მთავარი » 2018 » ივნისი » 21 » რა ფერად შეღებავდით ხიდს?
რეკლამა
10:24 PM
რა ფერად შეღებავდით ხიდს?

თქვენი პასუხი თქვენი ხასიათის შესახებ მოგვითხრობს. უბრალოდ, აირჩიეთ წარმოდგენილი ფერებიდან ერთ-ერთი...

 

წითელი

ეს ფერი იმაზე მიუთითებს, რომ შემართული ადამიანი ბრძანდებით. თქვენს დაპირებებს ყოველთვის ასრულებთ. მეგობრებსა და ახლობლებს კარგად ეპყრობით. ისინი ყოველთვის მოგმართავენ რჩევისთვის და თავიანთ საიდუმლოებებს განდობენ. პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ ზოგიერთმა ადამიანმა შესაძლოა, თქვენი კეთილი გული სათავისოდ გამოიყენოს.

 

ლურჯი

თუკი ლურჯი აარჩიეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ უიმედო რომანტიკოსი ხართ. უპირველეს ყოვლისა, გულისთქმას მიჰყვებით. მიუხედავად თქვენი გონიერებისა, თვალს ხუჭავთ და აკეთებს იმას, რასაც საჭიროდ მიიჩნევთ. ამასთანავე, გადაწყვეტილებების მიღებაში სხვებს არ ჰგავხართ და ყველაფერს თქვენებურად აკეთებთ. დღევანდელი დღით ცხოვრობთ და არც მომავალზე და არც წარსულზე არ ფიქრობთ.

 

ყავისფერი

ძალიან დისციპლინირებული ბრძანდებით. ბეჯითი შრომა და სერიოზულობა - აი, თქვენი მახასიათებელი ნიშნები, რომლითაც შეგიძლიათ, იამაყოთ. მოქნილი არ ხართ და ამიტომაც ხშირად პირველ ადგილას საკუთარ სიჯიუტეს აყენებთ. საქმე ისაა, რომ სანამ საწადელს არ მიაღწევთ, არ ჩერდებით.

 

მწვანე

ამ ფერის ამრჩევი ადამიანები ყველაზე კრეატიულები არიან. თქვენი კარგი გემოვნება გარეშეთა ყურადღებას იქცევს. მუსიკაში, მოდასა თუ სხვა გამომსახველ სფეროში აშკარად ნიჭი გაქვთ, რომელსაც განვითარება სჭირდება.

 

თეთრი

თუკი ეს თქვენი არჩევანია, მაშინ ცხოვრებაში ნათელსა და პოზიტიურს ელოდებით. რაც არ მოგწონთ, ყველაფერს ერიდებით. თუ გსურთ, ცხოვრებაში ყველაფერი საუკეთესო მიიზიდოთ, დაეყრდენით პოზიტივსა და ოპტიმიზმს.

 

შავი

შავი ფერი სერიოზულობასა და სიფრთხილეზე მიგვითითებს. არავინ იცის, რა იმალება თქვენს ღიმილსმიღმა. ეს თავის დაზღვევაა, რომლის მეშვეობითაც მომავალში არ დაზარალდებით. ყოველ შემთხვევაში სერიოზული და მოსაწყენი ადამიანის შეხედულებას ტოვებთ, არადა ეს ასე არაა!

 

წყარო

ნანახია: 268 | დაამატა: Admin | ტეგები: რა ფერად შეღებავდით ხიდს? | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close