მთავარი » 2018 » ივნისი » 30 » მშიერ კუჭზე ეს პროდუქტები არ უნდა მიირთვათ!
რეკლამა
12:39 PM
მშიერ კუჭზე ეს პროდუქტები არ უნდა მიირთვათ!

გაიგეთ, რომელია ეს პროდუქტები, რატომ არ არის რეკომენდებული მშიერ კუჭზე და აუცილებლად გაითვალისწინეთ.

 

1. პომიდორი

პომიდვრები ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებითა და მინერალებით არის სავსე, რომლებიც კუჭის წვენთან ერთად ტკივილს, მომატებულ მჟავიანობას ანდა რეფლიუკს იწვევს. ასევე, უზმოზე არ შეიძლება ციტრუსების მიღება, მით უფრო თუ წყლულთან პრობლემები გაქვთ.

2. გაზიანი სასმელები

უზმოზე გაზიანი სასმელები კიბოს განვითარების, გულის დაავადებებისა და დიაბეტის რისკს ზრდის. ერთი ამგვარი სასმელი ხომ დაახლოებით 10 ჩაის კოვზ შაქარს შეიცავს.
თუკი მას უზმოზე დავლევთ, ის სისხლში შაქრის შემცველობას 8-ჯერ გაზრდის.

3. ფენოვანი ცომი

თუკი საუზმეზე ფენოვანი ცომის პროდუქტები გიყვართ, მაშინ დროა, შეჩერდეთ. ისინი საფუვრითაა გაჯერებულები, კუჭის კედლებს აღიზიანებს და მეტეორიზმს იწვევს.

4. სანელებლიანი და ცხარე საკვები

სანელებლიანი და ცხარე საკვები, მომატებული მჟავიანობის გამო, კუჭისა და ლორწოვანი გარსის გაღიზიანებასა და დაზიანებას იწვევს.
სანელებლიანი საკვები გასტრიტსაც დაგმართებთ, ასე რომ, მისი უზმოზე მიღება არაფრით არ შეიძლება.

5. ტკბილეული

გაზიანები სასმელების მსგავსად, ტკბილეულსაც შეუძლია სისხლში შაქრის მკვეთრი მომატება. ასე რომ, ამ საცდურისგან ჯობს, თავი შევიკავოთ.

6. იოგურტი

გიკვირთ? იოგურტი ბევრ სასარგებლო ბაქტერიას შეიცავს, მაგრამ, თუკი მას უზმოზე მივიღებთ, მაშინ კუჭის წვენი ამ სასარგებლო ბაქტერიების უმრავლესობას გაანადგურებს. შესაბამისად, იოგურტის ყველა სასარგებლო თვისება უბრალოდ გაიფანტება. იოგურტი ჭამის შემდეგ მიირთვით.

7. მსხალი

მსხლის ბოჭკოები ცარიელი კუჭისთვის ძალიან მძიმეა და ტკივილს იწვევს.
მათ კუჭის ლორწოვანი გარსის დაზიანებაც შეუძლიათ. ამიტომ მსხალი ფაფეულთან შეაზავეთ და შეგიძლიათ, აღარაფერზე იდარდოთ.

 

წყარო

ნანახია: 184 | დაამატა: Admin | ტეგები: მშიერ კუჭზე ეს პროდუქტები არ უნდა მ | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close