მთავარი » 2017 » სექტემბერი » 30 » მოწყვიტეთ ხილი და გაიგეთ, აგიხდებათ თუ არა ნატვრა!
რეკლამა
10:56 PM
მოწყვიტეთ ხილი და გაიგეთ, აგიხდებათ თუ არა ნატვრა!

 

წარმოიდგინეთ, რომ ჯადოსნურ მდელოზე მოხვდით, სადაც ჯადოსნური ხე დგას ნაირნაირი ხილით. თქვენ ჯერ კიდევ არ იცით, რომ ეს ნატვრის ხეა. ჩაიფიქრეთ სურვილი და მოწყვიტეთ ის ხილი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ.

 

1. ვაშლი
თუკი ლოყაწითელა ვაშლი მოწყვიტეთ, მაშინ იცოდეთ, სამყარო თქვენდამი კეთილადაა განწყობილი! არ გაუშვათ ეს შანსი! სურვილი აგისრულდებათ, მთავარია, იმედი არ დაკარგოთ.

2. ბანანი
თუკი ბანანი მოწყვიტეთ, მაშინ თქვენ სულ მალე სასიამოვნო ამბავს გაიგებთ. თანაც შესაძლოა, ეს ერთი კი არა, ბევრი სხვადასხვა ამბავი იყოს. თქვენი ცხოვრების მძიმე პერიოდი, როგორც იქნა, დასრულდა და წარმატებების დრო დაიწყო. სურვილი შეგისრულდებათ იმ გამოცდილების ხარჯზე, რომელიც ამ დრომდე დააგროვეთ.

3. ანანასი
თუკი ანანასი მოწყვიტეთ, მაშინ გახსოვდეთ: რაც ხდება, ყველაფერი სიკეთის მომასწავებელია. მაშინაც კი, თუ გგონიათ, რომ ყველაფერი კრახით დასრულდა. თქვენი სურვილი ასრულდება, უბრალოდ, ეს ძალიან უნდა მოინდომოთ.

4. ქლიავი
თუკი ქლიავი არჩიეთ, მაშინ გახსოვდეთ, რომ ეს ის ნიშანია, რომელსაც სამყაროსგან ელოდებით და რომელიც გაუწყებთ, რომ მოქმედების დრო მოვიდა. ნურაფრის შეგეშინდებათ,  ყველაფერი კარგად იქნება.

5. ფორთოხალი
თუკი ფორთოხალი მოწყვიტეთ, მაშინ თქვენი სურვილი სრულად ვერ შესრულდება, მაგრამ ნუ დაღონდებით. ბედისწერა რაღაც უკეთესს გიმზადებთ. მიუშვით მოვლენები და ყველაფერი იმაზე უკეთესად იქნება, ვიდრე შეგეძლოთ, წარმოგედგინათ!

წყარო: prelestno24.ru

ნანახია: 1312 | დაამატა: Admin | ტეგები: აგიხდებათ თუ არა ნატვრა!, მოწყვიტეთ ხილი და გაიგეთ | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close