მთავარი » 2017 » სექტემბერი » 17 » ფროიდის ტესტი: როგორ აზროვნებს ჩვენი ქვეცნობიერი
რეკლამა
9:13 AM
ფროიდის ტესტი: როგორ აზროვნებს ჩვენი ქვეცნობიერი

ჩვენ გეპატიჟებით თქვენს ქვეცნობიერში, რათა უკეთესად დაგანახოთ მისი მუშაობა. მოიმარჯვეთ კალამი და ფურცელი, გამორთეთ ლოგიკა, ჩართეთ წარმოსახვა და დაიწყეთ წერა.

  1. წარმოიდგინეთ ზღვაში იყურებით. რას გრძნობთ?
  2. მიდიხართ ტყეში და თან ქვევით იხედებით. რას ხედავთ? ახლა დაწერეთ რაც იგრძენით.
  3. თქვენს თავზე მოფარფატე თოლიებს აკვირდებით. რა გრძნობა გეუფლებათ?
  4. უყურებთ მორბენალ ცხენებს. რა ემოციები მიიღეთ?
  5. ხართ უდაბნოში, თქვენ წინ კი თვალუწვდენელი კედელია აღმართული. კედელში არის პატარა ხვრელი, საიდანაც ოაზისს ხედავთ. რის გაკეთებას აპირებთ?
  6. უდაბნოში ხეტიალისას მოულოდნელად იპოვეთ წყლით სავსე ჭურჭელი. როგორ იმოქმედებთ?
  7. ღამით დაიკარგეთ ტყეში, მოულოდნელად კი სახლი და სინათლე დაინახეთ. დაფიქრდით, რას გააკეთებთ?
  8. ნისლია და გარშემო ვერაფერს ხედავთ. რისი გაკეთება გსურთ პირველად?

რას ნიშნავს თქვენი პასუხები?

  1. ეს არის თქვენი დამოკიდებულება ცხოვრებაზე, ემოციებზე და სურვილებზე.
  2. ეს არის თქვენი გრძნობები ოჯახის მიმართ.
  3. თქვენი დამოკიდებულება ქალებზე.
  4. თქვენი დამოკიდებულება კაცებზე.
  5. ეს არის პრობლემების მოსაგვარებელი თქვენი სტრატეგია.
  6. ეს არის თუ როგორ ირჩევთ სექსუალურ პარტნიორს.
  7. თქვენი მზადყოფნა ქორწინებასა და ოჯახის შექმნაზე.
  8. თქვენი დამოკიდებულება სიკვდილზე.

 

Simp.Ge

ნანახია: 433 | დაამატა: Admin | ტეგები: ფროიდის ტესტი: როგორ აზროვნებს ჩვენ | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close