მთავარი » 2018 » ივლისი » 19 » რა დაავადებებს უნდა ერიდონ სასწორი, მორიელი და მშვილდოსანი?
რეკლამა
11:29 PM
რა დაავადებებს უნდა ერიდონ სასწორი, მორიელი და მშვილდოსანი?

ზოდიაქალური წრე 12 სექტორად არის დაყოფილი. ყოველი მათგანი სხეულის გარკვეულ ნაწილს და მასთან დაკავშირებულ დაავადებებს განაგებს. ეს განსაკუთრებით მაშინ ვლინდება, როცა ზოდიაქოს ნიშანში მავნე პლანეტები (მარსი, სატურნი, მთვარის კვანძები, მზე) იმყოფებიან.

 

სასწორი

 

 

მეშვიდე ნიშანი მგრძნობიარე ვენერათი იმართება და სასქესო სისტემებთანაა დაკავშირებული. ამ ნაწილის დაზიანებისას ადამიანს იმპოტენცია, უნაყოფობა, ვენერიული დაავადებები ემუქრება.
სასქესო ორგანოების დაავადებები და ანთებები სასწორის მართვის ქვეშაა. ამას გარდა, ეს ნიშანი ბავშვების ყოლასა და წარმატებულ ჩასახვასთან არის კავშირში.
ზოდიაქოს ამ ნიშნის კიდევ ერთი სფეროა თირკმლები. ნეგატივი ვლინდება თირკმლებისა და შარდის ბუშტის კენჭებში, შარდის შეკავებაში, ცისტიტში. მავნე პლანეტების სასწორში ყოფნა ვენების, გავის ძვლების პრობლემებსაც წარმოშობს.

 

მორიელი

 

 

მისი გავლენის სფერი გარკვეულწილად იკვეთება სასწორთან. მორიელიც, ასევე, პასუხისმგებელია თირკმლებში კენჭების არსებობაზე.
ზოდიაქოს მერვე სექტორი იწვევს პროსტატის, სწორი ნაწლავის დაავადებებს და ბუასილს.
ქალებში ზოდიაქოს ეს ნაწილი მენსტრუალური ციკლის დარღვევასაც იწვევს. მორიელებს აღენიშნებათ თიაქარი და ინფექციური დაავადებები.

 

მშვილდოსანი

 

 

ზოდიაქოს მეცხრე ნაწილიდან იწყება ადამიანის ფეხები. მშვილდოსანი პასუხს აგებს თეძოებზე, გავა-თეძოს ძვლებზე, მათ ტრავმებზე, რევმატიზმსა და ნიკრისის ქარზე.
ზოდიაქოს ამ ნიშანზე ცუდი ზემოქმედების შედეგად ვითარდება ვარიკოზი.
ვინაიდან მშვილდოსნებს იუპიტერი - გაფართოების პლანეტა - მართავს, ამიტომ მშვილდოსნებს სიმსუქნისკენ აქვთ მიდრეკილება, რაც თავის მხრივ ფეხებზე დატვირთვას ზრდის.

 

 

წყარო

ნანახია: 244 | დაამატა: Admin | ტეგები: რა დაავადებებს უნდა ერიდონ სასწორი, მორიელი და მშვილდოსანი? | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close