მთავარი » 2018 » ივლისი » 15 » მომდევნო კვირის ფავორიტი 3 ნიშანი!
რეკლამა
6:39 PM
მომდევნო კვირის ფავორიტი 3 ნიშანი!

ეს კვირა მათთვის საუკეთესო იქნება. ასე რომ, შეუძლიათ, ვარსკვლავებს მადლობა უთხრან!

 

კირჩხიბი
როცა მზის ეს ნაწილობრივი დაბნელება თქვენს პირველ სახლში გამოანათებს, თქვენ ტრანსფორმირებას განიცდით, რომელიც შიგნიდან მოდის. თუკი გონების, გულის, სულისა და სხეულის მუშაობაში წანაცვლებას ამჩნევთ, ნუ შეშფოთდებით. თქვენ მნიშვნელოვანი ცვლილებების ზღვარზე იმყოფებით. როცა წარსულს გადახედავთ, ატყობთ, რა მოუთმენლად ელით მომავალს. გარდაქმნა სწორედ ისაა, რასაც ეძებდით.

მშვილდოსანი
თქვენი მმართველი პლანეტა იუპიტერი ბოლო თვეების მანძილზე რთული და მძიმე რეტროგრადული გზით გატარებთ. საბედნიეროდ, იუპიტერის რეტროგრადული მოძრაობა ამ კვირაში ოფიციალურად სრულდება და გულიდან დიდი ქვა მოგშორდებათ. ვინაიდან ეს პლანეტა თქვენი სულიერების მეთორმეტე სახლში იმყოფება, ამიტომ თქვენი შინაგანი სამყაროს გადაფასებას ახდენთ. შესაძლოა, გარე სამყაროში მარტოსული და უანგარო იყავით. ყველაფრის მიუხედავად, დირექტიულ იუპიტერთან ერთად გრძნობთ, თქვენი სული როგორ უთანაბრდება თქვენს გარემოცვას. იგრძენით თავი მშვიდად და თავდაჯერებულად, თქვენ ცხოვრების მომდევნო ეტაპს ადვილად იწყებთ.

თევზები
როცა მხიარულებისა და კმაყოფილების თქვენი მეხუთე სახლი განათდება მზის დაბნელებით, თქვენი სამყარო სილამაზითა და შემოქმედებით სავსე ადგილად გადაიქცევა. თუკი ბოლო თვეები იდეებისა და შთაგონების ძიებას მოანდომეთ, მიაგნებთ კიდეც. სამყარო შესანიშნავ გზავნილს გამოგიგზავნით და მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, როგორ გამოიყენებთ მას. არაა გამორიცხული, რომანის წერაც კი დაიწყოთ. პირველი რამდენიმე წინადადების დაწერის დრო დადგა. მაგრამ, თუ ბიზნესის დაწყება გსურდათ. დადგა დრო, რამდენიმე სემინარზე ჩაეწეროთ და ექსპერტებისგან ბიზნესის საფუძვლებს გაეცნოთ.

 

წყარო

ნანახია: 238 | დაამატა: Admin | ტეგები: მომდევნო კვირის ფავორიტი 3 ნიშანი! | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close