მთავარი » 2017 » სექტემბერი » 13 » რა ასაკში შეხვდები შენს მეორე ნახევარს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
რეკლამა
9:02 AM
რა ასაკში შეხვდები შენს მეორე ნახევარს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ყველა ჩვენგანი ოცნებობს მეორე ნახევრის პოვნაზე. ზოგისთვის ის მოულოდნელად მოდის, ზოგი კი წლებს ხარჯავს მის ძიებაში...


თავდაპირველად, როდესაც მას შეხვდებით შესაძლოა ვერ მიხვდეთ რომ ის ის არის.. მეორე ნახევარი, თქვენი სულიერი მეგობარი თქვენ სამუდამოდ შეგცვლით. ეს არ ჰგავს იმ აფექტს რომელიც ზღაპრულ ისტორიებში გვხვდება, ეს ამ ყველაფერზე მეტია.


აფექტის და საკუთარი თავის დაკარგვის ნაცვლად, თქვენი მეორე ნახევარი თქვენს ცხოვრებას სიმშვიდეს, სიამაყეს, თავდაჯერებულობასა და ბედნიერებას შესძენს.

გაინტერესებთ, როდის შეხვდებით თქვენს მეორე ნახევარს? ეს ყველაფერი თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვითაა განსაზღვრული…






ვერძი



ვერძი თავის მეორე ნახევარს 21 წლის ასაკში ხვდება – როდესაც ის ჯერ კიდევ ბავშვური და გართობის მოყვარულია. ის არასდროს მალავს შინაგან მეს, ამიტომ მეორე ნახევრისთვის მისი შეცნობა ძალიან მარტივი იქნება. ვერძის მუდმივი წვეულებები და გართობის სიყვარული 30 წლის ასაკში სრულდება, ამ დროს ის მშვიდი ცხოვრების ძიებას იწყებს, რაც საუკეთესო პერიოდია ოჯახის შესაქმნელად.




კურო



კურო მეორე ნახევარს 16 წლის ასაკში პოულობს. ის ძალიან ახალგაზრდაა, არ იცის თუ სადამდე მიიყვანს ურთიერთობა. ასეთი მისტიურობა მისთვის ძალიან მიმზიდველია. საბოლოო ჯამში კი, ის თავის ნამდვილ, ცხოვრებისეულ მეგობარსა და პარტნიორს იძენს.




ტყუპები



ტყუპები თავის მეორე ნახევარს დაახლოებით 19 წლის ასაკში ხვდებიან, მაგრამ მის მნიშვნელობას მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ აანალიზებენ. ისინი თავის მეორე ნახევრებს კოლეჯში, ან უნივერსიტეტში ან მეგობრების წრეში ხვდებიან, მათი კავშირი კი მომენტალურია. თითქოს ერთმანეთს მთელი ცხოვრების მანძილზე იცნობდნენ.




კირჩხიბი



კირჩხიბი თავის ნამდვილ მეორე ნახევარს ბავშვობიდანვე ეძებს, ამიტომაც არაა გასაკვირი რომ მას 15 წლის ასაკში პოულობს. კირჩხიბი იდეალური ურთიერთობისკენ – სიყვარულისა და პატივისცემისკენ ისწრაფვის. ხელჩაკიდებული სიარული, ბავშვური გულუბრყვილობა, საუბრები ყველაფერზე – ეს კირჩხიბის იდეალური ურთიერთობაა.




ლომი



ლომებს ურთიერთობა აშინებთ. მათთვის მიუღებელია სერიოზულ ურთიერთობებზე ფიქრი, სანამ თავად არ გაერკვევიან თუ რა უნდათ ცხოვრებისგან. მეორე ნახევრის გამოჩენას ლომის ცხოვრებაში დიდი დრო ესაჭიროება. ხშირად ფიქრობს, მიიღო თუ არა სწორი გადაწყვეტილება რომ ამდენ ხანს იცადა.. ის თავის მეორე ნახევარს 25 წლის ასაკში ხვდება. ის უკვე საკმაოდ დიდია იმისთვის, რომ წარმოდგენა მაინც ჰქონდეს საკუთარ მომავალზე, საკმაოდ პატარა იმისთვის რომ თავდაუვიწყარ სიყვარულში გაეხვეს.




ქალწული



ქალწულს ბევრი სმენია ნამდვილ მეორე ნახევრებზე გარშემომყოფებისგან, თავად კი მისი პოვნა ძალიან უჭირს. მიუხედავად იმისა, თუ რამდენ სასიყვარულო ურთიერთობაში გაეხვევა, ის ამ კავშირს თითქმის ვერასდროს ამყარებს. ქალწული გარშემორტყმულია მეგობრებით, მას შეიძლება ჰყავდეს მეუღლე, შეყვარებული – მაგრამ ის რასაც სულიერი მეგობარი, მეორე ნახევარი ეწოდება, მისთვის უცხოა. ამ სიცარიელეს ქალწულებს ცხოვრებაში მეგობრები უვსებენ.




