მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 25 » მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებიც 2160 წლის წინათ მოხდა...
რეკლამა
9:22 PM
მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებიც 2160 წლის წინათ მოხდა...

ამ დროს ააწყვეს „კომპიუტერი“, გახსნეს პირველი სკოლა, დაზვერეს აბრეშუმის დიდი გზა, დააარსეს ანტალია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე... 

 

გაჩნდა ხანუკას აღნიშვნის მიზეზი 

 

ხანუკას შანდალს ცხრა სანთელი აქვს: რვა სადღესასწაულო დღეების მიხედვით და ერთიც - დანარჩენების ასანთებად.
ჩვენს წელთაღრიცხვამდე II საუკუნეში იუდეის სამეფო სლევკიდების ბერძნულ-სირიული სახელმწიფოს დაქვემდებარებაში იმყოფებოდა. ისინი კი ბერძნული რელიგიის დანერგვას ცდილობდნენ, ამიტომაც იუდეველთა მთავარი სიწმინდე, იერუსალიმის ტაძარი ზევსის თაყვანისცემის ადგილად აქციეს. ამაზე ადგილობრივი მოსახლეობა აჯანყდა. მათ ბერძენ-სირიელებს ტაძარი უკან გამოგლიჯეს და თავიდან აკურთხეს. ამ აჯანყების აღსანიშნავად გაჩნდა ეს დღესასწაული. (იერუსალიმი, ისრაელი)

 


გაიხსნა უძველესი სკოლა 

 


შიშის სკოლა, რომელიც დღეს არსებულ სკოლებს შორის უძველესად არის მიჩნეული, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 143-141 წლებში დაარსდა. სასწავლებელი იმავე ადგილას რამდენჯერმე აღორძინდა. შიშის სკოლა ჩინეთის საუკეთესო სკოლების ასეულში შედის.

 

 

 

 

 





გაიხსნა აბრეშუმის დიდი გზა 

 


ჩვენს წელთაღრიცხვამდე 138-126 წლებში მოგზაური და დიპლომატი ჩჟან ციანი პირველი ოფიციალური პირი იყო, ვინც ჩინეთიდან შუა აზიამდე ამ მარშრუტით იმგზავრა. ბაქტრიამდე მისული უკან გამობრუნდა და იმპერატორს სარფიანი ვაჭრობის შესახებ მონაცემები მიაწოდა. სწორედ ჩჟან ციაოს დამსახურებით ჩინეთში ყურძნის, ბროწეულის, კიტრისა და ლეღვის მოშენება დაიწყეს. (ფერგანას ველი, უზბეკეთი; ბალხი, ავღანეთი)

 




შექმნეს ძველბერძნული კომპიუტერი“ 

 


ასე ეწოდება მოწყობილობას, რომელიც საბერძნეთში, კუნძულ ანდიკიტირასთანაა. "ანდიკიტირას მექანიზმს" ციური სხეულების მოძრაობის გამოსათვლელად იყენებდნენ. მას ჩვენს წელთაღრიცხვამდე II საუკუნით ათარიღებენ. თუმცა ზოგ მეცნიერს ის კიდევ ერთი საუკუნით უფროსი ჰგონია.

 

 

 









დააარსეს ანტალია 

 


თურქეთის საკურორტო ქალაქი, რომლის მოსახლეობაც ზაფხულობით, სულ ცოტა, ორჯერ მატულობს, თავიდან ატალიად იწოდებოდა. პერგამოს მეფე ატალ II ფილადელფოსმა ის თავის სახელობაზე დააარსა.

 






 

 

აიგო რომის უძველესი ქვის ხიდი 

 


ემილიას ხიდს იტალიურად პონტე როტოს - "გატეხილ ხიდს" ეძახიან. ამის მიზეზი მისგან შემორჩენილი ერთადერთი თაღია. ხიდი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 179-142 წლებში ააგეს.

 

 

 











მეცნიერებს ფინიკიური ენის გაშიფვრის შესაძლებლობა დაუტოვეს

 


ძველ სამყაროში ფინიკიური საერთაშორისო ურთიერთობის ენად მიიჩნეოდა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე II საუკუნის ეტრუსკულ საფლავის ქანდაკებებზე - ე.წ. მელკარტის ციპუსებზე დატანილმა წარწერებმა 1758 წელს ჟან-ჟაკ ბარტელემის ამ მივიწყებული ენის ტექსტების გაშიფვრის საშუალება მისცა.

 






დაინგრა კართაგენი

"კართაგენი უნდა დაინგრეს!" - ამ სიტყვებით ასრულებდა თავის ყოველ გამოსვლას რომის სენატში რომაელი მხედართმთავარი კატონუფროსი. მისი ოცნება ასრულდა: ჩვენს წელთარღიცხვამდე 146 წელს, მესამე პუნიკური ომის დასრულების შემდეგ სენატორის თანამემამულეებმა მტრის დედაქალაქი დაიპყრეს და გაძარცვეს, მოსახლეობა კი მონებად აქციეს. კართაგენის სახელმწიფო რომის პროვინცია გახდა. (კარტაჟი, ტუნისი)

 



უძველესი ჩაი

 


ამ სასმელის გამოყენების უძველეს მატერიალურ მტკიცებულებას მეცნიერებმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 141 წელს დაკრძალული იმპერატორ ძინ-დის სამარხში მიაკვლიეს. შესაძლოა, ჩაის იმ დროს წამლად იყენებდნენ. (სიანიანი, ჩინეთი)

 

წყარო: vokrugsveta.ru

ნანახია: 348 | დაამატა: Admin | ტეგები: რომლებიც 2160 წლის წინათ მოხდა..., მნიშვნელოვანი მოვლენები | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close