მთავარი » 2018 » ივნისი » 19 » მეცნიერებმა თამბაქოს სასარგებლო თვისებები აღმოაჩინეს
რეკლამა
10:00 AM
მეცნიერებმა თამბაქოს სასარგებლო თვისებები აღმოაჩინეს

ავსტრალიელ მეცნიერთა აღმოჩენა, სავარაუდოდ, უამრავ ქვეყანაში საკანონმდებლო ცვლილებებს გამოიწვევს. საქმე ის გახლავთ, რომ ლა ტრობის უნივერსიტეტის მკვლევარების დასკვნით, დეკორატიული თამბაქოს (Nicotiana alata) შემადგენლობაში შემავალი ცილა ადამიანს ინფექციურ დაავადებებთან, შიდსთან, ზიკას ვირუსთან და ენცეფალიტთან გამკლავებაში ეხმარება.

 

მკვლევარებმა სინქრონის დახმარებით მიიღეს თამბაქოს სტრუქტურული გამოსახულება და დაადგინეს, რომ პეპტიდი NaD1 შლის Candida albicans სოკოს დამცავ ფენას. 

ცნობისთვის, სწორედ ეს სოკო იწვევს იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანებში სასარგებლო მიკროორგანიზმების კვდომას და უმძიმეს დაავადებებს. 

მეტიც, როგორც აღმოჩნდა, NaD1-ს ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში სოკოს განადგურება იმ შემთხვევაშიც კი შეუძლია, თუ მან მუტაცია განიცადა და ანტიბიოტიკების მიმართ მედეგობის უნარი გამოიმუშავა.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ინფექცია თანამედროვე ჯანდაცვის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა და პლანეტის ყოველი მერვე მაცხოვრებლის გარდაცვალების მიზეზი გახლავთ. 
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მათ აღმოჩენას ახალი თაობის პრეპარატის შექმნა მოჰყვება, რომელსაც ანტიბიოტიკებივით მძიმე უკუჩვენებები არ ექნება. 

აღსანიშნავია, რომ ახლახან ლონდონის იმპერიული კოლეჯისა და ექსტერის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ივარაუდეს, რომ Candida albicans სოკომ, რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარება, შეიძლება კატასტროფული ეპიდემია გამოიწვიოს, რომელიც ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების მასიურად განადგურებას გამოიწვევს.

 

წყარო

ნანახია: 168 | დაამატა: Admin | ტეგები: მეცნიერებმა თამბაქოს სასარგებლო თვი | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close