მთავარი » 2018 » ივნისი » 17 » მწარე საკვების მოყვარულები ფსიქოპათები არიან?
რეკლამა
9:12 AM
მწარე საკვების მოყვარულები ფსიქოპათები არიან?

ფსიქოლოგების უახლესი გამოკვლევების თანახმად, მწარე საკვებისა და სასმელების მიმართ დამოკიდებულებით შეიძლება ადამიანის ინდივიდუალურობა განისაზღვროს.

 

კვლევაში, რომელშიც 500 ადამიანი მონაწილეობდა, ადამიანებს სთხოვდნენ, ეპასუხათ, რამდენად მოსწონთ ტკბილი, მლაშე, მჟავე და მწარე საკვების სხვადასხვა ნიმუშების გემო. 
ამის შემდეგ მათ სთხოვდნენ, სპეციალური ტესტი გაევლოთ, რომელიც განსაზღვრავს პიროვნებაში აგრესიის, ნარცისიზმს, ფსიქოპათიის, მაკიაველიზმის, სადიზმის, ექსტრავერტულობის, ემოციური სტაბილურობისა და გახსნილობის დონეებს.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მწარე საკვების მოყვარულებმა ტესტებში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ფსიქოპათიაში, აგრესიულობასა და სადიზმში დააგროვეს. 
მეტიც, ფსიქოლოგების აზრით, ცხარე საკვების სიყვარული ყველა სხვა გემოზე უკეთ გამოდგება პიროვნების მახასიათებლად. მიღებული მონაცემების თანახმად, ადამიანის სიყვარული ცხარე საკვებისადმი მის აგრესიულობასა და მძიმე ბუნებაზე მეტყველებს.

 

წყარო

ნანახია: 202 | დაამატა: Admin | ტეგები: მწარე საკვების მოყვარულები ფსიქოპათ | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close