მთავარი » 2017 » სექტემბერი » 29 » პროფესიები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
რეკლამა
0:06 AM
პროფესიები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

თუ პროფესია ჯერ არ აგირჩევიათ ან უკვე აირჩიეთ, მაგრამ ვერ მოერგეთ, გადახედეთ ამ რჩევებს. ვარსკვლავებმა უკვე დიდი ხნის წინ გადაწყვიტეს, რომელი პროფესიისადმი აქვს მიდრეკილება ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშანს.

 

ვერძი - სპორტული პროფესიები
ხანდახან ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ზედმეტად ჯიუტები და ფეთქებადები არიან. მათ ისეთი მიმართულება სჭირდებათ, რომელშიც დაგროვილ ენერგიას დახარჯავენ. რა თქმა უნდა, შეიძლება, სპორტი, უბრალოდ, მათი ჰობი გახდეს, მაგრამ თამამად შეუძლიათ, პროფესიად აქციონ - მათ ამისადმი მიდრეკილება ნამდვილად აქვთ!

 

 

 

 

კურო - მცირე და საშუალო ბიზნესი
ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს სხვისი ხელმძღვანელობის ქვეშ მუშაობა არ უყვართ. ყველაზე მეტად თავიანთ პროფესიაში მოქმედების თავისუფლებას აფასებენ. თუ ვინმე მითითებებს აძლევს, ეს მათ პროდუქტიულობაზე ცუდად აისახება. 

 

ტყუპები - ჟურნალისტი
აი, ვის უჭირს სინამდვილეში რუტინა. ტყუპები იმდენად მრავალმხრივი ადამიანები არიან, რომ ყოველდღე რაღაც სიახლე და მოულოდნელობა სჭირდებათ.

 


კირჩხიბი - მასწავლებელი
ამ ნიშნის წარმომადგენლებს თავიანთი ცოდნის გადმოცემა ძალიან კარგად შეუძლიათ. დიახ, ისინი ყოველთვის იდეალური ხასიათით არ გამოირჩევიან, სამაგიეროდ იციან, ადამიანებს საჭირო ინფორმაცია ძალიან მარტივად და ეფექტურად მიაწოდონ. 

 

 

 

 

ლომი - მწერალი/სცენარისტი
არამხოლოდ წერის ნიჭის გამო. საქმე ის არის, რომ ამ ადამიანებს დიდი ფანტაზია აქვთ და საუკეთესო ისტორიების შეთხზვაც უყვართ.

 

ქალწული - აღმზრდელი
ეს ადამიანები ყოველთვის ყველაფერს აკონტროლებენ. მათ ზუსტი გეგმის შედგენაც შეუძლიათ, დავალების იდეალურად შესრულებაც და დარიგებისა და სწავლების უნარიც აქვთ. მეტი რა არის საჭირო აღმზრდელისთვის?

 

სასწორი - ეკონომისტი/ანალიტიკოსი
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ყველაფრის აწონ-დაწონა სჩვევიათ, საბოლოოდ კი მუდამ სწორ გადაწყვეტილებებს იღებენ. ეს ანალიტიკოსისთვის არაჩვეულებრივი თვისებაა.

 

მორიელი - პოლიტიკოსი
ისინი ძალიან კარგად უძლებენ კონკურენციას. კრიტიკა მათ ვერ აჩერებს, საღად აზროვნებას აგრძელებენ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ.

 

 

 

 

მშვილდოსანი - დიზაინერი
ადამიანები, რომლებსაც რაღაც ახლისა და სასარგებლოს შექმნა უყვართ. მათ კრეატიულად აზროვნება შეუძლიათ, რაც რაღაც უჩვეულოს მოფიქრებაში ეხმარებათ.

 

თხის რქა - ფოტოგრაფი/ოპერატორი
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს სილამაზის დანახვა წვრილმანებშიც კი შეუძლიათ. ამ ნიშნის მატარებელ ბევრ ადამიანს ნახავთ კამერით ხელში.

 

მერწყული - შეფ-მზარეული
მერწყულს საჭმლის მომზადება ძალიან კარგად ეხერხება, მაგრამ ვერ ეგუება კონტროლს. მას კერძების დამოუკიდებლად მოფიქრება უყვარს. მერწყული „შეფის“ კერძები მუდამ გემრიელია.

 

 

 

 

თევზები - მხატვარი
ეს ადამიანები თავიანთ სამყაროში ცხოვრობენ, მეოცნებეები და ჩაფიქრებულები არიან. ასეთი ხასიათის გამოხატვა ყველაზე კარგად ხელოვნებაში შეიძლება. სახატავი ინსტრუმენტებით აღჭურვილ თევზებს კარგი კარიერის გაკეთება შეუძლიათ.

 

 

FunTime.Ge

ნანახია: 302 | დაამატა: Admin | ტეგები: პროფესიები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვ | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close