სასწორი



სასწორი თავის ნამდვილ მეორე ნახევარს 20 წლის ასაკში ხვდება, როდესაც ის არც ბავშვია და არც ზრდასრული.

მეორე ნახევრის გამოჩენისას სასწორის ცხოვრება თავდაყირა იდგება, სრული ქაოსით მოცული. მისი ცხოვრება დაუბალანსებელი იქნება, მეორე ნახევრისა და ცხოვრებისეული პასუხების ძიებაში. მეორე ნახევრის გამოჩენა მის ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის. სასწორის მეორე ნახევარი მისი საუკეთესო მეგობარი იქნება. ადამიანი, რომელსაც გაუზიარებს ყველაფერს, უბრალო ფიქრებიდან დაწყებული სიყვარულით დამთავრებული. მათ შეეძლებათ საათობით ისაუბრონ სხვადასხვა თემებზე. თავდაპირველად, მათ შორის შესაძლოა მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდეს, თუმცა მიზიდულობა იმდენად ძლიერი იქნება, დიდხანს ვერ გაუწევენ წინააღმდეგობას.




მორიელი



მორიელი ცხოვრების მეგზურს 12 წლის ასაკში ხვდება, როდესაც მისი ცხოვრება ოცნებებითა და იდეალებითაა მოცული. ის იმდენად პატარაა სიყვარულისთვის, რომ ვერ ხვდება ასეთ დიდ გრძნობებს რა უყოს და როგორ მოიქცეს, მაქსიმალურად ცდილობს ამ ბრწყინვალე ურთიერთობაზე უარი თქვას. მისი სულიერი მეორე ნახევარი ის ადამიანია, ვისთან ერთადაც დაუვიწყარ ზაფხულს ატარებს, ადამიანი, რომელზეც ის გამუდმებით ფიქრობს…




მშვილდოსანი



მშვილდოსანს მარტოობა, დამოუკიდებლობა და თავისუფლება ძალიან უყვარს, ამიტომ ის თავის ნახევარს 28 წლის ასაკამდე ვერ ხვდება. 20 წლამდე მისთვის სერიოზულ ურთიერთობაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელია. სასიყვარულო ურთიერთობებში მას პირადი სივრცე და საკმაო დოზით თავისუფლება ესაჭიროება.




თხის რქა



თხის რქა ურთიერთობებს განსხვავებულად აღიქვამს. თუ მასთან საოცნებო და თავდაუვიწყარ სიყვარულზე დაიწყებთ საუბარს, ის აუცილებლად თვალებს დაგიბრიალებთ. მისთვის ურთიერთობები რეალური და ფიზიკურია, ადამიანის მეორე ნახევარზე საუბარი კი უბრალოდ ბავშვურად ეჩვენება. თხის რქა მეორე ნახევარს 30 წლის დასაწყისში შეხვდება, როდესაც ცხოვრებისგან სიურპრიზებისა და სიახლეების მიღებას დათანხმდება და იტყვის: “რატომაც არა?!”




მერწყული



მერწყული არ მიეკუთვნება იმ ადამიანების ტიპს, რომლებსაც მარტივად და ადრეულ ასაკში უყვარდებათ. მაგრამ 13 წლის ასაკში ისინი ნამდვილად პოულობენ თავის მეორე ნახევარს. ეს ხომ უბრალო ურთიერთობაზე ბევრად მეტია.. მერწყული თავის მეორე ნახევართან საუბარში ღამეებს ათევს, რაც მათ კავშირს უფრო ღრმასა და ნამდვილს ხდის. მერწულს დრო ესაჭიროება ყველაფრის გასაანალიზებლად, ამიტომ მათი ურთიერთობა ძალიან ნელა ვითარდება.




თევზები



თევზებს ძალიან უყვართ დრამა და რომანტიკა, გამუდმებით ოცნებობენ მეორე ნახევართან შეხვედრაზე. როდესაც თევზები მოყვება ისტორიას, როგორ შეხვდა თავის მეორე ნახევარს 17 წლის ასაკში, ყველაფერი დაუვიწყარ, ზღაპრულ ისტორიას მოგაგონებთ. თევზები ცხოვრების ახალ თავს წამოიწყებს, შეხვდება ახალ ადამიანებს, რომლებიც მის მსოფლმხედველობას აბსოლუტურად შეცვლიან, მისი მეორე ნახევარი კი შესანიშნავ, ცხოვრებისეულ გამოცდილებად დარჩება..

 

Dainteresdit.Ge

ნანახია: 1019 | დაამატა: Admin | ტეგები: რა ასაკში შეხვდები შენს მეორე ნახევ | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close