მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 24 » ყველაზე სასარგებლო ხილი მსოფლიოში, რომელსაც ექიმები ლურჯ ოქროს ეძახიან (9 ფოტო)
რეკლამა
11:17 AM
ყველაზე სასარგებლო ხილი მსოფლიოში, რომელსაც ექიმები ლურჯ ოქროს ეძახიან (9 ფოტო)

მოცვი მანანასებრთა ოჯახის მცენარეთა გვარის წარმომადგენელია. მოტკბო-მომჟავო გემოს მქონე კენკრა გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. 


მოცვის სასარგებლო თვისებები იმდენად მრავალმხრივია, რომ ის არა მხოლოდ კენკრად შეიძლება ჩაითვალოს, არამედ სამკურნალო საშუალებადაც.

როგორც ხალხურ, ასევე ტრადიციულ მედიცინაში ფართოდ გამოიყენება მოცვის ნაყოფი და ფოთლები. მოცვის სასარგებლო თვისებები ადამიანის ორგანიზმისთვის შეუფასებელია.



1) მოცვი აფერხებს დაბერების პროცესს

2) კარგია საშარდე გზების ინფექციის დროს და მისი თავიდან ასაცილებლად

3) კარგია მხედველობის გასაუმჯობესებლად და კუნთებისათვის

4) შეიცავს ვიტამინების კომლექსს, რომელიც დადებითად მოქმედებს ტვინზე, აუმჯობესებს მახსოვრობას და გიცავთ ალცჰაიმერის დაავადებისაგან

5) კარგია კუჭ-ნაწლავის დაავადებების თავიდან ასაცილებლად და სამკურნალოდ

6) საუკეთესო საშუალებაა სიმსივნის პრევენციისთვის

7) კარგია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ

8) აძლიერებს იმუნურ სისტემას

9) აქვს ანტიდეპრესანტული მოქმედება



მოცვი ვიტამინებისა და სასარგებლო ნივთიერებების ნამდვილი საბადოა 
მის შემადგენლობაში შედის ადამიანის ორგანიზმის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ნივთიერებები: რძემჟავა, ლიმონმჟავა, მჟაუნმჟავა, ქინაქინმჟავა, ქარვამჟავა და ვაშლის მჟავა. 
მოცვი მდიდარია მიკრო და მაკროელემენტებით: მანგანუმით, კალიუმით, ფოსფორით, გოგირდით, სპილენძით, თუთიითა და ქრომით, А, С, РР და В ჯგუფის ვიტამინებით, ეთერზეთებითა და მთრიმლავი ნივთიერებებით. კენკრაში შემავალი რკინა ორგანიზმის მიერ სრულად აითვისება.



100 გრ. მოცვი შეიცავს: 86გრ. წყალს, 1,1 გრ. ცილებს, 0,6 გრ. ცხიმებს, 7,6 გრ. ნახშირწყლებს, 3,1 გრ. უჯრედისს, 1,2 გრ. ორგანულ მჟავებს, 7,6 გრ. დისაქარიდებს, 0,4 გრ. ნახშირს. 
პროდუქტის ენერგეტიკული ღირებულებაა 100 გრ-ზე 44 კილოკალორია.

იმის გამო, რომ მოცვში ანტიოქსიდანტების დიდი რაოდენობა შედის, მისი გამოყენება ხელს უწყობს ღრმა სიბერემდე კარგი მეხსიერებისა და მახვილი მხედველობის შენარჩუნებას. 
ის ამკვრივებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ებრძვის მიოკარდიუმის ინფარქტს, თრომბოზებს, ნაადრევ სიბერეს, ინფექციურ დაავადებებს და ჭარბ წონას.



მოცვის რეგულარული გამოყენება აქვეითებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების წარმოქმნის რისკს. მოცვს ანტიანთებითი, ხრწნის საწინააღმდეგო, შარდმდენი, ნაღველმდენი შემკვრელი თვისებები გააჩნია. ანტიკოაგულანტების წყალობით, ის ხელს უშლის სისხლის შედედებას.



ყველაზე სასარგებლო ანტიოქსიდანტი, ანტოციანინი, მოცვში გაცილებით დიდი რაოდენობით შედის, ვიდრე სხვა პროდუქტებში. ასევე, ის მდიდარია გლიკოზიდი მირტილინით, რომელიც ინსულინის მსგავსად მოქმედებს: სისხლში შაქრის დონეს დაბლა სწევს და აღადგენს კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციას. კაროტინოიდები აუმჯობესებს მხედველობას, აახლებს თვალის ბადურის უჯრედებს, აუმჯობესებს თვალში სისხლის მიმოქცევას და ღამით მხედველობას. მოცვის ყოველდღიურ რაციონში ჩართვა რეკომენდებულია მათთვის, ვისი სამუშაოც მხედველობით დაძაბულობას უკავშირდება.



ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო თვისებების გამო, მოცვი აუმჯობესებს გაციების დროს მდგომარეობას, ზედა სასუნთქი გზების ანთებით პროცესებს, ხსნის თავის ტკივილს.



მოცვის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო თვისება საჭმლის მომნელებელ სისტემაზე დადებითი ზემოქმედებაა. ის აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, დადებითად მოქმედებს როგორც ფაღარათის, ასევე, ყაბზობის დროს. 
მოცვის წვენს მძლავრი ბაქტერიციდული მოქმედება აქვს, ის სპობს მუცლის ტიფისა და დეზინტერიის გამომწვევ ბაქტერიებს, ხსნის თირკმელებისა და შარდსასქესო გზების ანთებებს. 
მოცვის გამოყენება რეკომენდებულია გულძმარვისა და კუჭის დაბალი მჟავიანობისას. 
გარდა ამისა, მოცვი აუმჯობესებს თირკმელების მდგომარეობას და გვეხმარება ჰემოროის მკურნალობაში.



მოცვის უკუჩვენებები
მოცვის უკუჩვენებები ოდნავ გადაჭარბებული ფორმულირებაა. 
მოცვის გამოყენებით არც საავადმყოფოში მოვხვდებით და არც მოვკვდებით. 
მხოლოდ შემდეგი წესები უნდა დავიცვათ:
- დღეში არ მივიღოთ ხუთას გრამზე მეტი;
- თუ მოცვი არასოდეს მიგვიღია, ის მცირე პორციებით უნდა მივირთვათ, რათა თავიდან ავიცილოთ ალერგიული ზემოქმედება;
- მოცვი არ უნდა მივიღოთ ჟოლოსა და მარწყვთან ერთად;
- შაქრიანი მოცვი სასურველი არ არის დიაბეტიკებისთვის;
- მოცვს აქვს ერთი თვისება: ის გარემოში არსებულ ნივთიერებებს იგროვებს. ამიტომ, უნდა დავრწმუნდეთ, არის თუ არა მოკრეფილი ეკოლოგიურად სუფთა ზონებში. რადიოაქტიურად საშიშ ზონებში აღებული მოსავალი რადიაციით იქნება გაჯერებული.
- მოცვის გამოყენება უკუნაჩვენებია მათთვის, ვისაც ნაღველმდენი სისტემის პრობლემები, პანკრეატიტი, შარდკენჭოვანი სისტემის ან კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებები აწუხებს.
- დიდი რაოდენობით მოცვმა შესაძლოა, ყაბზობამდე მიგვიყვანოს.

ნანახია: 739 | დაამატა: Admin | ტეგები: ყველაზე სასარგებლო ხილი მსოფლიოში, რომელსაც ექიმები ლურჯ ოქროს ეძახიან | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close