მთავარი » 2017 » სექტემბერი » 4 » „პიროვნების სიმბოლო” – ბედნიერების ფსიქოლოგიური ტესტი
რეკლამა
11:23 PM
„პიროვნების სიმბოლო” – ბედნიერების ფსიქოლოგიური ტესტი

1. გულუხვი და მადლიერი
ამბიციური და მიზანმიმართული ხართ. ნებისმიერ შემთხვევაში გსურთ, საუკეთესო იყოთ. მაღალი სტანდარტები გაქვთ. ადამიანებს შესაძლოა, მოეჩვენოთ, რომ თქვენთან ურთიერთობა რთულია, სინამდვილეში ყველაზე მეტად საკუთარ თავთან ურთიერთობა გიჭირთ. არ შრომობთ მხოლოდ ფულისთვის, თქვენთვის მნიშვნელოვანია, სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოთ. გიყვართ, სანამ გულს არ გატკენენ. ხშირად ადამიანები ვერ აფასებენ თქვენს ღირსებებს და იმას, რასაც აკეთებთ.

 

2. მომხიბლავი და სამართლიანი
პასუხისმგებლიანი და მოწესრიგებული ადამიანი ხართ, მოგწონთ სხვებზე ზრუნვა. გულწრფელი ურთიერთობების გჯერათ და პოზიტიური ხასიათი გაქვთ. სხვის თვალში ნდობას ყოველთვის იმსახურებთ. ნათელი, მობილიზებული და მახვილგონივრული ხართ.

 

3. ჭკვიანი და მორალური
კლასიკური ინტრავერტი და მოაზროვნე ხართ. ყოველთვის გაქვთ საკუთარი აზრი, გიყვართ მარტოობაში ფიქრი და თქვენს აზრს ყოველთვის აფასებენ. ადვილად ეწყობით მათ, ვისაც ფიქრი და სწავლა უყვარს. ყოველთვის ცდილობთ, გააკეთოთ ის, რაც სწორია, მაშინაც კი, როცა უმრავლესობა არ გეთანხმებათ.

 

4. გამჭრიახი და ფილოსოფიური
უნიკალური სული გაქვთ. იშვიათად მოიძებნება თქვენი მსგავსი. ინტუიციური და ჭირვეული ხასიათი გაქვთ, ამიტომ ხშირად ვერ გიგებენ, რაც გულს გტკენთ. უბრალოდ, საკუთარი სივრცე გესაჭიროებათ, რათა განავითაროთ შემოქმედებითი უნარი. იმ ადამიანთა რიცხვში შედიხართ, ვინც კარგად ხედავს ცხოვრების ბნელ და ნათელ მხარეებს. ძალიან ემოციური პიროვნება ხართ.

 

5. დომინანტი და დარწმუნებული
ძალიან დამოუკიდებელი ადამიანი ხართ. ნებისმიერ სიტუაციაში, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გაქვთ. ყოველთვის კარგად იცით, რა გსურთ და მიზნისკენ თავდადებით ისწრაფვით. ერთადერთი, რასაც ადამიანისგან ითხოვთ, გულწრფელობაა. ყოველთვის სიმართლის მხარეს ხართ.

 

6. თვალისმომჭრელი და ენერგიული
ნატურით მხიარული, სპონტანური და ენთუზიაზმით სავსე ხართ. მთელ სამყაროსთან ჰარმონიულად ხართ განწყობილი. ყველაფერი გაინტერესებთ, გასართობს ადვილად პოულობთ. ხალხის გაოცებას ხშირად იწვევთ. ყოველთვის რჩებით ის, რაც ხართ.

 

7. ბედნიერი და აუღელვებელი
კარგი მსმენელი ხართ და არასდროს განსჯით, გამგები პიროვნება ხართ. კარგად გესმით, რომ ყველა ადამიანს საკუთარი ცხოვრება აქვს. იშვიათად აღელდებით რაიმეზე და თქვენი სიმშვიდე გარშემომყოფებს ხშირად აოცებთ. გიყვართ დროის კარგად გატარება.

 

8. კეთილი და მგრძნობიარე
ადამიანებთან ურთიერთობას მარტივად ახერხებთ. ბევრი მეგობარი გყავთ და მათი გახარება გიყვართ. თბილი და ნათელი აურა გაქვთ. ცდილობთ, დღითი დღე უკეთესი გახდეთ, იყოთ მეტად საინტერესო და არაორდინარული. თქვენთან თავს კარგად გრძნობენ და ისინიც კი გიყვართ, ვინც იმავე გრძნობით არ გპასუხობენ.

 

9. ოპტიმიზმით სავსე და იღბლიანი
დარწმუნებული ხართ, რომ ცხოვრება საჩუქარია. ცდილობთ, რაც შეიძლება მეტი გააკეთოთ და საკუთარი მიღწევებით ყოველთვის ამაყობთ. მზად ხართ, საყვარელ ადამიანს, ყველა თქვენი სიხარული თუ მწუხარება გაუზიაროთ. ცხოვრებას ოპტიმიზმით უყურებთ. ნებისმიერ გზას გამონახავთ, რათა აპატიოთ, ისწავლოთ და განვითარდეთ.

 

წყარო: FunTime.Ge

ნანახია: 766 | დაამატა: Admin | ტეგები: „პიროვნების სიმბოლო” – ბედნიერების | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close