მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 23 » რა დაინახეთ ერთი შეხედვით?
რეკლამა
11:10 PM
რა დაინახეთ ერთი შეხედვით?

რასაც აქ დაინახავთ, ეს თქვენი პიროვნების ფარულ თვისებებზე მეტყველებს. ტესტის სწორი გაშიფვრისთვის თქვენი პირველი შთაბეჭდილებაა საჭირო. თუკი ერთბაშად რამდენიმე გამოსახულება შენიშნეთ, მაშინ ეს რამდენიმე თვისება თანაბრად გაქვთ. 

 

ახლა კი ტესტის გაშიფვრას გავეცნოთ:

 

თუკი გოგონა დაინახეთ
ადვილად შეგიძლიათ ადამიანების მოხიბვლა. თქვენში რაღაც იდუმალიც არის. ყველას პირველი დანახვისთანავე აჯადოებთ და იზიდავთ. ამ თვისებებიდან ყოველთვის სარგებელს ნახულობთ, მაგრამ გვერდით ბევრი შურიანიც გყავთ, რომლებიც ეჭვით გაკვირდებიან. 
თქვენ ცხოვრებაში მუდამ რაღაც როლს ირგებთ, პირად ურთიერთობებშიც. პარტნიორის წინაშე არასდროს იხსნებით, მაშინაც კი, როცა საუბარი სიყვარულს ეხება.
თქვენ სურნელოვანი ვარდის კოკორივით ხართ, რომელიც ნელ-ნელა იხსნება და ყველას თავბრუს ახვევს. ეს არის თქვენი მომხიბვლელობის საიდუმლო.

 

თუკი თავის ქალა დაინახეთ
თქვენ რბილი ხასიათის ადამიანად აღგიქვამენ, რომელსაც ყველასი ესმის. თქვენი ხასიათის მთავარი ნიშანი მოთმინებაა. თქვენ გაგების უნარი გაქვთ და სხვების რჩევებსაც იზიარებთ. ყველაფერზე ობიექტურ, სამართლიან და რაციონალურ აზრს გამოთქვამთ. ნებისმიერ ვითარებაში ახერხებთ ადაპტირებას და ყველაფერ ახალს ძლიერ სწრაფად სწავლობთ. თქვენი ჭკუის წყალობით, ყოველთვის შეგიძლიათ სწორი გადაწყვეტილების მიღება. უსაზღვროდ ხელგაშლილი ხართ. დამსახურებულ პატივისცემას იწვევთ და ადამიანთა აყოლიებაც შეგიძლიათ. თქვენი მაღალი ინტელექტი და სოციალური უნარები ადამიანებს მაგნიტივით იზიდავს. 

თუკი გარეთ გასასვლელი დაინახეთ
თქვენ ვნებიანი ადამიანი ხართ, იუმორის კარგი გრძნობითა და გარემოს განსაკუთრებული ხედვით.
აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია გაქვთ. საზოგადოების გული და სული ხართ. ყოველთვის კარგ ხასიათზე მყოფი საკუთარ პოზიტიურ განწყობას სხვებსაც გადასდებთ. ხშირად რისკავთ და ამას უბრალოდ და ბუნებრივად აკეთებთ. ამიტომაც არასდროს ხართ წაგებაში და ყველაფერში საკუთარ მოგებას ხედავთ. მეგობრებისა და ახლობლების ნდობას იწვევთ. თქვენ მათთვის მაგალითი ხართ. ცდილობთ, ყველაზე და ყველაფერზე პასუხი აგოთ, მაგრამ ყველაფერთან ერთად ძალიან მიმნდობიც ბრძანდებით.

წყარო: slovofraza.com

ნანახია: 522 | დაამატა: Admin | ტეგები: ra dainaxet erti shexedvit, fsiqologiuri testi, რა დაინახეთ ერთი შეხედვით | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close