მთავარი » 2018 » მარტი » 11 » მგზავრებიანად გამქრალი მატარებლის საიდუმლო, რომელიც დღემდე ვერავინ ამოხსნა
რეკლამა
9:15 PM
მგზავრებიანად გამქრალი მატარებლის საიდუმლო, რომელიც დღემდე ვერავინ ამოხსნა

იტალიური ტურისტული ფირმა „სანეტის“ სამი ვაგონისგან შემდგარი შემადგენლობა რომის რკინიგზის სადგურიდან დაიძრა. კომპანიამ 106 მდიდარი ტურისტისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე გასართობი ტურნე დაგეგმა...

ეს ამბავი 1911 წლის 14 ივლისს მოხდა.
ყველაფერი გრაფიკით მიდიოდა, სანამ მატარებელი ლომბარდინის გვირაბს მიუახლოვდებოდა. 
...ამის შემდეგ, „სანეტის“ მატარებელი აღარავის უნახავს. 
მაშველებმა გვირაბი საგულდაგულოდ დაათვალიერეს, მაგრამ მატარებლისა და მგზავრების კვალს ვერსად მიაგნეს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ 106-დან ორმა მგზავრმა გადარჩენა მოახერხა. გაზეთმა „რომის სიახლეებმა“ ერთ-ერთ გადარჩენილ მგზავრთან ინტერვიუ ჩაწერა. 
ვინმე სენიორ საჯინომ ჟურნალისტებს უამბო, რომ გვირაბში შესვლისას უცნაური გუგუნი მოესმათ და მატარებელი თეთრმა ნისლმა დაფარა. 
პანიკაში ჩავარდნილმა მგზავრებმა ვაგონებში სირბილი დაიწყეს. საჯინომ და კიდევ ერთმა მგზავრმა მატარებლიდან გადახტომა და გვირაბიდან გამოღწევა მოახერხეს. სხვა მგზავრები კი ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ ვერავინ გაიგო. 

მომხდარის შემდეგ ლომბარდინის გვირაბის მიმართულებით მატარებლების გაშვება ვერც ერთმა კომპანიამ ვეღარ გაბედა. გვირაბის შესასვლელი და გასასვლელი საგულდაგულოდ ამოქოლეს და ასე დატოვეს. 
მეორე მსოფლიო ომის დროს, გვირაბის შესასვლელთან ბომბი აფეთქდა, რასაც თაღის დაზიანება და გვირაბის ჩამოშლა მოჰყვა...

თანდათან აჟიოტაჟი ჩაცხრა და გამქრალი მატარებლის საქმე ყველას მიავიწყდა, თუმცა 15 წლის შემდეგ, ერთ-ერთ არქივში აღმოაჩინეს საინტერესო ჩანაწერები, რომლის თანახმადაც, მეხიკოში უეცრად 100-ზე მეტი იტალიელი გამოჩნდა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ რომიდან მექსიკამდე მატარებლით ჩავიდნენ. 
მაგრამ, საქმე ის არის, რომ ჩანაწერი 1845 წელს, ანუ უცნაურ გაუჩინარებამდე 66 წლით ადრე იყო გაკეთებული!!!

იმავე ჩანაწერის თანახმად, იტალიელები მექსიკაში შეშლილებად გამოაცხადეს და ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს. არქივმა შემოინახა ფსიქიატრის ჩანაწერები, რომელიც იტალიელებთან საუბარს აღწერდა. ჩანაწერების თანახმად, იტალიელები დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ მეცხრამეტე საუკუნის მექსიკაში მეოცე საუკუნის იტალიიდან მატარებლით მოხვდნენ!!! ამასთანავე, ფსიქიატრის ჩანაწერების თანახმად, მათი ტანსაცმელი მეცხრამეტე საუკუნის მოდის ტენდენციებთან შეუსაბამო გახლდათ. 

მოგვიანებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში - საბჭოთა კავშირში, იტალიაში, ინდოეთსა და გერმანიაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ „სანეტის“ მატარებელი ნახეს. 

საბჭოთა კავშირში „სანეტი“ პირველად 1955 წელს გამოჩნდა. რკინიგზის თანამშრომელი ამტკიცებდა, რომ საკუთარი თვალით ნახა მატარებელი, რომელიც გაუქმებულ ხაზზე, სადაც რელსები დიდი ხნის წინათ აყარეს, ნელა მოძრაობდა. 
სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი თვითმხილველები მატარებელს ერთნაირად აღწერდნენ. თვითმხილველთა ნაამბობის თანახმად, თეთრი ნისლში გახვეული შემადგენლობა ისევე უეცრად გაქრა, როგორც გამოჩნდა. 

ამბობენ, რომ ანომალიური მოვლენების მკვლევარი ვასილი ლეშატი დიდხანს დასდევდა მატარებელ-მოჩვენებას და ერთ-ერთ გაუქმებულ სარკინიგზო ხაზზე წააწყდა კიდეც. ზოგი კი იმასაც დასძენს, რომ მეცნიერი მატარებლის კიბეზე შეხტა და, „სანეტისთან“ ერთად, სამუდამოდ გაუჩინარდა.
 

funtime.ge

ნანახია: 346 | დაამატა: Admin | ტეგები: რომელიც დღემდე ვერავინ ამოხსნა, მგზავრებიანად გამქრალი მატარებლის ს | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close