მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 27 » მესამე რაიხის გამოგონებები, რომლებსაც მსოფლიო დღესაც იყენებს
რეკლამა
9:15 AM
მესამე რაიხის გამოგონებები, რომლებსაც მსოფლიო დღესაც იყენებს

ჰიტლერის მეცნიერები საკონცენტრაციო ბანაკების ტუსაღებზე არაადამიანურ ექსპერიმენტებს ატარებდნენ. უცნაურია, მაგრამ ამგვარ სიმხეცეს საკმაოდ პრაქტიკული მეორადი შედეგები ჰქონდა. დღეს ნაცისტების ზოგიერთ გამოგონებას გაგაცნობთ.

 

მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინა

 


კურტ პლეტნერი ტუსაღებზე ცდების ჩატარებამ მალარიის ვაქცინის შექმნამდე მიიყვანა. ის სპეციალურად ამწყვდევდა მსჯავრდებულებს მალარიის გადამტან კოღოებთან ერთად. ომის შემდგომ პლეტნერი არა მხოლოდ გაათავისუფლეს პასუხისმგებლობიდან, არამედ ფრაიბურგის უნივერსიტეტში კათედრაც კი ჩააბარეს - უმოწყალო მკვლელის სამეცნიერო შრომები სიკვდილზე მეტად შეაფასეს. 

პლაზმაფერეზი

 


იოზეფ მენგელე, რომელსაც ველური ექსპერიმენტების გამო "სიკვდილის ანგელოზი" შეარქვეს, ცდილობდა, „სისხლის რასიული გაწმენდის“ საშუალება აღმოეჩინა. ამ საშინელი ექსპერიმენტების შედეგად კაცობრიობას პლაზმოფერეზი დარჩა - სამედიცინო პროცედურა, რომელიც სისხლის ტოქსინებისგან გაწმენდის საშუალებას იძლევა.

ფოლკსვაგენი "ხოჭო"

 


მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ავტომობილი ჰიტლერის პირადი ბრძანებით შეიქმნა. მან ამისთვის 50 მილიონ რაიხსმარკაზე მეტი გამოყო. 1937 წელს დამზადდა ავტომობილი, სახელად Kraft durch Freude (სიხარულის ძალა). ომის შემდეგ ქარხანამ ავტომობილების წარმოება განაახლა.

რეაქტიული ძრავა

 


მესამე რაიხს რეაქტიული ძრავა ერთი მიზნით სჭირდებოდა: შეექმნა ზეიარაღი. მსოფლიოში პირველი რეაქტიული ძრავა გენიალურმა ინჟინერმა ვერნერ ფონ ბრაუნმა შექმნა. ომის შემდეგ გამომგონებელი აშშ-ში გადაიყვანეს, სადაც ის ამერიკული რაკეტების შექმნას ხელმძღვანელობდა.

ფანტა

 


კოკა-კოლა მესამე რაიხში გულზე არ ეხატებოდათ, თანაც იმდენად, რომ მისი კომპონენტების შემოტანა სრულიად აკრძალეს. მაგრამ "კოკა-კოლას" ქარხანა დარჩა და რომ არ მოეცდინათ, დირექტორმა სრულიად ახალი სასმელი მოიგონა, რომელსაც "ფანტა" დაარქვა. დღეს წარმოების ტექნოლოგია მართალია სრულიად შეცვლილია, მაგრამ ბრენდი ძველი დარჩა.

მაშველი ჟილეტები

 


ადამიანებზე ამაზრზენ ექსპერიმენტებს "ექიმი" ზიგმუნდ რაშერი დაჰაუსა და აუშვიცის ბანაკებში ატარებდა. მას სურდა, გაეგო, როგორ მოქმედებდა ორგანიზმზე მკვეთრი გადაციება. ექსპერიმენტების შედეგად რაშერმა დაადგინა: ნათხემის გადაციება ადამიანს ძალიან სწრაფად კლავს. მაშინ ნაცისტებმა სპეციალური მაშველი ჟილეტი შექმნეს, რომელსაც თავის დასადები ჰქონდა. ამ მაშველ ჟილეტებს მთელი მსოფლიო ახლაც იყენებს.

სინთეზური ანტიბიოტიკები

 


სინთეზური ანტიბიოტიკები, სულფანილამიდებიც საკონცენტრაციო ბანაკებში გამოიგონეს. ახალი პრეპარატის ზემოქმედების გამოსაცდელად ტუსაღთა ჭრილობებს ტალახითა და ჭუჭყით ავსებდნენ, ხოლო შემდეგ მათ წამალს უკეთებდნენ. სულფანილამიდს მედიცინა დღეს სეფსისის საწინააღმდეგოდ იყენებს.

წყარო: funny24.ru

ნანახია: 322 | დაამატა: Admin | ტეგები: msoflio dgesac iyenebs, mesame raixis gamogonebebi, მესამე რაიხის გამოგონებები, რომლებსაც მსოფლიო დღესაც იყენებს | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close