მთავარი » 2017 » სექტემბერი » 18 » მოდა და ზოდიაქოს ნიშნები
რეკლამა
10:47 PM
მოდა და ზოდიაქოს ნიშნები

ადამიანის ჩაცმულობის მიხედვით მისი ზოდიაქოს ნიშნის გამოცნობა შეგიძლიათ, რადგან ვარსკვლავები ჩვენს ჩაცმულობაზეც ახდენენ გავლენას.

ვერძები 
მოდის ნამდვილი ავანგარდები, ლიდერები და შოპინგის ფანატები არიან. ისინი მხოლოდ ექსკლუზიურ და მსუბუქად შეხამებად სამოსს ირჩევენ. ვერძები გიჟდებიან ისეთ ფორმებზე, რომელიც მათი სხეულის მოხაზულობას გაუსვამს ხაზს: ტანზე მოტმასნილ ტრიკოტაჟზე, ლეგინსებსა და ქამრებზე. 


კურო 
კარგად იცნობენ საკუთარ სხეულს და შეუძლიათ სამოსით ნაკლის დაფარვა. კომფორტისა და ძვირფასეულობის მოყვარულებს შეუძლიათ ჩაიცვან თამამად და მიიქციონ გარშემომყოფთა ყურადღება. ხანდახან ისინი ბრმად მიჰყვებიან მოდას, მაგრამ ამასთან, შეუძლიათ დროზე შეჩერება. მათი ცხოვრებისეული კრედოა: ჰარმონიული სილამაზე თავმომწონეობის გარეშე.


ტყუპი 
უპირატესობას ახალგაზრდულ სტილს ანიჭებენ. ისინი მარტივად მისდევენ მოდას და არასოდეს იკარგებიან ახალ ტენდენციებში. ამ ნიშნის წამომადგენლებს ყველაზე დიდი გარდერობი აქვთ, მათთვის ხომ მნიშვნელოვანია, ჰქონდეთ იმის საშუალება, სულ ახალ-ახალი ტანსაცმელი ეცვათ. უპირატესობას ანიჭებენ ექსტრავაგანტურ კაბებს.


კირჩხიბი 
მათი დევიზია: ელეგანტურობა და მოხერხებულობა. მათ სხვადასხვა სტილი ხიბლავთ: ჯინსითა და ბოტასით დაწყებული, ძვირფასი ქაშმირისა და აბრეშუმის სამოსით დამთავრებული. ქალი-კირჩხიბების სუსტი წერტილია შიფონის გაშლილი კაბები და პლატინის, ვერცხლისა და ოქროს სამკაულები. 


ლომი
ძვირფასი ბეწვისა და ბუნებრივი ტყავისგან შეკერილი სამოსი ხიბლავს. მას ხომ არისტოკრატიზმი სისხლში აქვს გამჯდარი! ხშირად ლომებს არ შეუძლიათ შეჩერება და ყიდულობენ და ყიდულობენ ახალ-ახალ ნივთებს. ამასთან, არასოდეს იშურებენ ფულს ხარისხში. 


ქალწული 
შესანიშნავად უთავსებს სილამაზესა და ფუნქციონალურობას ერთმანეთს. ის არასოდეს ტრაბახობს ბრენდის პრესტიჟულობით. ხარისხიანი ტანსაცმლის არჩევისას უპირატესობას ანიჭებს სადა, მაგრამ იდეალურ ფორმებს, ყურადღებას აქცევს რა დეტალებს. სუსტი სქესის წარმომადგენლები ცდილობენ გამოიყურებოდნენ ქალურად და თავს არიდებენ რთულ შეხამებებს. 


სასწორი 
ძალიან ჰარმონიულები არიან სამოსის შერჩევისას. ისინი ყოველთვის ოსტატურად პოულობენ ბალანსს ფორმასა და ფერს შორის. მათ სტილში ყველაფერი წვრილმანებამდეა დასული. მათ საოცარი ყნოსვა აქვთ ფერის, სტილისა და მოდელის არჩევისას. ამიტომაც ყოველთვის იდეაულურად ირგებენ სამოსს.


