მთავარი » 2018 » ნოემბერი » 2 » ფაქტები, რომლებსაც ბავშვობიდან გვაჯერებდნენ
რეკლამა
10:12 PM
ფაქტები, რომლებსაც ბავშვობიდან გვაჯერებდნენ

ამ ისტორიებშიც არის ჭეშმარიტების მარცვალი, უბრალოდ, ყველაფერი ისე არ არის, როგორც ამის შესახებ ბავშვობაში გვიყვებოდნენ.

 

 

 

მითი: ადამიანები საკუთარი ტვინის მხოლოდ 10%-ს იყენებენ
შეუძლებელია, საკუთარ თავს მოვუღიტინოთ და გაგვეცინოს, რადგან ჩვენი ტვინის ნათხემი (რომელიც სწორედ ტვინში მდებარეობს) ღიტინის შეგრძნებას „გამოიცნობს“ და არ გაგვეცინება.
ალბათ, გსმენიათ ამ მითის შესახებ სკოლაში. მისი წარმოშობა გაუგებარია, მაგრამ იდეა, რომ ადამიანები საკუთარი ტვინის შესაძლებლობების დაახლოებით 90%-ს არ იყენებენ, მცდარია. შეუძლებელია, ჩვენი ტვინის ყველა ნეირონი ერთდროულად ამოქმედდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტვინის ზოგიერთი ნაწილი ამ დროს აქტიური არ არის.

 

„გამოდის, რომ, ფაქტობრივად, ტვინის მთლიანი ნაწილით ვსარგებლობთ, და ისინი მუდმივად აქტიურია“, - ამბობს ბერი გორდონი, რომელიც ჯონ ჰოპკინსის სახელობის სამედიცინო სკოლის ნევროლოგია.

 

 

 

მითი: ღამურები ბრმები არიან

ალბათ, გსმენიათ გამოთქმა, „ღამურასავით ბრმაა“. ამ გავრცელებული აზრის მიუხედავად, ღამურები ბრმები არ არიან და მათ ბევრ ადამიანზე უკეთესი მხედველობა აქვთ. სპეციალისტების სიტყვებით, ღამურები სამჯერ უკეთ ხედავენ, ვიდრე ადამიანები. ჩვეულებრივ მხედველობაზე დამატებით, ღამურებს აქვთ დამატებითი ტექნიკა, რომელსაც ექოლოკაციას უწოდებენ. ცუდი განათების შემთხვევაში მათ შეუძლიათ, იპოვონ ხმის წყარო ექო სიგნალებზე დაყრდნობით. ეს მათ განსაკუთრებით ეხმარება საკვების მოპოვების დროს.

ასე რომ, შემდეგზე როდესაც გეტყვიან „ღამურასავით ბრმა ხარ", ნუ გაბრაზდებით. შეგიძლიათ, ეს ფრაზა კომპლიმენტადაც მიიღოთ.

 

 

 

მითი: თავის უკან გადაწევა ცხვირიდან სისხლდენას აჩერებს

 


ბავშვობაში, ცხვირიდან სისხლდენის დროს, ალბათ, ბევრს მოუცია თქვენთვის რჩევა, თავი უკან გადაგეწიათ, თუმცა, ამ ქმედებას ექიმები მართებულად არ მიიჩნევენ. პირიქით, თავი წინ უნდა გადაწიოთ და ცხვირის ნესტოებზე თითები მოიჭიროთ, რათა ცხვირიდან სისხლდენა შეჩერდეს.

თავის უკან გადაწევით სისხლდენა არ გაჩერდება და შესაძლოა, ამ ქმედებამ თქვენს ორგანიზმს ზიანიც მიაყენოს. ამგვარად, შესაძლოა, სისხლი ყელში გადავიდეს, შემდეგ კი კუჭში, რასაც სხვადასხვა უსიამოვნო შედეგი მოჰყვება.

 

 

 

 

მითი: თუკი საღეჭ რეზინს გადაყლაპავთ, ის თქვენს ორგანიზმში 7 წელი დარჩება
მართალია, საღეჭი რეზინი თქვენს ორგანიზმში გარკვეული დროის მანძილზე დარჩება, მაგრამ არა 7 წელი. სხვა პროდუქტებისგან განსხვავებით, საღეჭი რეზინი სხეულში გადამუშავდება ფერმენტებისა და მჟავების დახმარებით. საღეჭი რეზინი თქვენს ორგანიზმში დაუშლელად გაივლის, არ დანაწილდება და ასევე, მთლიანად გამოვა სხეულიდან.

მიუხედავად იმისა, რომ საღეჭი რეზინი თქვენს ორგანიზმში 7 წელი არ დარჩება, მისი გადაყლაპვა სასურველი არ არის, რადგან ბავშვებში საღეჭი რეზინის გადაყლაპვის შემდეგ პრობლემების შემთხვევები ხშირია.

 

 

 

მითი: აქლემი წყალს კუზში იმარაგებს

შესაძლოა, ფიქრობდით, რომ აქლემს კუზი მხოლოდ წყლის მარაგისთვის აქვს, მაგრამ ეს მცდარი აზრია. ზოგიერთ აქლემს ერთი კუზი აქვს, ზოგს - ორი, მაგრამ კუზების რაოდენობის მიუხედავად, მათ აბსოლუტურად სხვა დანიშნულება აქვთ - ეს არის ცხიმის დასაგროვებელი ადგილი.

კუზში დაგროვილი ცხიმი აქლემისთვის არის საკვების შემცვლელი, იმ შემთხვევაში, როდესაც აქლემს დიდი მანძილის გავლა უწევს საკვების შეზღუდული პირობების შემთხვევაში. კუზში დაგროვილი ცხიმი, დაახლოებით, სამი კვირის განმავლობაში საკმარისია აქლემისთვის საკვებად.

 

 

 

 

მითი: დღეში 9 ჭიქა წყლის დალევა სავალდებულოა


ამ მითის წარმოშობა საკმაოდ გაუგებარია, მაგრამ, თუკი ეს სიტყვები ექიმისგან, ოჯახის წევრებისგან ან მასწავლებლისგან გაიგეთ, არ გეგონოთ, რომ სიმართლეა.

სინამდვილეში, 9 ჭიქა წყლის დალევა ყოველდღიურად აუცილებელი არ არის. თქვენი ორგანიზმი წყლის საჭირო რაოდენობას საკვებიდან და სხვადასხვა სითხიდანაც იღებს. უმჯობესია, მიიღოთ წყალი ნორმალური და ზომიერი რაოდენობით.

ყველაზე მთავარია, გახსოვდეთ, რომ თქვენი ორგანიზმისთვის აუცილებელია ბალანსი. სითხის აუცილებელი რაოდენობა დამოკიდებულია კონკრეტულ ადამიანზე, რადგან ყურადღება უნდა მიაქციოთ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და აქტივობის დონე, რომლებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია, სანამ წყლის დალევას შეუდგებით.

 

წყარო

ნანახია: 81 | დაამატა: Admin | ტეგები: romelsac bavshvobidan gvajerebdnen, faqtebi, რომლებსაც ბავშვობიდან გვაჯერებდნენ, ფაქტები | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close