მთავარი » 2018 » ივლისი » 13 » რა არ უნდა უთხრათ არასდროს ზოდიაქოს კონკრეტულ ნიშანს?
რეკლამა
11:47 PM
რა არ უნდა უთხრათ არასდროს ზოდიაქოს კონკრეტულ ნიშანს?

არსებობს კონკრეტული ფრაზები, რომლებიც ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნისთვის არათუ საწყენია, არამედ შეიძლება სამუდამოდ შეგიძულოთ...

 

ვერძი: „დაწყნარდი“

 

საქმე ისაა, რომ ეს სიტყვა ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელზე საპირისპირო ქმედებას ახდენს. თუკი ვერძის დახმარება გსურთ, მის დასაწყნარებლად რაიმე სხვა ხერხს უნდა მიმართოთ.

 

კურო: „იმას არაუშავს“

 

პარტნიორებმა კუროს სხვა ქალის/მამაკაცის მიმართ კომენტარი არ უნდა გააგონოთ. მაშინაც კი, თუკი კუროს გარეგნობის შექება გსურთ, ჯობს არ შეადაროთ, უბრალოდ, კომპლიმენტი უთხარით. წინააღმდეგ შემთხვევაში კონფლიქტი გარდაუვალი იქნება.

 

ტყუპები: „რა სისულელეა“

 

ტყუპებს ეს ფრაზა არასდროს უთხრათ, ამით მათი ეგო ძლიერ დაზარალდება! ტყუპებს თავი ჭკვიანი, მოხერხებული და საინტერესო ჰგონიათ, ამიტომაც ეს ფრაზა მათში ნამდვილ აფეთქებას იწვევს.

 

კირჩხიბი: „შემეშვი, რა მომაბეზრებელი ხარ“

 

ეს ფრაზა ბევრს არ მოეწონება, მაგრამ კირჩხიბები პირდაპირ მელანქოლიაში ვარდებიან. ისინი ადამიანებთან ძნელად იხსნებიან და ამგვარი ფრაზა მათ ძლიერ ტკივილს აყენებს.

 

ლომი: „რაღაც ცუდად გამოიყურები“

 

ლომებს საკუთარი თავის მოვლა უყვართ. ამიტომაც მათი გარეგნობის მიმართ უარყოფითი კომენტარები უნდა დავივიწყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ გულისწყრომას გამოვიწვევთ.

 

ქალწული: „ნეტავ, მათნაირი ვიყოთ“

 

თუკი ქალწულის პარტნიორი მათ წყვილს, რომელიმე სხვა წყვილს ადარებს, მაშინ ქალწული ურთიერთობაში პრობლემების ძებნას დაიწყებს. გინდათ ეს?

 

სასწორი: „შენი მეგობრები არ მომწონს“

 

სასწორისთვის პარტნიორისგან ამგვარ სიტყვების მოსმენა მტკივნეულია. მისთვის მეგობრები ხომ უახლოესი ადამიანები არიან, ამიტომ მის მეგობრებზე ნათქვამ ამ სიტყვებს ისინი საკუთარი თავზეც მიიღებენ.

 

მორიელი: „აი, ჩემი ყოფილი...“

 

არავის არ სიამოვნებს ყოფილ პარტნიორთან შედარება და მორიელებს - მით უფრო. ვითარების მთავარი ტრაგიკულობა კი იმაში მდგომარეობს, რომ მორიელები ძლიერ ეჭვიანები არიან. ასე რომ, ამგვარი ფრაზა მორიელს დიდი ხნით დააკარგვინებს სიმშვიდეს.

 

მშვილდოსანი: „სულელი ხარ“

 

მშვილდოსნები ამ ფრაზას მხოლოდ ცუდი გაგებით აღიქვამენ. ისინი მას თავიანთი ინტელექტუალობისა და ემოციური მდგომარეობისადმი შეურაცხყოფად აღიქვამენ. მასთან ამგვარად ხუმრობას არ გირჩევთ!

 

თხის რქა: „ჩემს მშობლებს არ მოსწონხარ“

 

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს სურთ, რომ ყველასთვის მოსაწონები იყვნენ. თუკი პარტნიორის მშობლები მას არ აფასებენ, ეს მათთვის პარტნიორის მხრიდან სიყვარულის ნაკლებობის მაჩვენებელია.

 

მერწყული: „დედაშენს ჰგავხარ“

 

მერწყულს უყვარს საკუთარი დედა, მაგრამ ქებაც და ძაგებაც საკუთარი შეცდომებისა და წარმატებების ხარჯზე სურთ მიიღონ. მათ საერთოდ არავისთან შედარება არ მოსწონთ.

 

თევზები: „შენ იმდენი პრობლემები გაქვს, რომ...“

 

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს თავადაც კარგად მოეხსენებათ საკუთარი ემოციურობის ამბავი. ამიტომაც ხშირად პრობლემებს საკუთარ თავში პოულობენ. და მაინც, პარტნიორისგან ამგვარი სიტყვების მოსმენა მაინც არ სიამოვნებთ. როგორც კი მსგავსი რამ ესმით, მაშინვე ახლობელ ადამიანზე გული უტყდებათ.

 

წყარო

ნანახია: 284 | დაამატა: Admin | ტეგები: რა არ უნდა უთხრათ არასდროს ზოდიაქოს | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close