მთავარი » 2018 » მარტი » 26 » რა საიდუმლო გაუმხილა სამყაროს სიკვდილის წინ 256 წლის მამაკაცმა?
რეკლამა
4:02 PM
რა საიდუმლო გაუმხილა სამყაროს სიკვდილის წინ 256 წლის მამაკაცმა?

ლი ცინიუნემი რეკორდსმენია. მან 256 წელი იცოცხლა! ეს ნამდვილი ისტორიაა, მეცნიერების და ჟურნალისტების მიერაა შესწავლილი.

New York Times-ში 1930 წლის გამოქვეყნებულ მასალაში წერია, რომ უნივერსიტეტის პროფესორმა ვუ ჩუნგ-ძემ ჩინეთის იმპერიის 1827 წლის სამთავრობო ჩანაწერები აღმოაჩინა, რომლებშიც ლი ცინიუნსს 150-ე დაბადების დღეს ულოცავენ. ასევე აღმოჩენილია 1877 წლის დოკუმენტები, სადაც მას 200 წლის იუბილეს ულოცავენ.
ცნობილია, რომ ლი ცინიუნემი სამკურნალო მცენარეებს ყიდდა. 10 წლის განმავლობაში ის მცენარეებს მთებში კრეფდა. მამაკაცმა მიაკვლია იმას, რომ ეს მცენარეები დღეგრძელობას უწყობენ ხელს. თითქმის 40 წელი ლი ბალახეულის დიეტას იცავდა, ის მხოლოდ მცენარეებით იკვებებოდა: ჟენშენით, განოდერმა – „უკვდავების სოკოთი“ და სხვა ბალახეულით. მცენარეული დიეტის გარდა ლი ბრინჯის ღვინოსაც სვამდა. 71 წლის ასაკში ლი ჩინეთის არმიას საბრძოლო ხელოვნების მასწავლებლის სახით შეუერთდა. ის ყველას ძალიან უყვარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ლი 23-ჯერ იყო დაქორწინებული და 200-ზე მეტჯერ მამა გახდა. ლის ერთ-ერთი მოსწავლის თქმით, ის იცნობდა ასევე მამაკაცს, რომელიც 500 წლის იყო. მან სუნთქვითი ვარჯიშები ასწავლა ლის და სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის გარკვეული დიეტური რეკომენდაციები მისცა.
...სიკვდილის პირას მყოფმა ლიმ შემდეგი ფრაზა თქვა: „მე ამ სამყაროში გავაკეთე ყველაფერი, რაც უნდა გამეკეთებინა, ახლა სახლში მივდივარ“. როდესაც ლის ეკითხებოდნენ, თუ რა იყო დღეგრძელობის საიდუმლო, ის პასუხობდა: შეინარჩუნეთ გული სიჩუმეში, იჯექით, როგორც კუ, იარეთ სწრაფად, როგორ მტრედი და იძინეთ ისე, როგორც დარაჯი-ძაღლი“. ლის მტკიცებით, მთავარი იყო შინაგანი სიმშვიდე და სუნთქვით ვარჯიშები.

ნანახია: 4178 | დაამატა: Admin | ტეგები: რა საიდუმლო გაუმხილა სამყაროს სიკვდ | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close