მთავარი » 2018 » ივნისი » 16 » ფროიდის ტესტი - გაიგეთ, რა იმალება თქვენს გონებაში
რეკლამა
10:48 PM
ფროიდის ტესტი - გაიგეთ, რა იმალება თქვენს გონებაში

ყველაფერი, რაც თქვენ მოგეთხოვებათ: აიღეთ კალამი და ფურცელი და უპასუხეთ კითხვებს!

 

ეცადეთ, საკუთარ ქვეცნობიერში ღრმად ჩაეშვათ...

 

1. ზღვას უყურებთ... რას გრძნობთ?

 

2. ტყეში მიდიხართ და მიწაზე იყურებით. რას ხედავთ? რას გრძნობთ?

 

3. თოლიებმა თავზე გადაგიფრინეს. რა გრძნობები გაგიჩნდათ?

 

4. ცხენების ჭენებას უყურებთ. რა ემოციებს იღებთ?

 

5. იმყოფებით უდაბნოში და ამ უდაბნოში რატომღაც კედელია. თქვენ ამ კედლის ვერც თავს ხედავთ და ვერც ბოლოს. მაგრამ კედელში მცირე ზომის ნახვრეტია. ამ ნახვრეტში ოაზისი მოჩანს. რას მოიმოქმედებთ?

 

6. უდაბნოში ხეტიალისას წყლით სავსე დოქს პოულობთ. რას მოიმოქმედებთ?

 

7. გვიან ღამით ტყეში დაიკარგეთ. უცბად სახლს ხედავთ, სადაც სინათლე ანთია. რის გაკეთებას აპირებთ?

 

8. ნისლში ვერაფერს ხედავთ. რას გააკეთებთ პირველ რიგში?

 

 

 

ახლა ვნახოთ, რას ნიშნავს თქვენი პასუხები!

 

1. ეს ცხოვრებისადმი, ემოციებისა და სურვილებისადმი თქვენი დამოკიდებულებაა;

 

2. ასეთი დამოკიდებულება გაქვთ საკუთარი ოჯახისადმი;

 

3. ასეთია ქალებისადმი თქვენი დამოკიდებულება;

 

4. ასეთი დამოკიდებულება კი კაცებისადმი გაქვთ;

 

5. ეს პრობლემების გადაწყვეტის თქვენეული სტრატეგიაა;

 

6. ასე სექსუალურ პარტნიორს არჩევთ;

 

7. ეს არის ქორწინებისა და ოჯახისადმი თქვენი მზადყოფნა;

 

8. ასეთია სიკვდილისადმი თქვენი დამოკიდებულება.

 

წყარო

ნანახია: 533 | დაამატა: Admin | ტეგები: froidis fsiqologiuri testi, ფროიდის ტესტი - გაიგეთ, რა იმალება თქვენს გონებაში | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close