მთავარი » 2018 » ივნისი » 22 » „მოერიდეთ ალკოჰოლის, ნარკოტიკების მიღებას“ - რატომ გვაფრთხილებს ასტროლოგი?
რეკლამა
10:05 PM
„მოერიდეთ ალკოჰოლის, ნარკოტიკების მიღებას“ - რატომ გვაფრთხილებს ასტროლოგი?

2018 წლის 19 ივნისიდან 25 ნოემბრამდე ნეპტუნი თევზების 16 გრადუსიდან იწყებს ე.წ. რეტროგრადულ მოძრაობას. აი, რას წერს მიმდინარე პერიოდზე ასტროლოგი ქეთი ვაწაძე...

 

„პლანეტა რეტროგრადულ მოძრაობაში წელიწადში ერთხელ, დაახლოებით 150 დღით გადადის, რაც გულისხმობს იმას, რომ რამდენიმე თვის მანძილზე საინტერესო მოგზაურობა გველის ჩვენს შინაგან სამყაროში.

 

ნეპტუნი იდეალიზმის პლანეტაა. ის ისედაც ილუზიებს, ფანტაზიებს მართავს და როდესაც თავისავე სამფლობელოში, თევზებში იმყოფება, ხომ საერთოდ - წაშლილია რეალობის საზღვრები. ახლა მზერის პრიზმა საკუთარი სულიერი სამყაროსკენ შებრუნდება, რაც სხვადასხვა ცხოვრებიდან გადმოყოლი ილუზიებისგან განთავისუფლებას შეუწყობს ხელს - ბევრ ადამიანს დაეხმარება, მოიშოროს მოჩვენებითი ფასეულობები და ცრუ ღირებულებები, ფანტაზიები, დაეხმარება გაისუფთაოს კარმა.

 

ბევრ ჩვენგანს გაუჩნდება ახალი ოცნებები და სურვილები, თუმცა მათ უმეტესობას ასრულება არ უწერია, ვინაიდან ნეპტუნი ილუზიების მმართველია, ამიტომ, თუ ამ პერიოდის მანძილზე რაღაც იდეებმა გაგიტაცათ, კარგად გადაამოწმეთ, დარწმუნდით, რომ მათი ახდენის ალბათობა თქვენი ილუზორული ხედვის შედეგი არაა და სწორად აფასებთ თქვენს შესაძლებლობებს.

 

ნეგატიურ გამოვლენაში მოსალოდნელია და საფრთხილოა ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მიმართ გაზრდილი ინტერესი, მათი ჭარბად მოხმარება. ზოგადად, ნეპტუნის თევზებში ტრანზიტი ითვლება როგორც დიდი სულიერი გამოღვიძების, ისე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების მომრავლების პერიოდად, რომლის დროსაც დიდია ფატალური შემთხვევების ალბათობა! ამიტომ მოერიდეთ ალკოჰოლური სასმელების, ნარკოტიკების მიღებას. იცხოვრეთ ფხიზელი ცხოვრებით, ილუზორული კეთილდღეობის შექმნის გარეშე!

 

ამ დროს მაღალია თაღლითების გააქტიურება და თაღლითური საფინანსო გარიგებების, გაცურების, მოტყუების ალბათობა. იყავით ყურადღებით. 
კატეგორიულად არ შეიძლება დეპრესიული და აპათიური მდგომარეობების წახალისება, გადაღლა. მუდმივად ეძებეთ დეპრესიიდან გამოსვლის გზები...
გაიჩინეთ რაიმე ჰობი, იყავით ოპტიმისტურად განწყობილნი, კავშირი გქონდეთ მაღალ ხელოვნებასთან, რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში, სიმშვიდეში, იპოვეთ თქვენთვის სასიამოვნო გარემო“.

 

წყარო

ნანახია: 196 | დაამატა: Admin | ტეგები: „მოერიდეთ ალკოჰოლის, ნარკოტიკების მიღებას“ - რატომ გვაფრ | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close