მორიელი 
არასოდეს გამოიყურებიან ვულგარულად ან გოიმურად. სითამამე მათი მთავარი კოზირია. თანდაყოლილი აქვთ მოდური ტენდენციების ყნოსვა. მორიელი არ დაელოდება, მანამ კაბა მოდური ჟურნალიდან მაღაზიის ვიტრინაში აღმოჩნდება, მომენტალურად ფეხზე დააყენებს მკერავების არმიას და პირველი ჩაიცვამს იმ სეზონის ჰიტს.


მშვილდოსანი 
ქვეცნობიერად ქმნიან საკუთარ სტილს და იპყრობენ საზოგადოების ყურადღებას. მათ უყვართ შეუფერებელი ნივთების ერთმანეთისთვის შეხამება. შესაძლოა, ვიღაც სხვას სულელური იერი მიეღო ამ ექსპერიმენტის ჩატარებისას, მაგრამ არა მშვილდოსნებს. მათ უხდებათ ეთნიკური მოტივები ან ინდური თემატიკა, ასევე, უცნაური, საეკლესიო მოტივებზე შექმნილი სამკაულები, რომლებიც მათ ინდივიდუალურ სტილს უსვამს ხაზს.


თხის რქა 
უყვარს ძვირფასი სამოსი, მას ჰარმონიულობის თანდაყოლილი შეგრძნება აქვს და არაჩვეულებრივად შეუძლია თავისი ფასეულობების წარმოჩენა. თხის რქების უმეტესობა კლასიკურისა და ამავე დროს, სექსუალური სტილის თაყვანისმცემელია. მათი გარდერობის საფუძველს წარმოადგენს მარად მოდური კლასიკა, ხოლო დანარჩენში ისინი ინტუიციას ენდობიან. სამკაულის არჩევისას თხის რქა იმდენად ფასს არ აქცევს ყურადღებას, რამდენადაც ნაკეთობის ორიგინალურობას.


მერწყული 
დახვეწილი, შემოქმედებითი ნატურაა, რომელსაც მოდაზე თანდაყოლილი ყნოსვა გააჩნია. მერწყულები კარგი გემოვნებისა და ინსტინქტის წყალობით თავად ქმნიან საკუთარ სტილს. შეუძლიათ დაუსრულებლად იარონ მაღაზიებში ერთი დეტალის საძებნელად, რათა დაასრულონ ჩაცმულობა. ძირითადად, მერწყულები უპირატესობას ანიჭებენ სტილს ჩასუალ. მაგრამ დარწმუნებულები იყავით, წვეულებაზე მერწყულს მაშინვე შეამჩნევთ! თვალშისაცემი კაბით და არამკვეთრი, მაგრამ მიმზიდველი მაკიაჟით!


თევზები 
მეოცნებე და ნათელი თევზები საოცარი პლასტიკითა გამოირჩევიან. ამიტომაც ისინი ირჩევენ ისეთ სამოსს, რომელიც მათი სხეულის კონტურს გაუსვამს ხაზს. მოდის თავგადაკლული მიმდევრები გიჟდებიან ყოველმხრივ აღიარებაზე. თევზები იმდენად ბუნებრივები არიან, რომ არასოდეს გამოიყურებიან ვულგარულად. მათ უყვართ უკვე ნაცადი ბრენდები და ძვირფასი ქსოვილები, რადგან თვლიან, რომ სამოსი, რომელსაც ისინი ატარებენ, მათი ღირსი უნდა იყოს. 

 

Pomada.Ge

ნანახია: 362 | დაამატა: Admin | ტეგები: მოდა და ზოდიაქოს ნიშნები, moda da zodiaqos nishnebi | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close