მთავარი » 2018 » მარტი » 15 » რა მოუვა ორგანიზმს, თუკი ყოველდღე საუზმეზე 2 კვერცხს მიირთმევთ?
რეკლამა
1:26 PM
რა მოუვა ორგანიზმს, თუკი ყოველდღე საუზმეზე 2 კვერცხს მიირთმევთ?


არსებობს მოსაზრება, რომ კვერცხი ჯანმრთელობისთვის მავნეა, თუმცა ეს პროდუქტი ბევრს უყვარს და მის გარეშე საუზმეც ძნელად წარმოსადგენია...

ის, რომ კვერცხი ცილის შესანიშნავი წყაროა, ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ, გარდა ამისა, კვერცხი შეიცავს A, D, E და B12 ვიტამინებს, რკინას, კალცს, მინერალებსა და იოდს. ასევე, დღეში რამდენიმე კვერცხის მიღება შეგიძლიათ იმ შემთხვევაში, თუკი სისხლში ქოლესტერინი დაბალი გაქვთ.

აუმჯობესებს მეხსიერებას.
კვერცხის გული შეიცავს ქოლინს - რაც შესანიშნავია ნერვული იმპულსებისთვის, რომლებიც დეტალების დამახსოვრებას უწყობს ხელს. მაგალითად, უკეთ დაიმახსოვრებთ, სად დადეთ მანქანის გასაღები ან სად დაგრჩათ მობილური ტელეფონი. კვლევებმა აჩვენა, რომ რაციონში ქოლინის საკმარისი რაოდენობა აუმჯობესებს მეხსიერებას და სწრაფად რეაგირების შესაძლებლობას.

აუმჯობესებს მხედველობას
კვერცხის გული შეიცავს ლუტეინს, რომელიც იცავს თვალს მზის სხივების მავნე ქმედებისგან და ამცირებს კატარაქტის წარმოქმნის რისკს.

ამაგრებს ძვლებსა და კბილებს
კვერცხი მდიდარია D ვიტამინით, რომელიც სისხლში კალციუმისა და ფოსფორის დონეს არეგულირებს. კვერცხის მიღება ეხმარება ორგანიზმს კალციუმის ათვისებაში. სწორედ კალცი ამაგრეს ძვლებს და ხელს უშლის ოსტეოპოროზის წარმოქმნას.

აუმჯობესებს სახის კანის, თმისა და ღვიძლის მდგომარეობას
ფოლიუმის მჟავის ნაკლებობას, ძირითადად, ის ქალები განიცდიან, რომლებიც B ვიტამინს საკმარისი რაოდენობით არ იღებენ. საბედნიეროდ, კვერცხი ამ ვიტამინის შესანიშნავი წყაროა. ფოლიუმის მჟავა ხელს უწყობს ამინომჟავების გადამუშავებას, რაც აუცილებელია ერითროციტების ფორმირებისთვის.

ამცირებს გულის დაავადებების რისკს
ამერიკელი მკვლევარების ჯგუფმა დაადგინა, რომ კვერცხით მდიდარი რაციონი ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა და კიბოს დაავადებების წარმოქმნას. საიდუმლო სწორედ კვერცხის გულშია, რომელიც ორ მნიშვნელოვან ანტიოქსიდანტს შეიცავს. ესენია: ტრიფტოფანი და თიროზინი.

ხელს უწყობს წონაში კლებას
კიდევ ერთი შესანიშნავი სიახლე! კვერცხი დიდი ხნით ანაყრებს ორგანიზმს. რა თქმა უნდა, დანაყრების შეგრძნება წონაში კლებისთვის აუცილებელი პირობაა.

ანელებს ორგანიზმის დაბერების პროცესს
კვერცხი შეიცავს ამინომჟავებს, რომელიც მუდმივად აახლებს უჯრედებს. ასაკთან ერთად, ჩვენი მოთხოვნილება D ვიტამინის მიმართ იზრდება. 60 წლის ზემოთ ადამიანებისთვის D ვიტამინის რეკომენდებული ნორმაა 10 მკგ. ერთი კვერცხი კი, დაახლოებით, 0,7 მკგ D ვიტამინს შეიცავს.

აძლიერებს იმუნურ სისტემას
გსურთ, დიდხანს შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა? მიირთვით კვერცხი! კვლევებმა აჩვენა, რომ მხოლოდ ორი კვერცხი დღეში საკმარისია იმისთვის, რომ საკუთარი ორგანიზმი ინფექციებისგან, დაავადებებისა და სხვადასხვა ვირუსებისგან დაიცვათ.

ზრდის დაორსულების შანსს
E ვიტამინი, რომელსაც კვერცხი შეიცავს აუმჯობესებს სპერმის ხარისხს კაცებში. სპეციალისტების განმარტებით, ორსულ ქალებში E ვიტამინს შეიცავს სითხე, რომელშიც ემბრიონია მოთავსებული. ასევე, კვერცხში შემავალი ფოლიუმის მჟავა ამცირებს ანემიის წარმოქმნის რისკს და ხელს უწყობს ნაყოფის განვითარებას ორსულობის პერიოდში.

ნანახია: 1305 | დაამატა: Admin | ტეგები: თუკი ყოველდღე საუზმეზე 2 კვერცხს მი, რა მოუვა ორგანიზმს | რეიტინგი: 5.0/2 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close