერწყულს არავის აზრი არ აინტერესებს, არ შეუძლია სხვებს მოუსმინოს. ის უბრალოდ დაიხშობს ყურებს და მაინც ისე მოიქცევა, როგორც სურს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა იცოდეს, რომ უფსკრულში იჩეხება.


3. ზოგჯერ ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები საკუთარ თავში იკეტებიან და ერთგვარი გაუცხოება სჩვევიათ - თავისუფლების მოყვარე მერწყულებს ზოგჯერ საკუთარ თავთან მარტო უნდათ დარჩენა, ეს ხანდახან ყველას გვსურს, მაგრამ მერწყულები ზოდიაქოს სხვა ნიშნებისაგან განსხვავებით დიდხანს არიან მარტოები, არავის უზიარებენ დარდს და სიხარულს და ერთგვარად გაუცხოებულნი ხდებიან. როგორც წესი, მერწყულებს ბევრი მეგობარი ჰყავთ და ადამიანებთან საერთო ენას მარტივად პოულობენ, მაგრამ ამავდროულად, შეუძლიათ მათ გარეშე წლებიც კი გაატარონ.


4. მერწყულის ზოდიაქოს ნიშნის ადამიანები სწრაფად იცვლიან ხასიათს - სწორედ ამ თვისების გამო ძალიან რთულია მათი გაგება. ვერ მიხვდებით რატომ შეიცვალა აზრი ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. შესაძლოა, დღეს თქვენი მეგობარი იყოს, მაგრამ ხვალ აღარ მოისურვოს ურთიერთობა. საგულისხმოა ისიც, რომ არ გეტყვით რატომ აღარ უნდა თქვენ გვერდით ყოფნა.

 

წყარო

ნანახია: 179 | დაამატა: Admin | ტეგები: რომელიც დანარჩენებს თქვენში აშინებს, მერწყულის ბნელი მხარე - 4 თვისება | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close