მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 6 » ფსიქოლოგიური ტესტი: „იპოვე ქურდი“
რეკლამა
9:19 AM
ფსიქოლოგიური ტესტი: „იპოვე ქურდი“

შეხედეთ ნახატს - აქედან მხოლოდ ერთია ქურდი, რომელიც დანაშაულის ადგილიდან გარბის. შეეცადეთ, გაარკვიოთ, შემდეგ კი თქვენი პასუხის მიხედვით შედეგები ქვემოთ წაიკითხეთ.

 

თუ თქვენი არჩევანია №1: ბევრისთვის იდეალი და მისაბაძი მაგალითი ხართ. მიზანმიმართულობა, საქმიანი ალღო, შთაგონება და მახვილი ჭკუა - აი, თქვენი პორტრეტი! თქვენ შეგიძლიათ, მთელი გუნდი აიყოლიოთ და ნებისმიერ დასახულ მიზანს მიაღწიოთ. თქვენთვის წინააღმდეგობა არ არსებობს. თუ მოინდომებთ, მთელ მსოფლიოს დაიპყრობთ.

თუ თქვენი არჩევანია №2: თქვენ პასუხისმგებელი და პუნქტუალური ხართ. არაფერს აკეთებთ ნაჩქარევად და დაუფიქრებლად და არც ცრუ დაპირებებს იძლევით. თქვენი წრისთვის საიმედოობისა და სტაბილურობის განსახიერება ხართ. იმავდროულად, გამოირჩევით სიცოცხლის წყურვილით და ჯანსაღი ცნობისმოყვარეობით. მუდმივად გახსნილი ხართ ახალი ცოდნისა და შთაბეჭდილებებისთვის.

თუ თქვენი არჩევანია №3: ადამიანებს ზედმეტად ენდობით და მათზე უკეთესი წარმოდგენა გაქვთ, ვიდრე სინამდვილეში არიან. მრავალჯერადმა იმედგაცრუებამაც კი ვერ შეგიცვალათ შეხედულება სამყაროზე. თქვენ სხვისი პრობლემებისა და უბედურებების მიმართ ძალიან მგრძნობიარე ხართ. იციან რა ეს, ბევრი მოდის თქვენთან გულის მოსაოხებლად.

თუ თქვენი არჩევანია №4: შინაგანი ალღოს წყალობით ცხოვრებაში ყველა წინააღმდეგობას მოხერხებულად ძლევთ. თქვენგან არაფერი დაიმალება, თითქოს ადამიანების აზრებს კითხულობთ. არც მტრების არანაირი ხაფანგი და შეთქმულება გაშინებთ, ვინაიდან ყველაფერს წინასწარ გრძნობთ. ამგვარი უნარით კარიერულ მწვერვალს ადვილად აღწევთ.

 

მართალია, ვერ დავადგინეთ, ვინ არის ამ ოთხიდან ნამდვილი ქურდი, მაგრამ, სამაგიეროდ, ბევრი რამ გავიგეთ თქვენი ხასიათის შესახებ.

წყარო: slovofraza.com

ნანახია: 1825 | დაამატა: Admin | ტეგები: ფსიქოლოგიური ტესტი: „იპოვე ქურდი“ | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close