მთავარი » 2018 » ივნისი » 19 » მკერავი მამაკაცი, რომელსაც ხელები არ აქვს
რეკლამა
10:02 AM
მკერავი მამაკაცი, რომელსაც ხელები არ აქვს

ინდოეთის ჰარიანას შტატში მცხოვრები 45 წლის მადან ლალი ზედა კიდურების გარეშე დაიბადა, თუმცა მონდომებისა და შრომისმოყვარეობის წყალობით, დღეს თავის რაიონში ცნობილ მკერავად ითვლება.

 

მადანს ბავშვობიდან არსებობისთვის ბრძოლა უწევდა - ადამიანები ამრეზით უყურებდნენ და მის მიღებაზე ყველა სკოლა უარს ამბობდა. სასოწარკვეთილი მშობლები თითქმის ბედს შეეგუვნენ, თუმცა ბიჭუნა არ ნებდებოდა. მას ინვალიდის პენსიით ცხოვრება არ აკმაყოფილებდა და ცდილობდა, საზოგადოებაში თავისი ადგილი ეპოვა. 

მადანი 23 წლის იყო, როცა გადაწყვიტა, პროფესიონალი მკერავი გამხდარიყო, მაგრამ ამ საქმის ოსტატები არწმუნებდნენ, რომ ხელების გარეშე კერვა შეუძლებელია. რომ არა ფატეჰაბადელი კერვის მასწავლებელი, მადანის ოცნებას ასრულება არ ეწერა. ათდღიანი სწავლების შემდეგ მან ახალგაზრდა კაცს უთხრა, რომ კერვის ნიჭი აქვს და მისგან კარგი ოსტატი დადგება. 

ერთი წლის შემდეგ მადანმა სოფელში სამკერვალო ატელიე გახსნა. უხელებო მკერავის ოსტატობა და მადლიერი კლიენტების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდებოდა. ზომების აღებიდან დაწყებული, კერვის ყველა ეტაპს მადანი თავისი მოხერხებული ფეხების დახმარებით გადის. მან დიდი ხანია ადამიანების ნდობა მოიპოვა და დღეს საზოგადოების სრულფასოვანი და ღირსეული წევრია.

 

წყარო

ნანახია: 198 | დაამატა: Admin | ტეგები: მკერავი მამაკაცი, რომელსაც ხელები არ აქვს | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close